ტომი ლი ჯოუნსი

ტომი ლი ჯოუნსი (ინგლ. Tommy Lee Jones; 15 სექტემბერი, 1946) — ამერიკელი მსახიობი. მიღებული აქვს ოსკარის 4 ნომინაცია და ერთი ჯილდო.

ტომი ლი ჯოუნსი
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1946 (1946-09-15) (77 წლის)
ტეხასი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1969-დღემდე
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

1993 — გაქცეული
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

1993 — გაქცეული
ჯილდოები

კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის

2005 — მელკიადეს ესტრადას სამი საფლავი

ბიოგრაფია

ჯოუნსმა სახელი გაითქვა 1990-იან წლებში შესრულებული როლებით ფანტასტიკურ თრილერში „ადამიანები შავებში“ და „ადამიანები შავებში 2“. 2005 წელს გადაიღო სადებიუტო ფილმი „მელკიადეს ესტრადას სამი საფლავი“. 2007 წელს შეასრულა შერიფის როლი ძმები კოენების ფილმში „მოხუცებისთვის ადგილი არ არის“. 2012 წელს შეასრულა კონგრესმენ თადეუს სტივენზის როლი ფილმში „ლინკოლნი“. ამ ფილმისთვის კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა. მიმომხლიველებმა აღნიშნეს, რომ მან თამაში მთავარი როლის შემსრულებელი დენიელ დეი-ლუისიც კი დაჩრდილა. ამ როლისთვის ჯოუნსმა მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობისთვის მეორეხარისხოვან როლში.

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1970 სიყვარულის ისტორია Love Story ჰანკ სიმფსონი
1980 მაღაროელის ქალიშვილი Coal Miner's Daughterდულიტლი
1984ტფ კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე Cat on a Hot Tin Roofბრიკი
1991 ჯფკ JFKკლეი შოუ
1993 გაქცეული The Fugitiveსემუელ ჯერარდი
1997 ადამიანები შავებში Men in Blackაგენტი კეი
1999 ორმაგი გათვლა Double Jeopardyტრევის ლემანი
2002 ადამიანები შავებში II Men in Black IIაგენტი კეი
2005 მელკიადეს ესტრადას სამი საფლავი The Three Burials of Melquiades Estradaპიტ პერკინსი
2007 მოხუცებისთვის ადგილი არ არის No country for old menედ ტომ ბელი
2007 ელას ხეობაში In the Valley of Elahჰენკ დირფილდი
2012 ადამიანები შავებში 3 Men in Black 3აგენტი კეი
2012 ლინკოლნი Lincolnთადეუს სტივენზი
2014 ადგილობრივი The Homesmanჯორჯ ბრიგზი / რეჟისორი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა