სპრატლის კუნძულები

სპრატლის კუნძულები (ფილ: Kapuluan ng Kalayaan;[1] ჩინ.: 南沙群島/南沙群岛; ფინინი: Nánshā Qúndǎo; მალ. Kepulauan Spratly; ვიეტ. Quần đảo Trường Sa) ― სადავო არქიპელაგი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. მოიცავს კუნძულებს, მცირე და მარჯნის კუნძულებს[2] და ასზე მეტ რიფს. არქიპელაგი გადაჭიმულია ფილიპინების, მალაიზიისა და სამხრეთ ვიეტნამის სანაპიროებს შორის. სპრატლის არქეიპელაგს სახელი ეწოდა XIX საუკუნის კაპიტნის, რიჩარდ სპრატლის პატივსაცემად, რომელმაც 1843 წელს პირველმა აღმოაჩინა სპრატლის კუნძული. კუნძულები 425,000 კმ²-ის ფართობზეა გაფანტული.

სპრატლის კუნძულები

სპრატლის კუნძულები სამხრეთ ჩინეთის ზღვის ერთ-ერთი მთავარი არქიპელაგია. კუნძულების უმრავლესობა დაუსახლებელია, თუმცა ირგვლივ მდიდარი წყლებია მეთევზეთათვის და ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგებსაც შეიცავს.[3][4][5] კუნძულთა ნაწილი სამოქალაქო მოსახლეობითაა დასახლებული. 45-მდე კუნძულზე სამხედრო შენობა-ნაგეობებია განთავსებული, რომლებიც მალაიზიის, ტაივანის, ჩინეთის, ფილიპინების ან ვიეტნამის სამხედრო ძალებს უკავიათ. სპრატლის კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ბრუნეის სასულთნოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა უკავია, რომელიც დაუსახლებელ ლუისას რიფს მოიცავს.

მიმოხილვა

სპრატლის კუნძულები

1939 წლისთვის სპრატლის კუნძულების უმრავლესობა დაუსახლებელი იყო და აქ მხოლოდ ზღვის ფრინველები სახლობდნენ.[2] 1986 წლის ერთ-ერთი ჩინური წყაროს თანახმად, სპრატლის არქიპელაგი 14 კუნძულს, 6 მარჩხობს, 113 შეწყმულ რიფს, 35 წყალქვეშა მარჩხობსა და 21 წყალქვეშა ჭიუხს მოიცავს.[6]

სპრატლის კუნძულები ძველი სახეცვლილი მარჯნის რიფების შერწყმის შედეგადაა წარმოქმნილი. სპრატლის კუნძულების ჩრდილ-აღმოსავლეთი ნაწილი სახიფათო მიწების კატეგორიას მიეკუთვნება, რადგანაც წყალქვეშა რიფებსა და ატოლებს მოიცავს, რაც ამ წყლებში ნავიგაციას სახიფათოს ხდის.

სპრატლის კუნძულების უმრავლესობა დაუსახლებელია და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გამოსადეგ მიწებს არ შეიცავს. მუდმივი სასმელი წყალი კუნძულთა მხოლოდ მცირე ნაწილზეა ხელმისაწვდომი.[4][7]

სპრატლის კუნძულების მიმდებარე წყლები მდიდარია თევზით, გუანოთი, ნავთობითა და ბუნებრივი აირით. კუნძულებზე განვითარებულია კომერციული თევზჭერა, საზღვაო სატვირთო გადაზიდვები, გუანოს მოპოვება, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება და ბოლო პერიოდში, ტურიზმი. არქიპელაგი მთავარი სანაოსნო გზების მალხობლად მდებარეობს.

ეკოლოგია

სპრატლის არქიპელაგის ზოგიერთი კუნძულის სანაპიროს ქვიშისა და კენჭების დანალექები აყალიბებენ. ძლიერი ქარების გავლენით, რომელთა მიმართულებაც სეზონების მიხედვით იცვლება, ზოგჯერ კუნძულთა ზომა და მოყვანილობა იცვლება. მაგალითად, სპრატლის კუნძული ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონის დროს უფრო დიდია (დაახლოებით 700 მ X 300 მ), ვიდრე სამხრეთ-დასავლეთ მუსონის დროს (დაახლოებით, 650 მ X 320 მ).[8]

კუნძულთა უმრავლესობა მარჯნის რიფებისგან შედგება. საერთო ჯამში არქიპელაგი 600-ზე მეტ მარჯნის რიფს მოიცავს.

ინტენსიური მუსონების გამო კუნძულებზე ყვავილოვანი მცენარეები ნაკლებად ხარობენ. დიდი კუნძულები ტროპიკული ტყეებით, სკრებითა და ბალახებითაა დაფარული. ადამიანების მიერ შემოტანილი ან კულტივირებული ჯიშების დადგენა რთულია. 1938 წლისთვის კუნძული ტაიპინგი ბუჩქებით, ქოქოსისთა დ ამაგროთი იყო დაფარული. შემდგომში აქ ანანასის მოყვანაც დაიწყეს. სხვა წყაროების თანახმად, კუნძულებზე პაპაია, ბანანი, პალმები და ატამიც ხარობდა. რამდენიმე კუნძული ტურისტული კურორტია.

ისტორია

სპრატლის კუნძულები

წყაროების თანახმად, სხვადასხვა დროს სპრატლის კუნძულები ჩინელი და ვიეტნამელი მეთევზეებით იყო დასახლებული. 1888 წელს სპრატლის კუნძულებსა და ამბოაიანის კუნძულზე გუანოს მოპოვების უფლება ცენტრალური ბორნეოს კომპანიამ მიიღო.[9] მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულები ფრანგული ინდოჩინეთისა და იაპონიის სამხედრო ძალებმა დაიკავეს.[10][11][12] 1956 წლამდე კუნძულებზე მუდმივი მოსახლეობა არ სახლობდა, სანამ ფილიპინელმა თავგადასავლების მაძიებელმა, ტომას კლომა უფროსმა სპრატლის კუნძულების ნაწილი თავის საკუთრებად არ გამოაცხადა და „თავისუფლების მიწის თავისუფალი ტერიტორია“ უწოდა.[13]

სპრატლის კუნძულები რამდენიმე სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის: განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში (ბრუნეი),[14] სანშას პრეფექტურაში (ჰაინანი, ჩინეთი),[15] საბაჰის შტატში (ინდონეზია), კალაიაანის მუნიციპალიტეტში (პალავანის პროვინცია, ფილიპინები), გაოსიუნის მუნიციპალიტეტში (ტაივანი), კჰანჰოას პროვინციაში (ვიეტნამი).

XIX საუკუნეშეი ევროპელებმა შეამჩინეს, რომ ჰაინანელი ჩინელი მეთევზეები ყოველწლიურად წელიწადის ნაწილს სპრატლის კუნძულებზე ატარებდნენ. 1877 წელს სპრატლის კუნძულები ბრიტანელთა იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდა.[16][17]

1883 წელს სპრატლისა და პარასელის კუნძულები გერმანელებმა გამოიკვლიეს, რასაც ჩინეთის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 1887 წელს საფრანგეთსა და ჩინეთს შორის ჩინეთ-ვიეტნამის სასაზღვრო კონვენციას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც სპრატლისა და პარასელის კუნძულები ჩინეთის შემადგენლობაში შედიოდა.[18][19] 1902 და 1907 წლებში ჩინეთმა კუნძულებზე საზღვაო სამხედრო ძალები გაგზავნა, რომლებმაც კუნძულებზე დროშები და მონიშვნები განათავსეს. ჩინეთის რესპუბლიკამ სპრატლისა და პარასელის კუნძულები ჰაინანის იურისდიქციის ქვეშ გააერთიანა.[18]

გალერეა

დამატებითი ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა