ტათევი

ტათევის მონასტერი (სომხ. Տաթև) — სომხური ეკლესიის მონასტერი, მდებარეობს სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სიუნიქის პროვინციაში, სოფელ ტათევთან ახლოს, ერევნიდან 280 კმ-ში.

ტათევის მონასტერი
ტათევი — სომხეთი
ტათევი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები39°22′45″ ჩ. გ. 46°15′00″ ა. გ. / 39.37917° ჩ. გ. 46.25000° ა. გ. / 39.37917; 46.25000
რელიგიური კუთვნილებასომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანადროშა: სომხეთი სომხეთი
მუნიციპალიტეტისიუნიქის პროვინცია
ადგილმდებარეობატათევი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილიჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება906
დეტალები

ისტორია

დაარსდა 906 წელს. სიუნიქის სამეფოს რელიგიური ცენტრი XI საუკუნიდან. მონასტრის მოსახლეობა X საუკუნეში რამდენიმე ათას ადამიანს ითვლიდა. XIII საუკუნეში მონასტერი იღებდა გადასახადს 680 სოფლიდან და ყოველნაირად ცდილობდა თავისი გავლენის გაზრდას, რამაც რამდენიმეჯერ გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი. მონასტერი ასევე იყო სომხეთის კულტურული ცხოვრების ცენტრი XIV—XV საუკუნეებში. მონასტერთან მოქმედებდა ბიბლიოთეკა, სკრიპტორიუმი, უნივერსიტეტი.

1921 წლის 27 აპრილს მონასტერში გამართულ სხდომაზე გამოცხადდა დაშნაკური სომხეთის მთიანი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ძლიერად დაზიანდა 1931 წლის მიწისძვრის დროს. 1995 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია[1]

2010 წლიდან დაიწყო მონასტრის აღდგენის პროექტი, რომლის პირვველი შედეგიც იყო, მსოფლიოში ყველაზე გრძელი (5,7 კმ.) საბაგირო გზის აშენება. დღესდღეობით მონასტერი არ მოქმედებს; ხორციელდება აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები. მონასტერში შესვლა შეზღუდული არ არის.

მონასტრის შენობები

კომლექსის ნაწილია გრიგორის კამაროვანი დარბაზი (836-848 წწ), პეტროსისა და პოღოსის ჯვაროვან-გუმბათოვანი დარბაზული ნაგებობა, რომლის ოთხივე კუთხეში ეგვტერია და რომელიც მოხატულია X საუკუნეში, ჭიშკარზე დაშენებული ასტვაწაწინის დარბაზული ეკლესია (XI ს.) და სხვა.

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა