ქალამნის მოძრაობა

ქალამნის მოძრაობა (გლეხის ქალამანი, ქალამნის აჯანყება, ქალამნის კავშირები) — საიდუმლო სამხედრო გლეხური კავშირების სახელწოდება სამხრეთ-დასალვეთ გერმანიაში XV საუკუნესა და XVI საუკუნის დასაწყისში. მათი დროშა ქალამნის გამოსახულებით იყო მიწათმფლობელებისა და მთავრების წინააღმდეგ გლეხთა ბრძოლის სიმბოლო. მათ მთხოვნებში შედიოდა მიწების გაყოფა, ყველა გადასახადისა და ბეგარის გაუქმება და სხვა.

მეამბოხე „ქალამნის დროშით“.

ქალამნის გამოსახულებით გამოსვლების დასაწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ 1476 წელი, როდესაც ვიღაც მეცხვარემ გამოაცხადა ფრანკონიაში ღვთისმშობლის მოსვლის შესახებ, რომელიც თითქოსდა ხალხს დაპირდა, რომ ტყეებს, საძოვრებსა და წყლებს საზოგადოებრივ საკუთრებაში გადასცემდა. მეცხვარის ქადაგებანი ათობით ათასმა ადამიანმა აიტაცა. ადგილობრივმა ეპისკოპოსმა წინასწარმეტყველის დაჭერა და აჯანყების მეთაურების განადგურება ბრძანა, რადგან შეიარაღებული გამოსვლის ეშინოდა. 1495 წელს ელზასში შეიქმნა ახალი მოძრაობა, რომელიც ასევე იყენებდა ქალამნის სიმბოლოს.

ქალამნის ახალი კავშირის ცენტრმა 1513 წელს ბრეისგაუში გადაინაცვლა. ქალამნის მოძრაობასთანაა დაკავშირებული 1517 წლისა და უფრო გვიანი დროის აჯანყებები. ამ მოძრაობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1524—1526 წლების გლეხთა ომის მომზადებაში.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Wilhelm Zimmermann: Allgemeine Geschichte des großen Bauernkrieges. 3 Bände, Stuttgart 1841—1843; 2. Auflage in 2 Bänden unter dem Titel Geschichte des großen Bauernkrieges, Stuttgart 1856; viele weitere Ausgaben
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა