ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია — მთავრობათშორისი ორგანიზაცია და ქიმიური იარაღის კონვენციის განმახორციელებელი ორგანო, რომელმაც მუშაობა დაიწყო 1997 წლის 29 აპრილს. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში 193 წევრი ქვეყანაა, სათავო ოფისი მდებარეობს ჰააგაში, ჰოლანდიაში და აკონტროლებს ქიმიური იარაღის განადგურების მუდმივ და დამოწმებულ გლობალურ ძალისხმევას.

შეიქმნა 29 აპრილი, 1997 და 1997[1]
ტიპი intergovernmental organization
ქვეყანა ნიდერლანდები
https://www.opcw.org/

ორგანიზაცია ხელს უწყობს და ამოწმებს ქიმიური იარაღის კონვენციის დაცვას, რომელიც კრძალავს ქიმიური იარაღის გამოყენებას და მოითხოვს მათ განადგურებას. შემოწმება მოიცავს როგორც წევრი სახელმწიფოების მიერ დეკლარაციების შეფასებას, ასევე ადგილზე ინსპექტირებას.

ორგანიზაციას მიენიჭა 2013 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში „ქიმიური იარაღის აღმოსაფხვრელად გაწეული დიდი ძალისხმევისთვის“.

ორგანიზაციული სტრუქტურა

მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციის მეოთხე სპეციალური სესია (2018)

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია და მისი ძირითადი ორგანიზაციული სტრუქტურის საქმიანობა აღწერილია ქიმიური იარაღის კონვენციაში (რომლის წევრებიც არიან ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრები. ძირითადი ორგანოა მონაწილე სახელმწიფოების კონფერენცია (CSP), რომლის მოწვევაც ჩვეულებრივ ხდება ყოველწლიურად, და რომელშიც ყველა ქვეყანას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, ხმის მიცემის თანაბარი უფლებებით. ზოგადად, კონფერენციაზე ქვეყნები წარმოდგენილნი არიან ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენლის მიერ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არის ნიდერლანდების ელჩიც. კონფერენცია წყვეტს ორგანიზაციის ყველა მნიშვნელოვან თემას (მაგალითად, შურისგების ზომების მიღებას) და კონვენციასთან დაკავშირებულ საკითხებს (სახელმძღვანელო მითითებების დამტკიცება, წევრების მიმართ საპასუხო ზომების დაწესება). [2]

აღმასრულებელი საბჭო (EC) ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანოა და შედგება 41 სახელმწიფოსგან, რომლებსაც კონფერენცია ნიშნავს ორწლიანი ვადით. საბჭო ზედამხედველობს ბიუჯეტს და თანამშრომლობს გენერალურ სამდივნოსთან კონვენციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. [3]

ტექნიკური სამდივნო (TS) ითავსებს უმეტესად საბჭოს მიერ დაკისრებულ საქმიანობას და არის ორგანო, სადაც ორგანიზაციის თანამშრომელთა უმეტესობა მუშაობს. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ძირითადი საქმიანობა ხორციელდება ინსპექტირებისა და შემოწმების განყოფილებების ზედამხედველობის ქვეშ.

ყველა მონაწილე სახელმწიფოს შეაქვს წვლილი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ბიუჯეტში. [4] 2019 წლის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია ბიუჯეტი 69,689,837 ევროა [5]

წევრობა

ქიმიური იარაღის კონვენციის ყველა 193 მხარე ავტომატურად არის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრი. [6] სხვა სახელმწიფოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გაწევრიანდნენ გაეროს წევრი სახელმწიფოებიდან არიან - ისრაელი, რომელიც ხელმომწერი სახელმწიფოა, თუმცა არ მოახდინა ქიმიური იარაღის კონვენციის რატიფიცირება და ეგვიპტე, ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთი სუდანი, რომლებმაც არც ხელი მოაწერეს და არც მიერთებულან ქიმიური იარაღის კონვენციას. [7] პალესტინა იყო ბოლო სახელმწიფო, რომელმაც წარუდგინა ხელშეკრულებას მისი შეერთების ინსტრუმენტი. [8]

მმართველობა

ფერნანდო არასი, OPCW- ს გენერალური დირექტორი

ამჟამად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, ესპანეთის ელჩი, ფერნანდო არიასი. [9]

გენერალური დირექტორი უშუალოდ ინიშნება კონფერენციის მიერ მაქსიმუმ ორჯერ ოთხწლიანი ვადით. [10] გენერალური დირექტორების მიმოხილვა მოცემულია ქვემოთ.

ქვეყანასახელივადის დასაწყისი
 ბრაზილიახოსე ბუსტანი1997 წლის 13 მაისი [11]
 არგენტინაროგელიო პფიტერი2002 წლის 25 ივლისი [12]
 თურქეთიაჰმტ ოზმანჩი2010 წლის 25 ივლისი [13]
 ესპანეთიფერნანდო არია (მიმდინარე)2018 წლის 25 ივლისი [14]

2013 წლის ნობელის პრემია

11 ოქტომბერს, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას მიენიჭა ნობელის პრემია „ქიმიური იარაღის განადგურებაში გაწეული ძალისხმევისთვის“. [15]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა