უილიამ ჰარვეი

უილიამ ჰარვეი, ჰარვი ( William Harvey; დ. 1 აპრილი, 1578, ფოლქსტონი, კენტის საგრაფო — გ. 3 ივნისი, 1657, ლონდონი) — ინგლისელი ექიმი, ფიზიოლოგი და ემბრიოლოგი. კემბრიჯში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1597) მუშაობდა პადუაში, სადაც 1602 მიიღო პადუის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის დიპლომი. ლონდონში დაბრუნების შემდეგ, 1607 წელს, ექიმთა სამეფო კოლეგიის წევრად აირჩიეს. მუშაობდა წმინდა ბართლომეს საავადმყოფოში ქირურგად და მთავარ ექიმად. ჰარვეიმ ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ცხოველის სხეულში სისხლი მუდმივად მოძრაობს დახშულ ძარღვებში, რაც განპირობებულია იმ წნევით, რომელიც წარმოიქმნება გულის შეკუმშვის შედეგად.

უილიამ ჰარვეი
ინგლ. William Harvey[1]

დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1578[2] [3]
დაბ. ადგილი ფოლკსტონი, ინგლისის სამეფო[4] [3]
გარდ. თარიღი 3 ივნისი, 1657(1657-06-03)[2] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] (79 წლის)
გარდ. ადგილი როჰემპტონი, ინგლისის სამეფო
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
საქმიანობა ბიოლოგი, ექიმი, ანატომი და ფიზიოლოგი
მუშაობის ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პადუის უნივერსიტეტი, გონვილი და კაიუსის კოლეჯი, The King's School Canterbury და Barts and The London School of Medicine and Dentistry
განთქმული მოსწავლეები Francis Glisson[15]
მეუღლე Elizabeth Browne
მამა Thomas Harvey[7] [3]
დედა Joan Halke[7]
ხელმოწერა

1628 წელს გამოვიდა ჰარვეის წიგნი "ანატომიური გამოკვლევა გულისა და სისხლის მოძრაობის შესახებ ცხოველებში"; ამ წიგნში მან საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისი მოძღვრება სისხლის მიმოქცევაზე, რაც დიამეტრალურად ეწინააღმდეგებოდა გალენოსის დოქტრინას. ჰარვეიმ 1651 წელს გამოაქვეყნა "გამოკვლევები ცხოველების ჩასახვის შესახებ"; მისი მოძღვრების თანახმად, არა მარტო ცხოველები, არამედ მცენარეებიც თავის განვითარებას კვერცხიდან იწყებენ.

ლიტერატურა

სქოლიო

  • 3.0 3.1 3.2 https://history.rcplondon.ac.uk/inspiring-physicians/william-harvey
  • Гарвей Уильям // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  • Gregory A. Encyclopædia Britannica
  • SNAC — 2010.
  • 7.0 7.1 7.2 Lundy D. R. The Peerage
  • ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • AlKindi
  • Babelio — 2007.
  • Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  • Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  • Base biographique
  • Mathematics Genealogy Project — 1997.
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა