სტელა სტივენსი

სტელა სტივენსი (ინგლ. Stella Stevens, ნამდვილი სახელი ესტელ კარო ეგლსტონი; დ. 1 ოქტომბერი  1938, იაზუ-სიტი, მისისიპი17 თებერვალი  2023, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) — ამერიკელი მსახიობი, რომელმაც უდიდეს წარმატებას მიაღწია 1960-იან წლებში ეკრანზე  პინ-აპ გოგონას ეკრანული სახის შექმნით. [1]

სტელა სტივენსი
მშობლიური სახელი Stella Stevens
დაბადების სახელი Estelle Caro Eggleston
დაბადების თარიღი 1 თებერვალი 1938
იაზუ-სიტი, მისისიპი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 17 თებერვალი 2023 (84 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
პროფესია მსახიობი, ფოტომოდელი
აქტიური 19592010
შვილ(ებ)ი ენდრიუ სტივესნი
ჯილდოები ოქროს გლობუსი (1960)
საიტი [[1]]

ადრეული წლები

ესტელ კარო ეგლსტონი დაიბადა მისისიპის შტატში, იაზუ-სიტიში. გოგონა ოჯახში ერთადერთი შვილი გახლდათ. როდესაც თექვსმეტი წლის იყო,  ცოლად გაჰყვა ჰერმან სტივენსს. 1955 წლის 10 ივნისს შეეძინა ვაჟი, ენდრიუ სტივენსი, რომელიც მოგვიანებით გახდა პროდიუსერი და რეჟისორი.  ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ წყვილი განქორწინდა.

კარიერა

1950-იანი წლების ბოლოს სტელა  სტივენსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს 20 th Century Fox-თან, მაგრამ  ექვსი თვის შემდეგ შეთანხმება დააღვია, ვინაიდან ახალი ხელშეკრულება გააფორმა Paramount Pictures-თან (1959 -1963), მოგვიანებით კი —  Columbia Pictures-თან (1964-1968). მისი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება იყო 1959 წლის მიუზიკლ Little Abner-ში შესრულებული როლი, რისთვისაც დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით.[2]

1960 წლიდან დაწყებული Playboy-ით სტელა სტივენსი წარმატებით თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალებთან, რამაც მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა.  მოგვიანებით კი  ჟურნალ Playboy-ს რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა და  დასახელდა  მეოცე საუკუნის ასიდან  ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ  კინოვარსკვლავად.

პოსტერი ფილმისა "გოგონები, გოგონები, გოგონები" ელვის პრესლისთან ერთად

1960-იან და 1970-იან წლებში  სტელა სტივენსი რეგულარულად თამაშობდა კინოში, ითამაშა ათეულობით ფილმში. მათგან  ყველაზე წარმატებული  იყო:  კომედია „გოგონები! გოგონები! გოგონები!“, სადაც პარტნიორობას უწევდა  ელვის პრესლის,  „შეშლილი პროფესორი“ჯერი ლუისთან ერთად , ვინსენტ მინელის "თაყვანისმცემელი ედის მამა“ გლენ ფორდთან ერთად, "Silencers" დინ მარტინთან, "Cable Hog"-ის ბალადა ჯეისონ რობარდსთან ერთად და "Poseidon Adventure".[3][4]

ჯერი ლუისთან ერთად

1980-იანი წლების ბოლოდან სტივენსის კარიერამ დაღმასვლა დაიწყო. იგი ძირითადად  თამაშობდა  ისეთ დაბალბიუჯეტიან და ნაკლებად წარმატებულ ფილმებში, როგორებიცაა:  Nickelodeon, Manitou, Women Behind Bars, The Beast in the Closet, Molly and Gina, Damned” და ა.შ. . ასევე გამოჩნდა სატელევიზიო სერიალებში . ამ პერიოდში მისი წარმატებული სერიალი იყო  Flamingo Road. ამის შემდეგ  ძირითადად თამაშობდა სატელევიზიო ფილმებში და დღის საპნის ოპერებში, მათგან  აღსანიშნავია „სანტა ბარბარა“ და „გენერალური ჰოსპიტალი“.[5]

პირადი ცხოვრება

როდესაც სტელა  სტივენსი 1970-იან წლების ბოლოს  რამდენიმე წლით ეკრანს  ჩამოსცილდა,  გადავიდა ვაშინგტონის შტატის  პატარა ქალაქ ტვისპში და გახსნა სამხატვრო გალერეა.

სტელა სტივენსი გარდაიცვალა ალცჰაიმერის დაავადებით ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, 2023 წლის 17 თებერვალს, 84 წლის ასაკში.[6][7]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა