ფილიპო მარინეტი
ფილიპო ტომაზე მარინეტი (იტალ. Filippo Tommaso Marinetti; დ. 22 დეკემბერი, 1876, ალექსანდრია, ეგვიპტე — გ. 2 დეკემბერი, 1944, ბელაჯო, იტალია) — იტალიელი მწერალი, ფუტურიზმის მამამთავარი და თეორეტიკოსი.
ფილიპო მარინეტი | |
---|---|
იტალ. Filippo Tommaso Marinetti | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 22 დეკემბერი, 1876[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | ალექსანდრია, ეგვიპტე[14] |
გარდაცვალების თარიღი | 2 დეკემბერი, 1944[15] [1] [16] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [11] [12] [13] (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბელაჯო, იტალიის სამეფო[15] |
დასაფლავებულია | მილანის მონუმენტური სასაფლაო |
საქმიანობა | პოეტი[13] , მწერალი, დრამატურგი[13] , კომპოზიტორი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ფოტოგრაფი, დიზაინერი და პოლიტიკოსი[13] |
ენა | იტალიური ენა და ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | ![]() |
ალმა-მატერი | University of Genoa |
Magnum opus | Q57081280? |
ჯილდოები | Bronze Medal of Military Valour, War Merit Cross, War Cross for Military Valour, Commemorative Medal for the Italo-Austrian War 1915-1918, Victory Medal, Commemorative Medal of the Unity of Italy, Q3853581?, commemorative medal of the military operation in East Africa და Croce commemorativa del Corpo di Spedizione Italiano in Russia |
მეუღლე | Benedetta Cappa |
ხელმოწერა | ![]() |
ბიოგრაფია
წერდა ფრანგულ და იტალიურ ენებზე. პირველი პოემა „ვარსკვლავთა დაპყრობა“ 1902 წელს გამოაქვეყნა. მომდევნო ნაწარმოები იყო სატირული პიესა „მეფე-ღრეობა“ (1905). 1909 წელს პარიზის გაზეთ „ფიგაროში“ გამოაქვეყნა ფუტურიზმის პირველი მანიფესტი, რომლის პრაქტიკული ილუსტრაცია იყო რომანი „მაფარკა-ფუტურისტი“ (1910, პარიზი; ფრანგულ ენაზე, იმავე წელს იტალიურ ენაზე), მოთხრობა „ტრიპოლის ბრძოლა“ (1911), ლექსების კრებული „ზანგ-ტუმ-ტუმ“ (1914). მარინეტი მხარს უჭერდა მუსოლინის, ადიდებდა იმპერიალისტურ პოლიტიკას, ამტკიცებდა ფაშიზმთან ფუტურიზმის ნათესაობას.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 443.