ულე-ეინარ ბიორნდალენი

ულე-ეინარ ბიორნდალენი (ნორვ. Ole Einar Bjørndalen) (დ. 27 იანვარი 1974, დრამენი, ნორვეგია) — ნორვეგიელი სპორტსმენი. დღეისათვის ნორვეგიაშიც და მსოფლიოშიც ერთ-ერთი საუკეთესო ბიატლონისტი. ზამთრის ოლიმპიური თამაშებიის 5 გზის ჩემპიონი,ასევე 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მფლობელი.,10 გზის მსოფლიოს ჩემპიონი და 18 გზის პრიზიორი, 4 გზის მსოფლიოს თასის მფლობელი.11 მარტისთვის მოგებული აქვს 81 რბოლა,მსოფლიოში მეორე შედეგია,შვედი სამთომოთხილამურე ინგემარკ სტენმარკის შემდეგ,რომელიც 86 რბოლის გამარჯვებულია

ულე-ეინარ ბიორნდალენი
პერსონალური ინფორმაცია
სრული სახელიულე-ეინარ ბიორნდალენი
მეტსახელიდიდებული და საშინელი
დაბადების თარიღი27 იანვარი, 1974
დაბადების ადგილიდრამენი, დროშა: ნორვეგია ნორვეგია
სიმაღლე179 სმ
პროფესიული ინფორმაცია
კლუბიSimostranda IL
თხილამურებიMadshus
მსოფლიო თასი
სეზონები1992- (ბიატლონი)
გამარჯვებები83 (ბიატლონი)
1 (სათხილამურო შეჯიბრი)
სხვა წარმატებები57 (ბიატლონი)
2 (სათხილამურო შეჯიბრი)
სულ წარმატებები139 (ბიატლონი)
3 (სათხილამურო შეჯიბრი)

ბიოგრაფია

ულე-ეინარ ბიორნდალენი დაიბადა ნორვეგიაში ქალაქ დრამენში. იზრდებოდა ქალაქ სიმოსტრანდაში. ამჟამად იგი ცხოვრობს ავსტრიის დასახლება ობერტილიახში. იგი ბავშვობიდანვე დიდი წარმატებით იდგა თხილამურებზე. მან პირველად ევროპის თასზე 1992-1993 წლის სეზონში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 1994 წელს ულე-ეინარი უკვე ოლიმპიადაზე გამოვიდა ლილეჰამერში, მაგრამ გამოუცდელობის გამო მან მაღალი ადგილების დაკავება ვერ შესძლო. მისი პირველი წარმატება იყო 1994-1995 წლების სეზონში როდესაც მსოფლიო თასზე გენერალურ კლასიფიკაციაში მე-4 ადგილი დაიკავა. 1998 წელს მან თავისი პირველი მედალი აიღო ოლიმპიურ თამაშებზე და მოიგო მსოფლიო თასი.

სპორტული კარიერა

ოლიმპიური თამაშები

ბიორნდალენი არის ოთხი ოლიმპიადის მონაწილე, საიდანაც 3-ჯერ ავიდა კვარცხლბეკზე. ოლიმპიურ თამაშებზე მისი დებიუტი შედგა ლილეჰამერში 1994 წელს და ეს ერთადერთი ოლიმპიური თამაშები იყო მის კარიერაში, როდესაც მან მედალი ვერ მოიპოვა. პირველი ოლიმპიური მედალი მან ოთხი წლის მერე აიღო ნაგანოში. ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით ბიორნდალენი რეკორდსმენია ბიატლონისტთა შორის. მისთვის ნამდვილი ტრიუმფი გახდა სოლტ-ლეიკ-სიტის თამაშები, სადაც მან ყველა ოქროს მედალი მოიგო, მაგრამ მიუხედავად ამისა მისთვის წარუმატებელი გამოდგა შემდეგი ოლიმპიური თამაშები ტურინში. ამ ოლიმპიადაზე ულე-ეინარმა ვერცერთი ოქრო ვერ აიღო.

მსოფლიო ჩემპიონატი და მსოფლიო თასი

მიზანში სროლის სტატისტიკა მსოფლიო თასის ეტაპების მიხედვით:

სეზონისაერთოდაწოლილიდგომი
03/0480%77%83%
02/0386%85%86%
01/0274%72%77%
00/0178%78%79%
99/0082%79%85%

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა