პრეფექტურის დედაქალაქი ქალაქი სიძუოკია, ხოლო ჰამაამაცუ სიძუოკის პრეფექტურის უდიდეს ქალაქს წარმოადგენს. პრეფექტურს სხვა დიდ ქალაქებს შორისაა: ფუჯი, ნუმაზუ და ივატა . [2] სიძუოკას პრეფექტურა მდებარეობს იაპონიის წყნარი ოკეანეის სანაპიროზე და მოიცავს სურუგას ყურეს, რომელიც ჩამოყალიბებულია იზუს ნახევარკუნძულით და ჰამანას ტბით, რომელიც იაპონიის ერთ-ერთ უდიდეს ტბად ითვლება. იაპონიის ყველაზე მაღალი ვულკანი და ქვეყნის სიმბოლო მთა ფუძი ნაწილობრივ მდებარეობს სიძუოკას პრეფექტურაში, იამანაშის პრეფექტურის საზღვარზე. პრეფექტურა ძალიან ცნობილია როგორც ჰონდას, სუზუკის და იამაჰას დაარსების ადგილი. აქვე მდებარეობს ფიძის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალიც (Fuji International Speedway).
სიძუოკას პრეფექტურა დაარსდა ყოფილი ტატიმის, სურუგას და იზუს პროვინციებისაგან. [3]
ტერიტორია იყო პირველი ტოკუგავასსაგუნის სამშობლო. ტოკუგავა იეიასუ იკავებდა რეგიონს მანამ სანამ მან არ დაიპყრო ჰაჯის კლანის მიწები კანტის რეგიონში და არ გადავიდა მიწა ტოიოტომი ჰიდეიოსის მმართველობაში . მოგვიანებით ტოკუგავამ თანამედროვე ქალაქ სიძუოკას მიმდებარე ტერიტორია შოგუნატის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ დააყენა. სიძუოკა ჰანის შექმნით 1868 წელს ის კვლავ გახდა ტოკუგავას ოჯახის რეზიდენცია.
სიძუოკას პრეფექტურა არის მოგრძო რეგიონი წყნარი ოკეანის სანაპიროსთან, სურუგას ყურესთან . დასავლეთით პრეფექტურა იაპონიის ალპებამდე ვრცელდება. აღმოსავლეთით, ის უფრო ვიწრო სანაპიროთი ხასიათდება, ჩრდილოეთით კი ფუძიამა მდებარეობს.
2012 წლის აპრილის მონაცემებით, პრეფექტურის მთლიანი ფართობის 11% ბუნებრივ პარკებს ეკავა, რომელთა შორისაა: ფუჯი-ჰაკონე-იზუსა და მინამის ალპების ეროვნული პარკები; ტენრი ოქუმიკავას კვაზი-ეროვნული პარკი და ოთხი პრეფექტურული ბუნებრივი პარკი.[4]
ისტორიის განმავლობაში, ტოკაის მიწისძვრა ეწიდა დამანგრეველ მიწისძვრას სიძუოკაში ყოველ 100 – დან 150 წელში. 2011 წლის 15 მარტს შიზუოკას პრეფექტურაში 6,2 ბალიანმა მიწისძვრამ დაარღვია ქალაქი სიძუოკა ძლიერ დააზიანა.
იაპონიაში ძალიან პოპულარულია: საჰაერო პარკი (იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების ჰამაამაცუს საჯარო ინფორმაციის შენობა) [5] და შიმიზუს სუშის მუზეუმი/ [6]
ფუძისან ჰონგუ სენგენ ტაიშა, ფუძინომია
სუძენკი ონსენ, იძუ
სუნპუს ციხე შიზუოკა აოი-კუ
ჰამაამაცუს ციხე, ჰამაამაცუ
კაკეგავას ციხე, კაკეგავა
შიზუოკას პრეფექტურალური ხელოვნების მუზეუმი, სიძუოკა