ტირუპური

ტირუპური ― ქალაქი ინდოეთის შტატ ტამილნადუში.[1] ტირუპური ამავე სახელწოდების მქონე რაიონის ცენტრი და ტამილნადუს შტატის სიდიდით მეშვიდე უდიდესი ქალაქი და ურბანული აგლომერაციაა.[2] მდებარეობს მდინრე ნოილია ნპირებზე. სხვადასხვა დროს შედიოდა ადრეული პანდიის, შუა საუკუნეების ჩოლას, გვიანი ჩოლას, მაისურის სამეფოსა და ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში. მდებარეობს შტატის დედაქალაქ ჩენაიდან 450 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, კოიამპუტურიდან 50 კმ-ით აღმოსავლეთით, ეროდუდან 50 კმ-ით სამხრეთით და დჰარაპურამიდან 50 კმ-ით ჩრდილოეთით.

დასახლებული პუნქტი
ტირუპური

ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 11°06′00″ ჩ. გ. 77°18′00″ ა. გ. / 11.10000° ჩ. გ. 77.30000° ა. გ. / 11.10000; 77.30000
ფართობი 159.6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 294 მეტრი
სატელეფონო კოდი 421
საფოსტო ინდექსი 641601
ტირუპური — ინდოეთი
ტირუპური

ტირუპურს მუნიციპალური კორპორაცია მართავს, რომელიც 2008 წელს ჩამოყალიბდა. კორპორაციის საერთო ფართობი 159.6 კმ²-ია და 60 ვარდად იყოფა. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 877 778 ადამიანს შეადგენდა. ტირუპური ამავე სახელწოდების საარჩევნო ოლქის ნაწილია, რომელიც პარლამენტში წევრს ირჩევს.

ტირუპური ტექსტილისა და ნაქსოვი ტანსაცმლის მწარმოებელი კერაა. ინდოეთიდან ნაქსოვი ბამბის ტანსაცმლის 90%-ის ექსპორტი ტირუპურზე მოდის.[3] ტექსტილის მრეწველობაში სხვადასხვა ფორმით 6 ლახი (=600 000) ადამიანია დასაქმებული და2014-2015 წლებში ექსპორტმა 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.[4][5]

ეტიმოლოგია

მდინარე ნოიალი

გადმოცემის თანახმად, ქალაქის სახელი მაჰაბჰარატას ხანიდან არსებობს. ლეგენდების მიხედვით, პანდაველთა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგები ქურდებმა მოიპარეს, მაგრამ არჯუნას ძალებმა დაიბრუნეს, რაც სახელ ტირუპურში გადაიზარდა. ტირუპური „დაბრუნებას“ ან/და ტამილურში „ადგილს“ ნიშნავს). ქალაქის სახელი შეიძლება ითარგმნოს როგორც „ადგილი, საიდანაც ისინი დააბრუნეს“.[6]

გეოგრაფია

ტირუპურის კოორდინატებია: ჩ.გ. 11.1075° და ა.გ. 77.3398°. ქალაქი მდინარე ნოიალის ნაპირებზე მდებარეობს.[7] ტირუპური ზღვის დონიდან 295 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქის ფართობი 159.6 კმ²-ია.

დემოგრაფია

რელიგია ტირუპურში
რელიგიაპროცენტი (%)
ინდუისტები
  
86.05%
მუსლიმები
  
10.36%
ქრისტიანები
  
3.33%
სხვა
  
0.26%

2011 წლის აღწერის მიხედვით, ტირუპურის მოსახლეობა 444 352 ადამიანს შეადგენდა. სქესობრივი განაწილება შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 1 000 კაცზე 955 ქალი, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (929) აღემატება.[8] ტირუპურის გაფართოებულ ტერიტორიაზე 2011 წელს 877 778 ადამიანი ცხოვრობდა.[9]

2011 წლის რელიგიური აღწერის მიხედვით, ტირუპურის მოსახლეობის 86.05% ინდუსი იყო, 10.36% ― მუსლიმი, 3.33% ―ქრისტიანი, 0.03% ― სიქჰი, 0.01% ― ბუდისტი, 0.07% ― ჯაინისტი, 0.14% ― სხვა რელიგიების მიმდევარი, ხოლო 0.01% ― არარელიგიური იყო ან კონკრეტულ რელიგიას არ მიაკუთვნებდა თავს.[10]

კლიმატი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ტირუპური ცხელ ნახევრად არიდულ (BSh) ზონაში მდებარეობს. საშუალო მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა 35 °C და 22 °C-ს (95 °F და 71.6 °F) შორის მერყეობს. ზაფხული მარტში, აპრილსა და მაისში გრძელდება, როდესაც ცხელი და მშრალი ამინდია. ზაფხულის თვეების მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 35 °C-ია (95 °F), ხოლო მინიმალური ტემპერატურა ― 29 °C (84.2 °F). მუსონების თვეები ივნისი, ივლისი და აგვისტოა. ეს თვეები მეტწილად რბილი წვიმებითა და შემცირებული ტემპერატურით ხასიათდება. მუსონების შემდგომი პერიოდი ან ზამთრის თვეებია სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და იანვარი. ეს თვეები შედარებით დაბალი ტემპერატურით ხასიათდება და იშვიათად სცდება მაქსიმუმს, 29 °C-ს (84.2 °F). ამ სეზონის დროს მინიმალური ტემპერატურა დაახლოებით 24 °C-ია (75.2 °F).[11]

პალგატის გასასვლელის გამო ქალაქი ნალექების ნაწილს ივნის-აგვისტოში სამხრეთ-დასავლეთის მუსონის დროს იღებს. ტენიანი სექტემბრის შემდეგ, ოქტომბრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონს წვიმები მოჰყვება, რომელიც დეკემბრის დასაწყისამდე გრძელდება. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 700 მმ-ია. ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონზე ნალექების 47% მოდის, ხოლო სამხრეთ-დასავლეთის მუსონზე ― 28%. ნიადაგი მეტწილად შავია და ბამბის მოყვანისთვისაა ხელსაყრელი. ტირუპურის რაიონში აგრეთვე გვხვდება წითელი თიხნარი ნიადაგიც. ქალაქი სეისმური აქტივობის III/IV კლასშია. 1900 წელს ქალაქში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ჰავის მონაცემები — ტირუპური
თვეიანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკწლიური
რეკორდულად მაღალი °C27303334332928272828272641
საშუალო მაღალი °C24272928302325232423242230
საშუალო დაბალი °C18192123232222222222211921
რეკორდულად დაბალი °C15172022212020202019181612
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ)14121658714358396616413839718
წყარო: Tiruppur district collectorate[12]

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა