ტე-ანაუს ტბა

ტე-ანაუ (ინგლ. Lake Te Anau) — ტბა ახალ ზელანდიაში. მდებარეობს სამხრეთის კუნძულზე, ზღვის დონიდან 210 მ სიმაღლეზე. ფართობი 344 კმ², სიგრძე 65 კმ, სიგანე 10 კმ. უდიდესი სიღრმე 417 მ.[1] ახალი ზელანდიის ტბებს შორის ფართობით ტე-ანაუ მეორე ადგილზეა. სამხრეთი კუნძულის უდიდესი ტბა. ტე-ანაუს დასავლეთ ნაწილში გამოიყოფა სამი მოზრდილი ფიორდი. ზოგიერთი ფიორდის შესასვლელთან არის კუნძულები. ტბას ერთვის მრავალი მოზრდილი მდინარე, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მდინარე ეგლინტონი, რომელიც ტბასაღმოსავლეთი მხრიდან ერთვის.

ტე-ანაუ
ტე-ანაუს ტბა
ტე-ანაუს ტბა
კოორდინატები: 45°12′ ს. გ. 167°48′ ა. გ. / 45.200° ს. გ. 167.800° ა. გ. / -45.200; 167.800
მდებარეობაახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან210 
სიგრძე65 კმ
სიგანე10 კმ
ფართობი344 კმ²
მაქსიმალური სიღრმე417 
ჩამდინარე მდინარეებიეგლინტონი
კლინტონი
დუნი და სხვ.
ტე-ანაუს ტბა — ახალი ზელანდია
ტე-ანაუს ტბა

ტე-ანაუს ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაშენებულია ქალაქი ტე-ანაუ. ტბის დასავლეთით აღმართულია ტყით შემოსილი ალპური ტიპის მთები, ხოლო აღმოსავლეთით გაშლილია სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები. ტე-ანაუს დიდი ნაწილი მოქცეულია ფიორდლანდის ეროვნული პარკის ფარგლებში. აქვეა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი — ტე-ვაჰიპაუნამუ. ტბის პირვანდელი სახელწოდება სავარაუდოდ არის „ტე-ანა-ო-პრენსი“ (მაორი ენა), რომელიც ნიშნავს „მოტრიალე მღვიმის წყალს“. აღნიშნული სახელწოდება უკავშირდება მღვიმეებს, რომლებიც გამომუშავებულია ტბის დასავლეთ სანაპიროსთან.

ევროპელთაგან პირველად ტბა მოინახულეს 1852 წელს. მიმდინარეობს თევზჭერა. განვითარებულია ტურიზმი.

მრავალფეროვანია ტბის ირგვლის არსებული ფლორა და ფაუნა. 1948 წელს ტბის სანაპიროსთან შეამჩნიეს იშვიათი მორბენალი ფრინველი — ტაკაჰე, რომელიც ამომწყდარ სახეობად მიიჩნეოდა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა