ტაკა

ტაკა — ფულის ერთეული ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში. 1 ტაკა შედგება 100 პაისისგან. ISO 4217 კოდი — BDT. აბრევიატურა — Tk.

ბანგლადეშური ტაკა
টাকা
კოდი ISO 4217BDT
ქვეყანაბანგლადეში
ოფიციალური
მომხმარებლები
ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში
შედგება100 პაისა
სიმბოლოSign for Bangladeshi taka
მონეტები1, 5, 10, 25 და 50 პაისა და 1, 2 და 5 ტაკა
ბანკნოტები1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 500 და 1000 ტაკა
ცენტრალური ბანკიბანგლადეშის ბანკი
გაცვლითი კურსი
(29 სექტემბერი 2011 თვის)
1 USD= 68,875 BDT
1 EUR= 100,7092 BDT

ისტორია

1971 წელს აღმოსავლეთ ბენგალიის ყოფილი პროვინცია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ბანგლადეში, რომლის ფულის ერთეული იყო პაკისტანური რუპია.

1972 წელს პაკისტანური რუპია შეცვალა ახალმა ვალუტამ «ტაკა»მ. სიტყვა ტაკა იყო ძველად ვერცხლის მონეტის სახელი და ეს ტერმინი ფართოდ იყო გავრცელებული ინდოეთის სხვადასხვა ნაწილებში, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობით. არაბი მოგზაურის იბნ ბატუტას თქმით ბენგალიაში ხალხი ოქროს მონეტას აღწერდნენ როგორც ოქროს ტაკას, ხოლო ვერცხლის მონეტას, როგორც ვერცხლის ტაკას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ყველა სახის ლითონის მონეტას ბენგალიელები უწოდებდნენ ტაკას.

მონეტები

1973 წელს მიმოქცევაში შევიდა მონეტები ნომინალით 5, 10, 25 და 50 პაისა. 1974 წელს დაემატა 1 პაისას ნომინალის მონეტა, ხოლო 1975 წელს 1 ტაკა. 1, 5 და 10 პაისა მოჭრილია ალუმონისგან, 25 და 50 პაისა ფოლადისგან და 1 ტაკი სპილენძ-ნიკელისგან. 5 პაისა კვადრატული ფორმისაა მომრგვალებული კუთხეებით.

1 და 5 პაისა იშვიათად გვხვდება მიმოქცევაში. 10, 25 და 50 პაისას არ გააჩნია ფართო ტირაჟი. მხოლოდ 1, 2 და 5 ტაკა რეგულარულად გვხვდება მიმოქცევაში.

ბანკნოტები

1972 წელს მიმოქცევაში შევიდა ბანკნოტები ნომინალით 1, 5, 10 და 100 ტაკა, მას მოჰყვა 1975 წელს 50 ტაკა, 1977 წელს 500 ტაკა და 1980 წელს 20 ტაკა.

2000 წელს ხელისუფლებამ საცდელი სახით გამოუშვა პოლიმერის 10 ტაკა, მაგრამ ის მოსახლეობაში არაპოპულარული გახდა. ამჟამად ბანკნოტები ნომინალით 1 და 5 ტაკა თანდათან იცვლება მონეტებით.

2008 წელს ხელისუფლებამ გამოუშვა ბანკნოტი 1000 ტაკა.

2011 წელს ბანგლადეშის ბანკმა დაიწყო ბანკნოტების ახალი სერიის გამოშვება.

ბანკნოტები

2011—2012 წლების სერია
სურათინომინალი
(ტაკა)
ზომა
(მმ)
ძირითადი ფერიაღწერაბეჭდვის თარიღი
ავერსირევერსიავერსირევერსი
2100×60ნარინჯისფერი
მწვანე
მუჯიბურ რაჰმანის პორტრეტი,
სავარში მდებარე ეროვნული მემორიალი
შაჰიდ-მინარი2011—2013
2015
5117×60ყავისფერიკუსუმბის მეჩეთი2011—2012
2014—2015
10122×60ვარდისფერიბაიტულ-მუკარამის მეჩეთი დაკაში2012—2015
20127×60მწვანესამოცი გუმბათის მეჩეთი
ბაგერჰატში
2012—2014
50130×60ვარდისფერი
ცისფერი
ხარებით მოხვნის სცენა
ზაინულ აბედინის სურათიდან
2011—2015
100140×62ცისფერივარსკვლავებიანი მეჩეთი დაკაში2011—2015
500152×65მწვანე
ნაცრისფერი
მდინარის პეიზაჟი2011-დან
1000160×70იასამნისფერი
ოქროსფერი
ბანგლადეშის ეროვნული ასამბლეის შენობა2011-დან
სურათის მასშტაბი — 1,0 პიქსელი მილიმეტრზე.

იხილეთ აგრეთვე

მსოფლიოს ვალუტები

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა