ტაალი (ბატანგასი)

ტაალი (ოფიციალურად ტაალის მუნიციპალიტეტი; ტაგალ. Bayan ng Taal) ― მესამე კლასის მუნიციპალიტეტი ბატანგასის პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 61 460 ადამიანს შეადგენს.

ტაალი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 13°53′00″ ჩ. გ. 120°56′00″ ა. გ. / 13.88333° ჩ. გ. 120.93333° ა. გ. / 13.88333; 120.93333
ფართობი 29.76 კმ²
ცენტრის სიმაღლე 63 მეტრი
მოსახლეობა 61 460 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 43
საფოსტო ინდექსი 4208
ტაალი (ბატანგასი) — ფილიპინები
ტაალი (ბატანგასი)

ტაალი ძველი საგვარეულო სახლებითაა ცნობილი, მათ შორის: ბატანგასში 1770-იან წლებში დონ ანდრეს საუსა მარინიო და დონია ევგენია დიოკნო მარინიოს მიერ აშენებული სახლი (ამჟამად მუზეუმი), რომელშიც მაერსელა კორონელ მარინიო დე აგონსილიო გაიზარდა. ტაალის პობლასიონი (ცენტრალური ბიზნეს რაიონი) ფილიპინების ეროვნულ ისტორიულ ღირსშესანიშნაობადაა აღიარებული.[2] მუნიციპალიტეტი ცნობილია, როგორც ფილიპინების ბალისონგისა (პეპლისებური დანა) და ტაგალური სამოსის დედაქალაქი. ტაალის ტერიტორიაზე ესპანურ ხანაში აგებული ასეულობით შენობა-ნაგებობა მდებარეობს. სამომავლოდ ტაალის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხისთვის წარგდენა იგეგმება.

ისტორია

ტაალის ძველი ბაზილიკის ნანგრევები სან-ნიკოლასში

ქალაქი ტაალი ავგუსტინელმა ბერებმა 1572 წელს დაარსდა.[3] 1575 წელს ქალაქი დომინგოს ტბამდე (დღევანდელი ტაალის ტბა) გაფართოვდა. 1754 წელს ვულკანი ტაალი ამოიფრქვა. მოსალოდნელი საფრთხის გამო ქალაქის მოსახლეობა კაისასაის თავშესაფარში გადავიდა.[4][5]

1955 წელს ტაალს ჩრდილოეთი ბარიოები: სან-ნიკოლასი, ხიპიტი, ბანხინი, პანსიპიტი, კალანგაი, სინტურისანი, ტალანგი, აბილო, ბალეტე, ბანკორა, საიმსიმი, მააბუდი, მულავინი, ტამბო, კალუმალა, ალასასი, კალავიტი და პულანგბატო გამოეყო და ახალი მუნიციპალიტეტი სან-ნიკოლასი შეიქმნა.[6]

გეოგრაფია

ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, ტაალის მუნიციპალიტეტის ფართობი 29.76 კმ²-ია, რაც ბატანგასის პროვინციის საერთო ფართობის 0.95%-ია.

მუნიციპალიტეტი მდინარე პანსიპიტის აუზს მოიცავს, რომელიც ბალაიანის ყურეში ჩაედინება. პანსიპიტი ერთ-ერთი მთავარი ეკოლოგიური მაგისტრალია ორი სახეობის თევზების მიგრაციისთვის: მალიპუტოსა (Cranx ignobilis) და მუსლოსთვის (Cranx marginalis), რომლებიც ტაალის ტბის უნიკალური სახეობებია. თევზები ტაალის ტბიდან ზღვისკენ პანსიპიტისა და პალანასის მეშვეობით მიგრირებენ. ტაალის ტბის ენდემური სახეობაა მტკნარი წყლის სარდინი tawilis (Harengula tawilis).

ტაალი პოლიტიკურად 42 ბარანგაიდ იყოფა.

კლიმატი

ჰავის მონაცემები — ტაალი (ბატანგასი)
თვეიანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკწლიური
საშუალო მაღალი °C28303133323029292929292830
საშუალო დაბალი °C20202022242424242423222122
საშუალო ნალექი (მმ)1113143210114220818717513168391 121
წვიმიანი დღეები საშუალოდ5.25.07.411.519.823.527.025.925.223.215.58.3197.5
წყარო: Meteoblue [7]

ტაალში ორი სეზონი გამოიყოფა: მშრალი სეზონი (ნოემბრიდან აპრილამდე) და წვიმების სეზონი (წელიწადის დარჩენილ დროს). ყველაზე დაბალი მინიმალური ტემპერატურა 20°C-ზე (68 °F) დაბლა არ ეცემა. მაქსიმალური ტემპერატურა 34.5 °C-ია (94.1 °F), მარტიდან ივლისამდე პერიოდში.

დემოგრაფია

2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 61 460 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 2 100 ადამიანია 1 კმ²-ზე.

ტაალის მოსახლეობის პირველი აღწერა 1903 წელს ჩატარდა. იმ დროისთვის მუნიციპალიტეტში 17 525 ადამიანი ცხოვრობდა. 2000 წლის შემდეგ ტაალის მოსახლეობა საშუალოდ ყოველწლიურად 2.44%-ით იზრდებოდა და 2007 წელს 51 459 ადამიანს გაუტოლდა.

კულტურა

მოედანი და საგვარეულო სახლები ტაალში

ტაალში არაერთი ფესტივალი ტარდება. ყოველწლიურად, აპრილში ელ პასუბატის ფესტივალი აღინიშნება. ელ პასუბატი აბრევიატურაა და იმ დელიკატესებსა და ნამუშევრებს აღნიშნავს, რითიც ტაალია ცნობილი: მპანადა, ონგანისა, ანუტსა, უმანი, ალისონგი, არონგი, აგალოგი, აპა, ამალესი, ავილისი, ულინგანი.[8]

წმინდა მარტინ ტურელის ფიესტა ყოველწლიურად 11 ნოემბერს] აღინიშნება. დღესასწაული სხვადასხვა სახის რელიგიურ პროცესიას მოიცავს. კაისასაის მფარველი ქალღმერთის ფიესტა ყოველწლიურად 8 დეკემბერს აღინიშნება.

ცნობილი ადამიანები

ტაალში დაბადებული ცნობილი ფილიპინელები არიან: ფელიპე აგონსილიო ― ფილიპინების რევოლუციის გმირი, სახელმწიფო მოხელე და დიპლომატი; დონია მარსელა მარინიო დე აგონსილიო ― ცნობილი, როგორც „ფილიპინების დროშის დედა“, ფილიპინების დროშის შემქმნელი;ანანიას დიოკნო ― ტაგალი ტენერალი, რომელიც ესპანური სამხედრო ძალების წინააღმდეგ სრულმასშტაბიან სამხედრო ექსპედიციას მეთაურობდა.

ადგილობრივი მმართველობა

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს მუნიციპალური საბჭო (Sangguniang Bayan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს, რომელიც მერის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის მუნიციპალიტეტის მერი ფულხენსიო ი. მერკადოა, ხოლო ვიცე-მერი ― ხოვიტო მ. ალბუფერა. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ელენიტა რ. ერმიტა-ბუჰაინი.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა