ფანდის ყურე

ფანდის ყურე (ფრანგ. Baie de Fundy) — ყურე ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთ ამერიკის სანაპირო ზოლში, სამხრეთით არის მენის ყურე. ფანდის ყურეში მოქცეულია კანადური ორი პროვინცია ახალი შოტლანდია და ნიუ-ბრანსუიკი, ხოლო ყურის სამხრეთული ნაწილი აშშ-ის შტატის მენის სანაპირო ზოლია. ზოგი წყაროს მტკიცებით სახელი „ფანდი“ ფრანგული სიტყვა „ფენდამიდან“ მომდინარეობს და ის „გაყოფილს“ ნიშნავს,[1] სხვა მოსაზრებით ეს სიტყვა პორტუგალიური „ფონდოდან“ მომდინარეობს.[2]

ფანდის ყურე

ყურის სიგრძე დაახლოებით 300 კილომეტრია, ხოლო სიგანე 90 კმ. ფანდის ყურის საშუალო სიღრმე 214 მეტრია. ყურის გარშემო არსებული ყველაზე დიდი პორტია — სენტ-ჯონი (ნიუ-ბრანსუიკი).

ფანდის ყურეში მრავალი მდინარე ჩაედინება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სენტ-კრუა და სენტ-ჯონი.

ფანდის ყურეში ყველაზე დიდი მიქცევ-მოქცევა იცის მსოფლიოში. მიქცევ-მოქცევის დროს ზღვის დონე სხვადასხვანაირია. მოქცევის სიდიდე 15,6-18 მ-ია.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა