უხაი

უხაი (ჩინ.: 乌海市, მონღ. Üqai qota, მონღოლური კილირული: Үхай хот) — საოლქო დონის ქალაქი და რეგიონული ცენტრი შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში, ჩინეთი. ეს რეგიონის მასშტაბით ყველაე პატარა საოლქო დონის ქალაქია. ქალაქი მდებარეობს ორდოსის უდაბნოსა და გობის უდაბნოს შორის, მდინარე ხუანხეს ორივე ნაპირზე. უხაი არის იმ მცირე რაოდენობის ქალაქებს შორის, რომელთა ანტიპოდებიც დასახლებულ პუნქტს წარმოადგენენ. ამ ქალაქის ანტიპოდი არის ვალდივია, რომელიც ჩილეში მდებარეობს.

საოლქო დონის ქალაქი
უხაი
乌海市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია შიდა მონღოლეთი
შიდა დაყოფა Haibowan District, Hainan District და Wuda District
კოორდინატები 39°39′18″ ჩ. გ. 106°47′38″ ა. გ. / 39.65500° ჩ. გ. 106.79389° ა. გ. / 39.65500; 106.79389
ფართობი 1754[1][2] კმ²
ცენტრის სიმაღლე 1150 მეტრი
მოსახლეობა 631 000[2] კაცი (2017)
სიმჭიდროვე 360 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 473
საფოსტო ინდექსი 016000
საავტომობილო კოდი 蒙C
ოფიციალური საიტი wuhai.gov.cn
უხაი — ჩინეთი
უხაი

ისტორია

თანამედროვე უხაის ტერიტორიაზე მდებარეობდა ორი მცირე ზომის ქალაქი: უდა, რომელიც ხუანხეს (ასევე ცნობილი, როგორც ყვითელი მდინარე) დასავლეთ ნაწილზე იყო გაშენებული და ხაიბოვანი, რომელიც ამავე მდინარის აღმოსავლეთ ნაწილზე მდებარეობდა. უდა გახდა ნახშირის მომპოვებელი ქალაქი დაახლოებით 1864 წლისათვის, როდესაც აქ ჩინელი მუშები დასახლდნენ. ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 1900 წლისათვის ხაიბოვანი ჩინელმა ფერმერებმა გააშენეს. უდა და ხაიბოვანი უხაიში 1976 წელს გაერთიანდნენ.[3]

დემოგრაფია

უხაის საოლქო დონის ქალაქის ფართობი 1754 კვადრატული კილომეტრია. 2017 წლის მონაცემებით ქალაქში 631 000 ადამიანი ცხოვრობდა.

ეთნიკური ჯგუფებიმოსახლეობაწილი
ხანები400 97193.78 %
მონღოლები13 9043.25 %
ხუეის ხალხი79441.86 %
მანჩუები40630.95 %
დაურები1290.03 %
კორეელები980.02 %
ტიბეტელები870.02 %
ჭუანები680.02 %
სიბეს ხალხი560.01 %
სხვა2330.06 %

კლიმატი

უხაისათვის დამახასიათებელია არიდული ჰავა (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: BWk). ქალაქისათვის ზამთრობით დამახასიათებელია ძალიან ცივი და მშრალი ამინდი, ხოლო ზაფხულობით ცხელა. გაზაფხული ქალაქში მშრალია, რასაც ქვიშის შტორმი ერთვის. ზაფხული ძალიან ცხელია, თუმცა ნალექის უმეტესობაც სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ კი ივლისსა და აგვისტოში მოდის.

ჰავის მონაცემები — უხაი (1981-2010)
თვეიანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკწლიური
საშუალო მაღალი °C−1.23.610.719.225.730.532.430.224.717.38.00.416.8
საშუალო დღიური °C−8.1−3.43.812.219.124.126.123.918.310.31.0−6.110.1
საშუალო დაბალი °C−13.6−9.2−2.35.612.417.620.218.312.44.3−4.3−11.34.2
საშუალო ნალექი (მმ)1.02.34.15.016.621.934.836.222.77.41.71.3155
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%)50423428303543474845464941
წყარო: China Meteorological Administration[4]

ეკონომიკა

ქალაქის ეკონომიკა მეტწილად დამოკიდებულია ნახშირის მოპოვებასა და ელექტროენერგიის გამომუშავებაზე. უხაიში ასევე განვითარებულია ლითონების დამუშავებისა და ქიმიური ინდუსტრიები. სასოფლო-სამეურნეო ნაწარმიდან ქალაქში მოჰყავთ: ყურძენი, განვითარებულია მეღვინეობა და დამატებით აწარმოებენ რძის ნაწარმს. უხაი მდებარეობს პაოთოუსა და ლანჭოუს დამაკავშირებელ რკინიგზაზე. ქალაქში 2003 წელს გაიხსნა აეროპორტი.

მთა ჭუოწის მიმდებარედ აღმოჩენილია კლდეზე კვეთის ნიმუშები, რომლებიც სიას დინასტიის, შანის დინასტიის, ჯოუს დინასტიის, ასევე ხანის დინასტიის პერიოდშია შექმნილი.

უხის პანორამული ხედი აღმოსავლეთის მთიდან

ტრანსპორტი

უხაის აეროპორტი

უხაიში არსებობს უხაის აეროპორტი, სადაც ფრენები ხორციელდება: ბეიჯინგიდან, შანხაიდან, გუანჯოუდან და ჩინეთის სხვა ქალაქებიდან.

უხაი მდებარეობს ხუანხეს („ყვითელი მდინარე“) მთავარ სარკინიგზო მარშრუტზე, რომელიც შიდა მონღოლეთს ჩინეთის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებთან აკავშირებს. ბეიჯინგიდან უხაიმდე მატარებლით მგზავრობისათვის დაახლოებით 20 საათია საჭირო და მგზავრობის ღირებულება 250 ჩინური იუანიდან (მე-2 კლასი) 480 იუანამდე (1-ლი კლასი) იცვლება. უხაის მეზობელი პაოთოუდან მგზავრობის ღირებულება 53 იუანია და გადაადგილებისათვის ოთხი საათია საჭირო.

ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება ძალიან მარტივი და იაფია. უხაიში მოძრაობს ბევრი ტაქსი. ქალაქში ასევე ხშირია ავტობისები და მათი ღირებულება 1 იუანს შეადგენს.

ტრადიციული მონღოლური „ხუო-გუო“

გასტრონომია

უხაიში მდებარეობს მცირე ზომის ბარები და რესტორნები, რომლებიც წარმოადგენენ ჩინურ და მონღოლურ სამზარეულოს. წარმოდენილია დასავლური კერძებიც.

ტრადიციული კერძი ხშირად „ცხელ ქოთანში“ მზადდება. ქოთნებს ავსებენ ცხარე სუპებით და ცეცხლზე დებენ, რომელიც თავის მხრივ მაგიდაზეა ჩაშენებული. კერძს უმატებენ თხალად დაჭრილ ხორცს, ბოსტნეულსა და ლაფშას.

მონღოლურ მწვადს სხვადასხვა სახის ხორცისაგან ამზადებენ (ძირითადად საქონლის ხორცი, ბატკნის ხორცი ან ქათამი). ის, ძირითადად ღია ცეცხლზე იწვება და მას ადგილობრივი სანელებლები ემატება.

ქალაქში ხელმისაწვდომია დასავლური კერძები, რომლებიც, ძირითადად, ევროპულ და ამერიკულ სამზარეულოებს მიეკუთვნება. უხაიში ასევე არსებობს სწრაფი კვების ობიექტებიც.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა