სერგეი ლოზნიცა

სერგეი ვლადიმიროვიჩ ლოზნიცა (რუს. Серге́й Влади́мирович Лозни́ца; უკრ: Сергій Володимирович Лозниця; ბელ: Сяргей Уладзіміравіч Лазніца; დ. 5 სექტემბერი, 1964) ― უკრაინელი[1] კინორეჟისორი. ცნობილია დოკუმენტური და დრამატული ფილმებით.

სერგეი ლოზნიცა

სერგეი ლოზნიცა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე (2010)
მშობლიური სახელი Сяргей Уладзіміравіч Лазніца
დაბადების თარიღი 5 სექტემბერი, 1964 (1964-09-05) (59 წლის)
ბარანოვიჩი, ბრესტის ოლქი, ბსსრ, საბჭოთა კავშირი
ეროვნება უკრაინელი
საქმიანობა კინორეჟისორი
აქტიური 1996-
საიტი loznitsa.com
ხელმოწერა

ბიოგრაფია

ლოზნიცა 1964 წლის 5 სექტემბერს ბელორუსში, ბარანოვიჩში დაიბადა. იმ დროისთვის ბელორუსი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. მოგვიანებით ლოზნიცას ოჯახი კიევში (უკრაინა) გადასახლდა. ლეზნიცამ უმაღლესი სკოლა იქვე დაასრულა.[2]

1987 წელს კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი მათემატიკის განხრით დაამთავრა. 1987-1991 წლებში კიბერნეტიკის ინსტიტუტში მუშაობდა, დიზაინის შემქმნელ სისტემებსა და ხელოვნურ ინტელექტზე. პარალელურად იაპონური ენიდან მთარგმნელად მუშაობდა. 1991 წელს გერასიმოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩაირიცხა, სადაც ნანა ჯორჯაძესთან რეჟისურას სწავლობდა. ინსტიტუტი 1997 წელს დაამთავრა.[3]

2000 წელს სანქტ-პეტერბურგში დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა. 2001 წელს ოჯახთან ერთად გერმანიაში გადასახლდა.

2010 წელს ლოზნიცას ფილმი „ჩემი ბედნიერება“ კანის კინოფესტივალისთვის შეირჩა.[4] 2012 წელს „ნისლში“ კანის კინოფესტივალზე ოქროს რტოზე იყო ნომინირებული.[5][6] 2014 წლის მაისში ფილმის, „მაედანი“ მსოფლიო პრემიერა კანში სპეციალურ ჩვენებაზე გაიმართა.[7]

ფილმოგრაფია

  • 2010 Счастье мое / ჩემი ბედნიერება
  • 2012 В тумане / ნისლში
  • 2014 Майдан / მაედანი
  • 2014 Мосты Сараево / სარაევოს ხიდები
  • 2015 Событие / მოვლენა
  • 2016 Аустерлиц / აუსტერლიცი
  • 2017 Лагідна / Кроткая / რბილი ქმნილება
  • 2018 Донбас / Донбасс / დონბასი
  • 2018 День победы / გამარჯვების დღეy[8]
  • 2019 Государственные похороны / სახელმწიფო დაკრძალვა[9]

ჯილდოები

  • კრაკოვის კინოფესტივალი ― ბრინჯაოს დრაკონი (დღეს ჩვენ სახლს ვაშენებთ, 1996)
  • კრაკოვის კინოფესტივალი ― (სადგომი, 2000)
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი ობერჰაუზენი ― გრანპრი (პორტრეტი 2002)
  • დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ლაიფციგში ― ვერცხლის მტრედი (პორტრეტი, 2002)
  • კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ― საუკეთესო დოკუმენტური ფილმი (პორტრეტი, 2003)
  • პრემია „ნიკა“ ― საუკეთესო დოკუმენტური ფილმი (ბლოკადა, 2006)
  • კრაკოვის კინოფესტივალი ― ოქროს დრაკონი (ბლოკადა, 2006)
  • კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ― საუკეთესო დოკუმენტური ფილმი (არტელი, 2007)
  • ჯიჰლავის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ― ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი (არტელი, 2007)
  • კრაკოვის კინოფესტივალი ― ოქროს რქა (წარმოდგენა, 2008)
  • ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი ― ვერცხლის გარგარი, სპეციალური ჯილდო (ჩემი ბედნიერება, 2010)
  • კინოტავრი ― საუკეთესო რეჟისურა (ჩემი ბედნიერება, 2010)
  • ტალინის შავი ღამეების კინოფესტივალი ― გრანპრი (ჩემი ბედნიერება, 2010)
  • კანის კინოფესტივალი ― FIPRESCI ჯილდო (ნისლში, 2012)
  • ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი ― ვერცხლის გარგარი (ნისლში, 2012)
  • კრაკოვის კინოფესტივალი ― ოქროს დრაკონი (წერილი, 2013)
  • ენ-არბორის კინოფესტივალი ― მაიკლ მურის ჯილდო (მოვლენა, 2016)
  • ტრავერსის კინოფესტივალი ― ბაზ უილსონის ჯილდო (აუსტერლიცი, 2016)
  • კანის კინოფესტივალი ― ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის Un Certain Regard სექციაში (დონბასი, 2018)[10]
  • კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალი ― ვერცხლის პირამიდა (დონბასი, 2018)[11]
  • ინდოეთის საერთაშორისო კინოფესტივალი ― ოქროს ფარშევანგი საუკეთესო ფილმისთვის (დონბასი, 2018)

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა