ფანტაზია 2000

ფანტაზია 2000 (ინგლ. Fantasia 2000) — Walt Disney Feature Animation-ის 1999 წლის ანიმაციური ფილმი. მისი დისტრიბუტორი იყო Buena Vista Pictures. იგი არის ფილმის „ფანტაზია“ გაგრძელება და დისნეის 38-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. ისევე, როგორც წინამორბედი, „ფანტაცია 2000“-ც შედგება ანიმაციური ეპიზოდებისგან კლასიკური მუსიკის თანხლებით. დონ ჰენის მიერ გადაღებულ ჩანართებში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები - სტივ მარტინი, კუინსი ჯოუნსი, ანჯელა ლენსბერი, ჯეიმზ ერლ ჯოუნსი, ბეტი მიდლერი, იცხაკ პერლმანი, პენი და ტელერი.

„ფანტაზია 2000“
რეჟისორი
  • დონ ჰენი
  • პისოტე ჰანტი
  • ჰენდელ ბატოი
  • ერიკ გოლდბერგი
  • ჯეიმზ ოლგარი
  • ფრენსის გლებასი
  • პოლ და გაეტან ბრიცები
პროდიუსერი
  • როი ედვარდ დისნეი
  • დონალდ უ. ერნსტი
როლებში
მუსიკა იხ. პროგრამა
მონტაჟი
  • ჯესიკა ემბინდერ-როხასი
  • ლოის ფრიმენ-ფოქსი
სტუდია
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures
პრემიერა
  • 17 დეკემბერი, 1999 (1999-12-17) (პრემიერა)
  • 1 იანვარი, 2000 (2000-01-01) (IMAX)
  • 16 ივნისი, 2000 (2000-06-16) (ძირითადი)
ხანგრძლივობა 75 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 80-85 მილიონი აშშ დოლარი[1][2]
შემოსავალი 90.9 მილიონი აშშ დოლარი[1]

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, უოლტ დისნეის კომპანიამ იდეა გააცოცხლა მას შემდეგ, რაც 1984 წელს კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გახდა მაიკლ აისნერი. 1991 წელს პირველი „ფანტაზიის“ ვიდეოზე გამოცემის წარმატებამ იგი დაარწმუნა, რომ გაგრძელებით დაინტერესება არსებობდა, ამიტომ მან როი ედვარდ დისნეი დანიშნა აღმასრულებელ პროდიუსერად. ფილმის რვა ეპიზოდიდან ექვსის მუსიკას ასრულებს ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი, ჯეიმზ ლევინის ხელმძღვანელობით. მასში აგრეთვე შეტანილია 1940 წლის „ფანტაზიის“ ეპიზოდი, „ჯადოქრის შეგირდი“. ყოველი ახალი ეპიზოდი შეიქმნა ტრადიციული ანიმაციის კომპიუტერულთან შეზავებით.

„ფანტაზია 2000“-ს პრემიერა გაიმართა 1999 წლის 17 დეკემბერს, ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლში, საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, რომელშიც ასევე შედიოდა ლონდონი, პარიზი, ტოკიო და პასადენა (კალიფორნია). ფილმი 2000 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე მსოფლიო მასშტაბით აჩვენეს IMAX-ის 75 კინოთეატრში (ეს იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ნამუშევარი ამ ფორმატით). 2000 წლის 16 ივნისს იგი სტანდარტული სახის კინოთეატრებშიც გამოვიდა. კრიტიკოსების ნაწილმა იგი დადებითად შეაფასა, თუმცა სხვებმა აღნიშნეს უსწორმასწორო ხარისხი. 80-85 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით, ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 90.8 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა