უცხო: აღთქმა

უცხო: აღთქმა (ინგლ. Alien: Covenant) — რეჟისორ რიდლი სკოტის 2017 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებათა[5] ჟანრის ფილმი, გადაღებული ჯონ ლოგანის და დანტე ჰარპერის სცენარით, მაიკლ გრინის და ჯეკ პაგლენის ისტორიის მიხედვით. იგი არის რიგით მეორე „უცხოს“ წინაისტორიების ფრენჩაიზში და რიგით მეექვსე „უცხოს“ არსებულ ფილმებს შორის, ისევე, როგორც მესამე, გადაღებული სკოტის მიერ. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მაიკლ ფასბენდერი, კეტრინ უოტერსტონი, ბილი კრადაპი,დენი მაკბრაიდი, კარმენ ეჯოგო და დემიან ბიშირი. სიუჟეტი აღწერს კოსმოსურ ხომალდს, რომელიც შორეულ პლანეტაზე საზარელ აღმოჩენას გააკეთებს.

„უცხო: აღთქმა“
რეჟისორი რიდლი სკოტი
პროდიუსერი
  • რიდლი სკოტი
  • მარკ ჰაფემი
  • მაიკლ შეფერი
  • დევიდ გაილერი
  • უოლტერ ჰილი
სცენარის ავტორი
  • ჯონ ლოგანი
  • დანტე ჰარპერი
ისტორია
  • ჯეკ პაგლენი
  • მაიკლ გრინი
როლებში
  • მაიკლ ფასბენდერი
  • კეტრინ უოტერსტონი
  • ბილი კრადაპი
  • დენი მაკბრაიდი
  • კარმენ ეჯოგო
  • დემიან ბიშირი
მუსიკა ჯედ კურცელი
ოპერატორი დარიუშ ვოლსკი
მონტაჟი პიეტრო სკალია
სტუდია
დისტრიბუტორი 20th Century Fox[1]
გამოსვლის თარიღი
  • 4 მაისი, 2017 (2017-05-04) (Odeon Leicester Square)
  • 19 მაისი, 2017 (2017-05-19) (აშშ)
ხანგრძლივობა 123 წთ.[2]
ქვეყანა აშშ[3]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 97 მილიონი აშშ დოლარი[4]
შემოსავალი 238.8 მილიონი აშშ დოლარი[4]

„აღთქმის“ პრემიერა გაიმართა 2017 წლის 4 მაისს. იგი კინოთეატრებში გამოვიდა 2017 წლის 19 მაისს.[6] ფილმი ძირითადად დადებითად შეფასდა. კრიტიკოსების უმეტესობას აღიარა ფასბენდერის მიერ წარმოდგენილი ორი პერსონაჟი და აღნიშნა, რომ რეჟისორ სკოტისთვის და ფრენჩაიზისთვის ეს იყო ფორმაში დაბრუნება.[7][8][9] მსოფლიო მასშტაბით ფილმის შემოსავალმა 238.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[4]

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პროლოგში ნაჩვენებია ბიზნესმენი პიტერ უეილენდი, რომელიც ესაუბრება ანდროიდს. უკანასკნელი სახელის სახით აირჩევს „დევიდს“, დავითის ქანდაკების პატივსაცემად. უეილენდი მას ეუბნება, რომ ერთ დღეს კაცობრიობის შემქმნელის საძიებლად ერთად გაემგზავრებიან.

2104 წელს კოლონიზატორთა ხომალდი „აღთქმა“ მიემართება შორეული პლანეტისკენ, ორიგაი-6-სკენ. მასზე 2000 კოლონისტი და 1000 ემბრიონი იმყოფება. ხომალდს მართავს უოლტერი, კიდევ ერთი ანდროიდი, რომელიც გარეგნულად დევიდის ასლია. „აღთქმა“ ერთ-ერთი ვარსკვლავის ნეიტრინული ტალღით ზიანდება, რის შედეგად რამდენიმე კოლონისტი იღუპება. უოლტერს ბრძანებით კომპიუტერი, რომელსაც „დედას“ უწოდებენ, კრიოგენულ მდგომარეობაში მყოფ გუნდის წევრებს აღვიძებს, თუმცა ბრენსონი, კაპიტანი, იღუპება ავარიის დროს. ხომალდის შეკეთების დროს გუნდს ესმის სიგნალი შორეული პლანეტიდან. დენიელზის, ბრენსონის ქვრივის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალი კაპიტანი, ორამი, გადაწყვიტავს, გეზი შეცვალონ და სხვა პლანეტა დაზვერონ, რომელზეც, მისი აზრით, შეიძლება სიცოცხლის უკეთესი პირობებიც იყოს.

„აღთქმა“ რჩება ორბიტაზე, ხოლო მცირე გუნდი დასაჯდომი მოდულით პლანეტაზე ჩადის, იკვლევს მას და ეძებს მიღებული სიგნალის წყაროს. ისინი უცხო რასის ხომალდს მიაგნებენ, მაგრამ უსაფრთხოების გუნდის წევრები, ლედუორდი და ჰალეტი უცხოების სპორებით ავადდებიან. კერინი, ორამის ცოლი, ლედუორდს მოდულისკენ მიათრევს, სადაც მას და დაავადებულს სამედიცინო კაბინაში გამოკეტავს მეგი, პილოტ ტენესის ცოლი. არსება ნეომორფი მომაკვდავი ლედუორდის ზურგიდან ძვრება და კერინს კლავს. მეგი ცდილობს არსების მოკვლას, მაგრამ შემთხვევით მთლიან მოდულს აფეთქებს. ნეომორფი გადარჩება, ხოლო მეორე მსგავსი არსება გამოდის ჰალეტის ყელიდან და მატარებელს კლავს.

ორი ნეოფორმი თავს ესხმის გუნდის სხვა წევრებს. ანკორი იღუპება. ერთ-ერთ არსებას კლავენ, ხოლო დევიდი, „პრომეთეს“ მისიის მონაწილე, მოულოდნელად მათ გადასარჩენად მოდის. მას გუნდის წევრები ჰუმანოიდი ინჟინრების გვამებით სავსე მოედნის გავლით შეჰყავს სახლში, რომელიც თავად მოაწყო. ანდროიდი მათ უამბობს, რომ ელიზაბეთ შოუსთან ერთად ამ პლანეტაზე მოხვედრისას ინჟინერმა შეცდომით გაანადგურა მთელი მოსახლეობა, ხოლო შოუ დაიღუპა წარმოქმნილი ქაოსის დროს. უამბობენ რა დევიდს საკუთარი მისიის შესახებ, ცდილობენ რადიოკავშირით „აღთქმასთან“ დაკავშირებას, მაგრამ ამ დროს ქალაქში გადარჩენილი ნეომორფი ჩნდება. იგი თავდაპირველად როზენთალს კვლავს. დევიდი ცდილობს არსებასთან კავშირის დამყარებას და გაოგნებულია, როდესაც ორამი დაასწრებს და ნეომორფს კლავს. კაპიტანის მხრიდან იარაღით დაშინებით, დევიდი განმარტავს, რომ უცხოები წარმოიშვნენ მას შემდეგ, რაც იგი თავად ატარებდა ახალი სახეობების შექმნის ექსპერიმენტებს. ორამი მას მიჰყავს ცალკე აკლდამაში, სადაც კაპიტანს ახტება სხვა არსება, რომელიც მასში ემბრიონს თესავს. კიდევ ერთი, ქსენომორფი, ორამის მუცლიდან მალე ჩნდება და თავის მატარებელს ასევე კლავს.

სხვები ეძებენ ორამს და როზენთალს. უოლტერი, რომელმაც იპოვა შოუს გაჭრილი ცხედარი, უპირისპირდება დევიდს მას შემდეგ, რაც მიხვდება, რომ უკანასკნელმა შავი სითხე ინჟინრებზე განგებ დაუშვა. დევიდი განმარტავს, რომ მისი აზრით, ადამიანები წარმავალ რასას წარმოადგენენ და არ უნდა ჰქონდეთ გალაქტიკის კოლონიზაციის უფლება. იგი თიშავს უოლტერს და იჭერს დენიელზს, ეუბნება რა, რომ იგივეს გაუკეთებს, რაც შოუს გაუკეთა. უოლტერი საკუთარ თავს კვლავ აამოქმედებს და დევიდს ებრძვის. დენიელზი გარბის ლოუპთან ერთად (რომელსაც მანამდე ერთ-ერთი არსება დაესხა). უკვე გაზრდილი ქსენომორფი კოულს კლავს. ხომალდიდან პლანეტაზე კიდევ ერთი მოდული ჩამოდის, რომელსაც ტენესი მართავს. ხომალდზე დაბრუნებამდე ისინი ანადგურებენ ქსენომორფს, მაგრამ ლოუპი დაავადებულია და იღუპება, როდესაც მის სხეულს მორიგი ქსენომორფი ტოვებს. არსება კლავს რიკსს და აპუორთს. უოლტერის დახმარებით, ტენესი და დენიელზი არსებას შეიტყუებენ სხვა განყოფილებაში და მას კოსმოსში აგდებენ.

„აღთქმა“ ორიგაი-6-სკენ მოგზაურობას განაგრძობს. გადარჩენილი წევრები კვლავ კრიოგენულად იძინებენ. სანამ უოლტერი დენიელზს აძინებს, უკანასკნელი ხვდება, რომ ანდროიდი სინამდვილეში დევიდია, მაგრამ უკვე უძლურია და იძინებს. დევიდი მართავს ხომალდს და ადამიანების ემბრიონებთან ერთად ათავსებს უცხოს ორ ჩანასახსაც. უოლტერის სახელით იგი ჟურნალში ტოვებს შენიშვნას, რომ გუნდის ყველა წევრი, დენიელზის და ტენესის გარდა, დაიღუპა ნეიტრინული ტალღის დარტყმის შედეგად.

როლებში

მსახიობიროლი
მაიკლ ფასბენდერიდევიდი და უოლტერი ანდროიდები დევიდი და უოლტერი
კეტრინ უოტერსტონიდენიელზი ექსპერტი დენიელზი
ბილი კრადაპიკრისტოფერ ორამი კრისტოფერ ორამი
დენი მაკბრაიდიტენესი ხომალდ „აღთქმის“ მთავარი პილოტი ტენესი
დემიან ბიშირისერჟანტი ლოუპი „აღთქმის“ უსაფრთხოების უფროსი სერჟანტი ლოუპი
კარმენ ეჯოგოკერინ ორამი ბიოლოგი, კრისტოფერ ორამის მეუღლე კერინ ორამი
ემი საიმეციმეგი ფერისი ტენესის მეუღლე მეგი ფერისი
ჯუსი სმოლეტირიკსი რიკსი
კელი ერნანდესიაპუორთი აპუორთი
ნათანიელ დინისერჟანტი ჰალეტი ლოუპის მეუღლე, „აღთქმის“ უსაფრთხოების გუნდის წევრი სერჟანტი ჰალეტი
ბენჯამინ რიგბილედუორდი „აღთქმის“ უსაფრთხოების გუნდის წევრი ლედუორდი
ჯეიმზ ფრანკოჯეიკობ ბრენსონი „აღთქმის“ კაპიტანი და დენიელზის მეუღლე ჯეიკობ ბრენსონი
ტეს ჰაუბრიხიროზენთალი „აღთქმის“ უსაფრთხოების გუნდის წევრი როზენთალი
ული ლატუკეფუკოული „აღთქმის“ უსაფრთხოების გუნდის წევრი, რიგითი კოული
ხავიერ ბოტეტიქსენომორფი ქსენომორფი
გორან დ. კლოიტიქსენომორფი ქსენომორფი
ნუმი რაპასიელიზაბეთ შოუ არქეოლოგი ელიზაბეთ შოუ
გაი პირსიპიტერ უეილენდი Weyland Corporation, ამჟამად Weyland-Yutani Corporation-ის დამაარსებელი, მილიარდერი პიტერ უეილენდი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა