ტრისტან სარალიძე

ტრისტან სარალიძე (დ. 5 მაისი, 1955 ― გ. 27 მაისი, 2024[1]) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი.

ტრისტან სარალიძე

ტრისტან სარალიძე სპექტაკლში „12 განრისხებული მამაკაცი“, რუსთაველის თეატრი, 2017
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1955
ახალდაბა, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 27 მაისი, 2024 (69 წლის)
თურქეთი
მოქალაქეობა საქართველო
საქმიანობა მსახიობი

დაიბადა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში.[2] 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში.რუსთაველის თეატრის მსახიობია 1980 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“), შაქრო („კაცია ადამიანი“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“), მეათე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“). 2010 წელს მიენიჭა ქალაქ ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.

ფილმოგრაფია

  • 1980: „ბეღურების გადაფრენა“ რეჟ. თემურ ბაბლუანი
  • 1980: „სიყვარული ყველას უნდა“ რეჟ. გიორგი შენგელაია
  • 1982: „მჭედელი“ რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
  • 1982: „ლომა, დავიწყებული მეგობარი“ რეჟ. ბიძინა რაჭველიშვილი
  • 1983: „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“ რეჟ. გია მატარაძე

ნათამაშები როლები

რუსთაველის თეატრი

  • თამაზ ჭილაძე „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ (ჯამბაზი) რეჟ. რობერტ სტურუა
  • თამაზ მეტრეველი „შეშლილი, შეშლილი… ახალი წელი“ (ლევანი ) რეჟ. რევაზ ჩხაიძე
  • მიხეილ ჯავახიშვილი „კვაჭი კვაჭანტირაძე“ (ბანკის მმართველი, პრეზიდენტი, მსახიობი) რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
  • ბერტოლტ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“ (ლოთი, მეგარმონე, კოჭლი) რეჟ. რობერტ სტურუა
  • უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (მკვლელი) რეჟ. რობერტ სტურუა
  • ირაკლი სამსონაძე „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“ (გოჩა) რეჟისორები გიორგი (გოგა) თავაძე, გიორგი (გია) ბარაბაძე
  • კალდერონ დე ლა ბარკა „ცხოვრება სიზმარია“ (მოქალაქე, ჯარისკაცი) რეჟ. რობერტ სტურუა
  • ნოდარ დუმბაძე „საბრალდებო დასკვნა“ (ჭეიშვილი) რეჟ. რობერტ სტურუა
  • ბერტოლტ ბრეხტი „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ (პოლიციელი) რეჟ. რობერტ სტურუა
  • უილიამ შექსპირი „მაკბეტი“ (მკვლელი) რეჟ. რობერტ სტურუა
  • ხანოხ ლევინი „პირდაღებული“ (მცველი ) რეჟისორი და კომპოზიტორი დავით საყვარელიძე
  • ლაშა თაბუკაშვილი „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ (გელა) რეჟისორები რობერტ სტურუა, დავით ხინიკაძე
  • გრიგოლ რობაქიძე „ლამარა“ (ქავთარ) რეჟ. რობერტ სტურუა
  • ილია ჭავჭავაძე „კაცია-ადამიანი?!“ (შაქრო, მოსე) რეჟისორები რობერტ სტურუა, ანდრო ენუქიძე
  • უილიამ შექსპირი „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“ (ჯარისკაცი ) რეჟ. რობერტ სტურუა
  • ირაკლი სამსონაძე „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ (ლადო) რეჟისორები რობერტ სტურუა, ანდრო ენუქიძე
  • არჩილ სულაკაური „სალამურა“ (ქონდართუხუცესი) რეჟისორები რევაზ ჩხაიძე, დავით კვირცხალია
  • რეჯინალდ როუზი „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ (მეათე მსაჯული) რეჟისორები რობერტ სტურუა, რევაზ ჩხაიძე
  • მარკ ტვენი „უფლისწული და მათხოვარი“ (ლორდი სენტ ჯონი ) რეჟ. ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე
  • მონაწილეა სპექტაკლებისა: „მეფე ლირი“ , „იაკობის სახარება“ , „სტიქსი“ , „ჯადოსნური ღამე“ .

რუსთავის თეატრი

  • „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ (ბადრი)
  • „გვირგვლიანების ოჯახი“ (გლეხი)

თავისუფალი თეატრი

  • „პროვინციული ამბავი“

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა