ფილიპ II (ბურგუნდია)

ფილიპ II გულადი (ფრანგ.: Philippe II de Bourgogne, le Hardi; დ. 15 იანვარი, 1342, პონტუაზი, საფრანგეთი — გ. 27 აპრილი, 1404, ჰალე, ბელგია) — ბურგუნდიის ჰერცოგი და დინასტიის დამაარსებელი, საფრანგეთის მეფის ჟან II კეთილის მეოთხე ვაჟი.

ფილიპ II გულადი
ბურგუნდიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1363
მმართ. დასასრული: 27 აპრილი, 1404
წინამორბედი: ჟან კეთილი
მემკვიდრე: ჟან უშიში
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 იანვარი, 1342
დაბ. ადგილი: პონტუაზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 17 აპრილი, 1404, (62 წლის)
გარდ. ადგილი: ჰალე, ენოს საგრაფო
მეუღლე: მარგარიტა III ფლანდრიელი
შვილები: ჟანი, ბურგუნდიის ჰერცოგი
მარგარიტა, ბავარიის ჰერცოგინია
კატრინი, ავსტრიის ჰერცოგინია
ბონა, ბურბონის ჰერცოგინია
ანტუანი, ბრაბანტის ჰერცოგი
მარი, სავოიის ჰერცოგინია
ფილიპ II, ნევერის ჰერცოგი
დინასტია: ვალუები
მამა: ჟან II, საფრანგეთის მეფე
დედა: ბონა ლუქსემბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

მეტსახელი „მამაცი“ ფილიპმა ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში 1356 წელს პუატიეს ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის მოიპოვა, თუმცა იმავე ბრძოლაში იგი მამასთნ ერთად ტყვედ ჩაუვარდა ინგლისელებს და 1360 წლამდე ტყვეობაში იმყოფებოდა ლონდონში. 1360 წელს საფრანგეთში დაბრუნებულ ფილიპს მამამისმა უბოძა საჰერცოგოს რანგში აყვანილი ტურენის საგრაფო, ხოლო 1363 წელს ბურგუნდიის საჰერცოგო და მიანიჭა საფრანგეთის პირველი პარის ტიტული. იმავე წელს იმპერატორმა კარლ IV-ემ მას მიუბოძა ზემო ბურგუნდიის (იგივე ფრანშ-კონტე) გერმანული მიწები.

1384 წელს მან ფლანდრიის გრაფინია მარგარიტა III-ზე ქორწინებით ფლანდრიის მიწებიც მიიერთა. ფლანდრიის ქალაქებმა გენტმა, ბრიუგემ და იპრმა ფილიპ ვან ერტეველდეს მეთაურობით ფილიპს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა საბოლოოდ დამარცხდნენ 1382 წლის 27 ნოემბერს როოსებეკეს ბრძოლაში.

საფრანგეთის მეფე შარლ V-ის გარდაცვალების შემდგომ ფილიპი ძმებთან, ჰერცოგებთან ლუი I დ’ანჟუსა და ჟან I დე ბერისთან ერთად საფრანგეთის მეფის შარლ VI-ეს რეგენტი იყო. 1388 წელს იგი რეგენტობას ჩამოაშორა შარლ VI მინისტრმა მარმუსემ, თუმცა შარლის გაგიჟების შემდგომ 1392 წელს იგი კვალავ რეგენტი გახდა.

ოჯახი

ფილიპს მარგარიტა III ფლანდრიელთან ქორწინებაში შეეძინა შვილები:

  • ჟან I უშიში — ბურგუნდიის ჰერცოგი (1371–1419)
  • შარლი (1372–1373)
  • მარგარეტი (1374–1441) — გრაფინია დე მორტენი, ჰოლანდიის, ენოს გრაფისა და ბავარია-შტაუბინგის ჰერცოგის ვილჰელმის მეუღლე
  • კატრინი (1378–1425) — ავსტრიის ჰერცოგის ლეოპოლდ IV-ის მეუღლე.
  • მარი (1384–1422) — სავოიის გრაფის ამადეო VIII-ს მეუღლე
  • ანტუანი (1384–1415) — ბრაბანტისა და ლიმბურგის ჰერცოგი.
  • ფილიპ II (1388–1419) — ნევერის გრაფი.
  • ბონი (1379–1399)
  • ლუი (1377–1378)
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა