სუმატრა

სუმატრა (ინდონეზ. Sumatra, მალაიზ. Sumatera) — მალაის არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული. ფართობი: 435 ათ.კმ². ის სიდიდით მსოფლიოს მე-6 კუნძულია.

სუმატრა

ისტორია

პირველი სახელმწიფო კუძულზე არსებობდა ჯერ კიდევ II საუკუნეში, VII საუკუნეში კუნძული თითქმის მთლიანად ეკავა სახელმწიფო შრივიჯაიას, XIII-XVI ს.ს. სუმატრა შედის მაჯაპახიდის იმპერიის შემადგენლობაში, XVII-დან XX საუკუნის ჩათვლით კი იყო ოკუპირებული ნიდერლანდების მიერ. 1945 წლის 17 აგვისტოდან ინდონეზია ხდება დამოუკიდებელი სახელმწიფო, კუნძული სუმატრა კი მის შემადგენლობაში შედის.

კუნძულზე შენარჩუნებულია ბუდისტური სალოცავი „ბიარო“, რომელიც XI—XIV სს აშენდა.

მოსახლეობა

სუმატრის მოსახლეობა დაახლოებით 45 მილიონი ადამიანია (2005) და ის მოსახლეობის რაოდენობით მე-4 კუნძულია მსოფლიოში. ძირითადი ქალაქებია: მედანი, პალემბანგი, პატანგი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 96 ად/კმ². სუმატრის მოსახლეობის 90 % ისლამის მიმდევარია.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა