ქალები უზბეკეთში

ქალები უზბეკეთში — სოციალურ და სამართლებრივ ვითარებაზე გავლენა მოახდინა ადგილობრივი ტრადიციების, რელიგიის, ადრინდელი საბჭოთა რეჟიმისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სოციალური ნორმების შეცვლამ. [1]

ქალი ბავშვთან ერთად

უზბეკეთი ქალებს უტარებს იძულებით სტერილიზაციას, ჰისტერექტომიის და სპირალის შეყვანის პოლიტიკას 1990-იანი წლების ბოლოდან მოსახლეობის რაოდენობაზე კონტროლის დაწესების მიზნით. [2] [3] [4] [5] [6]ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა სერიოზული პრობლემაა უზბეკეთში. [7] გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალების 69.6% ეთანხმებოდა იმას, რომ ქმრის მხრიდან გამართლებული იყო ცოლის ცემა ან გარკვეულ ვითარებაში დარტყმა (მათ შორის 61.2%, თუ ცოლი გავა გარეთ ქმრის თანხმობის გარეშე და 47.9% თუ იგი ედავება მას). [8]

დედის ჯანმრთელობის დაცვა და კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობა

კონტრაცეპტივებისა და დედის ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობა შერეულია. ქალების 62,3% 2003 წელს იყენებდა უფასო კონტრაცეპტივებს. [9] [10] ამასთან, გაეროს შეფასებით, უზბეკეთში ქალების დაახლოებით 13.7%, ვისაც სურს შემდეგი ორსულობის თავიდან აცილება ან შეფერხება, არ შეუძლიათ ამის გაკეთება კონტრაცეპტივებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო. [11] 2000 წელს ქვეყანაში დაახლოებით 20,900 ბებიაქალი იყო. [12]

იძულებითი სტერილიზაცია

არსებობს ცნობები, რომ უზბეკეთში ქალების იძულებითი სტერილიზაცია ხდება. [13] [14] [15] 2012 წლის 12 აპრილს BBC მსოფლიო სამსახურის „დავალების“ ანგარიშში აღმოჩნდა, რომ ქალები სტერილიზდებიან, ხშირად მათი ცოდნის გარეშე, მთავრობის მიერ მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის მიზნით. [16]

თვითმკვლელობა

თვითდაწვა უზბეკეთის ქალებში სუიციდის გავრცელებული ფორმაა. [17] 2001 წელს შეფასდა, რომ დაახლოებით 500 ქალი წელიწადში თავს იკლავს შეურაცხმყოფელი სიტუაციების გამო. [18]

ტრეფიკინგი

გაერომ აღიარა მთავრობის ზოგიერთი მცდელობა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემცირებისა. [19] მაგალითად, ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომია სატელეფონო ცხელი ხაზები, [20] და ტრეფიკინგისთვის დამნაშავეს 5-დან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. [9] [10]

ტრეფიკინგი კვლავ გრძელდება, რადგან უზბეკეთი ტრეფიკინგის ქალების მიმწოდებელიც და მომხმარებელიცაა. [21] [10] ” ტრეფიკინგი ხდება როგორც „შატლის“ ვაჭრობის გაგრძელება. ქალები ტურისტებად იგზავნებიან დასაქმების დაპირებით, როგორც ძიძები, რეპეტიტორები ან ბავშვის მზრუნველები, მაგრამ ისინი უმეტესად მუშაობენ სექს-ინდუსტრიაში. ” [18]

ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობები

„გენდერული როლები ეკონომიკაში შეიცვალა საბჭოთა პერიოდში და კვლავაც იცვლება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.“ [22] მიუხედავად იმისა, რომ უზბეკეთის სახელმწიფოს აქვს პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას, პრობლემები არსებობს. მაგალითად, შრომის ბაზარი სქესის მიხედვით არის გამიჯნული და ქალებს, ჩვეულებრივ, უფრო დაბალი ხელფასი აქვთ. [23] „არასაწარმოო სექტორის არაკვალიფიციური პერსონალი პრაქტიკულად მთლიანად ქალებისგან შედგება.“[9] [10] ქალებმა არ უნდა იმუშაონ ღამის საათებში ან ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის. 2003 წლისთვის არ იყო კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. [24]

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა დედებს ან მრავალშვილიან დედებს შეუძლიათ პენსიაზე გავიდნენ 50 წლის ასაკში, რაც ხუთი წლით ადრეა საპენსიო ასაკთან შედარებით . [9]

ქალთა კანონიერი უფლებები და მთავრობაში წარმომადგენლობა

2004 წლის მონაცემებით, უზბეკეთის საარჩევნო კანონი მოითხოვს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში წარადგინონ პარტიული სიის მინიმუმ 30 % ქალი კანდიდატი. ამასთან, ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობა ენდემურია მმართველობის ყველა დონეზე. [10]

უზბეკეთს აქვს საყოველთაო საარჩევნო უფლება. [9], „საზოგადოებრივი აზრის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ქალაქის 64% და სოფლად მცხოვრები ქალების 50% მიიჩნევს, რომ მამაკაცებს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ თავიანთი უფლებების განსახორციელებლად პოლიტიკურ სფეროში“.

იძულებითი ქორწინება და პატარძლის გატაცება

პატარძლის გატაცების გზით იძულებითი ქორწინება ხდება ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით ყარაყალპაკეთის რესპუბლიკაში. [25] ითვლება, რომ პატარძლის გატაცება ეკონომიკურ არასტაბილურობასთან არის დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ ქორწილები შეიძლება ძალიან ძვირი იყოს, გატაცებებით თავიდან იცილებენ როგორც ცერემონიის ღირებულებას, ისე პატარძლის ნებისმიერ ფასს. [26] ზოგი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ნაკლებად სასურველი მამაკაცი, რომელსაც აქვს დაბალი განათლება ან აქვს ნარკომანიისა და ალკოჰოლის პრობლემა, უფრო მეტად იტაცებს პატარძლებს. [27]


სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა