ტრაქიტი

საშუალო შემადგენლობის მაგმური ვულკანური მთის ქანი

ტრაქიტი (ბერძ. trachуs — მქისე, ხორკლიანი) — კაინოტიპური ეფუზიური, ჩვეულებრივ, პორფირული ქანი. ვულკანურ მინაში ჩართული პორფირული გამონაყოფები და მიკროლითები, ჩვეულებრივ, წარმოადგენს სანიდინს, ნაკლები რაოდენობით — საშუალო და მჟავა პლაგიოლაზს, ბიოტიტს, პიროქსენს ან ამფიბოლს. ტრაქიტი ვულკანური ამოფრქვევის პროდუქტია. აქვს მონაცრისფრო-თეთრი, ნაცრისფერი, მოვარდისფრო, ან მოყვითალო და მოყავისფრო ფერი. სიმყარე სუსტი აქვს, აქედან გამომდინარე ადვილად ექვემდებარება გამოქარვას.

ტრაქიტი
ტრაქიტი
ცნობები
ტიპიმაგმური ქანი
შედგენილობაანორთოკლაზი
სანიდინი
პლაგიოკლაზი და სხვა
შეფერილობამონაცრისფრო-თეთრი, ნაცრისფერი, მოვარდისფრო, ან მოყვითალო და მოყავისფრო
გამოიყენებამშენებლობაში

არსებობს ტრაქიტის შედგენილობის მქონე ვულკანური მინა და პემზა. ტრაქიტი — სიენიტის ეფუზიური ანალოგია. შედარებით იშვიათი ქანია. ტრაქიტის ადგილმდებარეობა გამოვლინებულია: კავკასიაში, კარპატებში, საფრანგეთში, ჩრდილოეთ იტალიაში, ჩეხეთში, ბელარუსში, ჰავაის კუნძულებზე და სხვა. გამოიყენება მშენებლობაში, მათ შორის დეკორატიული მიზნებისათვის.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა