მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმენის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ეთიოპიაში . მდებარეობს ამჰარის რეგიონში და მოიცავს სიმენის მთებს, რომელზეც მდებარეობს ეთიოპიის უმაღლესი მწვერვალი რას-დაშანი .
პარკში ბინადრობს რამდენიმე უიშვიათესი სახეობის ცხოველი, მათ შორის ეთიოპიური მგელი , ბაბუინი გელადა , კლდის თხა, ხოლო გარეული თხა, მთელ მსოფლიოში მხოლოდ აქ გვხვდება. ასევე გავრცელებულია კარაკალი . პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს 50 სახეობის ფრინველი, მათ შორისაა ბატკანძერი . [1]
პარკში რამდენიმე მოუპირკეთბელი გზა გაედინება.[2]
ეროვნული პარკი შეიქმნა 1969 წელს, უელსელი მწერლის, კლაივ ნიკოლის მიერ თავის წიგნში ამ ტერიტორიის აღწერის შემდეგ.
წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთ პირველ ძეგლს (1978 წლიდან). იმის გამო, რომ რამდენიმე ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, 1996 წლიდან შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში . 2017 წელს ამოიღეს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიიდან[3]
ეროვნული პარკები აბიჯატა-შალა · ავაში · ბალე · გამბელა · მაგო · ნეჩისარი · ომო · სიმენი · იანგუდი
ნაკრძალები დიდესა · ჰარარი · კუნი-მუკტარი · სენკელე · სტეფანი · იაბელო