ქრისტიანობა ალბანეთში

ქრისტიანობა ალბანეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამკვიდრდა ახ. წ. 325 წელს, ხოლო ახ. წ. 1100 წლიდან ბიზანტიის იმპერია ამ მხარეში ახორციელებდა საეკლესიო მისიებს. ვენეციის მზარდი გავლენის გამო კი, მე-13 საუკუნეში აქ ფრანცისკანელებმა დაიწყეს დასახლება. აღსანიშნავია, რომ მე-15 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე პერიოდში, ოსმალეთის იმპერიის მმართველობის დროს, ქრისტიანობა, როგორც უმრავლესობის რელიგია, ჩაანაცვლა ისლამმა. ალბანეთის ხელისუფლება, მოსახლეობის 2011 წლის სადავო აღწერაზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ 1991 წელს კომუნიზმის კრახიდან მოყოლებული, ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 58% იყო მუსლიმი, 10% - კათოლიკე, 7% - მართლმადიდებელი და 15% - ათეისტი ან არარელიგიური. თუმცა, 2011 წლის აღწერამ მოსახლეობის უმრავლესობა ვერ მოიცვა, ცუდი დათვლისა და მოქალაქეების უმეტესობასთან კომუნიკაციის ნაკლებობის გამო.[1] 2011 წლის აღწერის თანახმად, დეკლარირებული რელიგიური კუთვნილებით, მოსახლეობის 56,7% იყო მუსლიმი, 13,79% - გაურკვეველი, 10,03% - კათოლიკე, 6,75% - მართლმადიდებელი მორწმუნე, 2,5% - ათეისტი, 2,09% - ბექთაში, 0,07% - ქრისტიანობის სხვა დენომინაცია და 0,02 - სხვ.[2] 2011 წლის აღწერა, რელიგიისა და ეთნიკურობის კონტექსტში, არასანდოდ მიიჩნია "ევროპის საბჭომ", ისევე, როგორც სხვა შიდა და საგარეო ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა.

ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია ბერატში

2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოთვალა, რომ დაახლოებით 13000 მუსულმანური წარსულის მქონე პიროვნება მოექცა ქრისტიანობაში.[3]

აღმოსავლური მართლმადიდებლობა

2010 წელს ხელისუფლების მიერ მოწოდებული რიცხვების თანახმად, გაცხადდა, რომ ალბანეთში, ალბანელების დაახლოებით 20% აღმოსავლეთის მართლმადიდებლობის მიმდევარი იყო.[1] თუმცა, 2011 წლის სადავო აღწერის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეების რაოდენობა მთელი მოსახლეობის 6,75%-ს შეადგენდა.[2] აღსანიშნავია, რომ ალბანეთი ისტორიულად დაკავშირებულია, როგორც კათოლიკურ, ისე აღმოსავლურ მართლმადიდებლობასთან. ალბანელები რეგიონში იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც მიიღეს მისიონერები და მოექცნენ ქრისტიანობაში. ახ. წ. 1054 წლის სქიზმის შემდეგ, მართლმადიდებლობა, ბიზანტიის მმართველობის ქვეშ, ალბანური მოსახლეობის რელიგიად იქცა.

პირველი მართლმადიდებლური ლიტურგია ალბანურ ენაზე ჩატარდა არა საკუთრივ ალბანეთში, არამედ აშშ-ში, კერძოდ, პენსილვანიისა და მასაჩუსეტსის შტატებში. შემდგომში, როდესაც მართლმადიდებლურ ეკლესიას არ მიეცა ოფიციალურად არსებობის საშუალება კომუნისტურ ალბანეთში, მან საკუთარ თავს უშველა აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში გადასახლებით. ალბანური ეკლესია ფილადელფიაში დაფუძნდა 1913 წელს, ხოლო აშშ-ის კიდევ ერთ ქალაქ ბოსტონში - 1965 წელს.

კათოლიკური ეკლესია

კათოლიკური ეკლესია ვალორაში

ალბანეთის კათოლიკური ეკლესია არის მსოფლიო კათოლიკური ეკლესიის ნაწილი, რომის პაპის სულიერი ხელმძღვანელობით. 2011 წელს ხელისუფლების მიერ მოწოდებული რიცხვების თანახმად, რელიგიური პოპულაციის დაახლოებით 10,03% იყო კათოლიკე,[1] თუმცა, ახალი ხელმძღვანელობის მონაცემებით, კათოლიკეების პროცენტული მაჩვენებელი 21,3-ია.[2] ქვეყანაში არის ხუთი ეპარქია, მათ შორის, ორ არქიეპარქიას დამატებული სამოციქულო ადმინისტრაცია, რომელიც მოიცავს სამხრეთ ალბანეთს.

ოსმალების შემოსევამდე, ქრისტიანობა იყო ყველა ალბანელის საერთო რელიგია. ჩრდილოეთ ალბანელები იცავდნენ კათოლიციზმს, ხოლო სამხრეთში ისინი აღმოსავლური მართლმადიდებლობის მიმდევრები იყვნენ.[4] [5]

პროტესტანტიზმი

ალბანეთში დაახლოებით 8000 პროტესტანტია,[6] რომლებიც ჯგუფდებიან 189 პროტესტანტული ასოციაციის სახით. მათ შორისაა "ალბანეთის ევანგელური ალიანსი" (Albanian Evangelical Alliance -VUSH).[7]

იხილეთ ასევე

  • რელიგია ალბანეთში
  • აღმოსავლეთის მართლმადიდებლობა ალბანეთში
  • კათოლიკური ეკლესია ალბანეთში
  • პროტესტანტიზმი ალბანეთში

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა