ფარავანი (მდინარე)
მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
ფარავანი, ახალქალაქისწყალი[1], ჯავახეთის მტკვარი — მდინარე საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში. იწყება ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირიდან, ზღვის დონიდან 2073 მეტრზე, ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან, სოფელ ხერთვისთან. სიგრძე 74 კმ, აუზის ფართობი 2352 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ფარავნის, საღამოსა და სხვა ტბების გავლენით მდინარე ფარავნის ჩამონადენი საკმაოდ რეგულირებულია. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა აგვისტოდან თებერვლის ბოლომდე. თოში, ყინულნაპირისი, ძგიფი და ყინულსვლა ნოემბრიდან აპრილამდეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 28,9 მ³/წმ. გამოყენებულია სარწყავად და ჰესებისათვის.
ფარავანი | |
---|---|
მდინარის ხედი ხერთვისის ციხიდან | |
სხვა სახელი | ახალქალაქისწყალი, ჯავახეთის მტკვარი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
სათავე | ფარავნის ტბა 41°23′51″ ჩ. გ. 43°47′14″ ა. გ. / 41.39750° ჩ. გ. 43.78722° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2073 მ |
შესართავი | მტკვარი 41°28′45″ ჩ. გ. 43°17′01″ ა. გ. / 41.47917° ჩ. გ. 43.28361° ა. გ. |
სიგრძე | 74 კმ |
აუზის ფართობი | 2352 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 28,9 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ფარავანი ვიკისაწყობში |
გალერეა
- მდ. ფარავანი საღამოს ტბასთან
- მდ. ფარავანი ფარავნის ტბასთან
- მდ. ფარავანი ხერთვისთან
- მდ. ფარავანი ნასოფლარ ნაისასთან
ლიტერატურა
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფარავანი“ ვიკისაწყობში.
- ი. აფხაზავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 221.
სქოლიო
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა