სეთ მაკფარლეინი

სეთ მაკფარლეინი (ინგლ. Seth MacFarlane; დ. 26 ოქტომბერი, 1973)[1] — ამერიკელი კინოპროდიუსერი, რეჟისორი, მსახიობი და მომღერალი. დაკავებულია ანიმაციური და კომედიური ფილმების შექმნით. იგი ცნობილი სატელევიზიო სერიალების, „გრიფინებისა“ (1999-2003, 2005-დღემდე) და „ამერიკელი მამიკოს!“ (2005-დღემდე) ავტორი და თანაავტორია, ასევე რეჟისორია ფილმების: „ტედი“, „ტედი 2“ და „სიკვდილის მილიონი ხერხი ველურ დასავლეთში“ (2014).

სეთ მაკფარლეინი
Seth MacFarlane

სეთ მაკფარლეინი San Diego Comic-Con-ის 2012 წლის კონვენციაზე
დაბადების სახელი სეთ ვუდბერი მაკფარლეინი
დაბადების თარიღი 26 ოქტომბერი, 1973 (1973-10-26) (50 წლის)
კენტი, კონექტიკუტი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
განათლება კენტის სკოლა
ალმა-მატერი როდ-აილენდის დიზაინის სკოლა
საქმიანობა
  • კინოპროდიუსერი
  • კინორეჟისორი
  • ანიმატორი
  • სცენარისტი
  • მსახიობი
  • მომღერალი
აქტიური 1995-
ცნობილი ნაშრომები „გრიფინები
„ამერიკელი მამიკო!“
მუსიკალური კარიერა
ჟანრები
ინსტრუმენტები
  • ვოკალი
  • პიანინო
ლეიბლი
ასოციაციები
ხელმოწერა

მაკფარლეინი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ კენტში, კონექტიკუტის შტატი. 1991 წელს დაამთავრა კენტის საშუალო სკოლა,[2][3] შემდეგ — როდ-აილენდის დიზაინის სკოლა და შეისწავლა ანიმაცია.[4] შემდეგში, ჰოლივუდში, სტუდია Hanna-Barbera-ში მუშაობდა ანიმატორად, სადაც მონაწილეობა მიიღო უამრავი სატელევიზიო სერიალის შექმნაში. როგორც მსახიობი პირველად გამოჩნდა სერიალში „გილმორის გოგოები“. სეთს გადაეცა რამდენიმე ჯილდო „გრიფინების“ შექმნისთვის, მათ შორის პრაიმ-ტაიმის პრემია „ემი“, „ენის პრემია“ და „ვების პრემია“ (2009). პერიოდულად ლექციებს ატარებს აშშ-ის უნივერსიტებსა და კოლეჯებში და ლგბტ უფლებების ერთ-ერთი აქტიური დამცველია.

სეთი ასევე მის პირველ სრულმეტრაჟიანი ფილმში, „ტედი“ ახმოვანებს დათვს ტედის, რომელიც იქცა ყველაზე მაღალ შემოსავლიან R-რეიტინგის მქონე კომედიად.[5] როგორც მომღერალს, კონცერტები ჩაუტარებია ისეთ განთქმულ საკონცერტო დარბაზებში როგორებიც არის კარნეგი-ჰოლი და როიალ ალბერტ-ჰოლი. გამოშვებული აქვს სამი სტუდიური ალბომი. მანვე დაწერა ტექსტი სიმღერისთვის „Everybody Needs a Best Friend“, რომელიც ნომინირებული იქნა ოსკარზე.

მაკფარლეინი იყო „კოსმოსი: სივრცე-დროის ოდისეას“ აღმასრულებელი პროდიუსერი — 1980 წელს კარლ სეიგანის მიერ შექმნილი სერიალის, „კოსმოსი: პერსონალურო მოგზაურობა“ გაგრძელებაა.

ფილმოგრაფია

  • „სტიუ გრიფინი: უთქმელი ისტორია“ (2005)
  • „ჰელბოი II: ოქროს არმია„ (2008)
  • „ფუტურამა: მწვანე ველურ გარემოში“ (2009)
  • „შეშლილები შუშის მიღმა:ფილმი!“ (2010)
  • „კბილის ფერია“ (2010)
  • „ტედი“ (2012)
  • „მუვი 43“ (2013)
  • „სიკვდილის მილიონი ხერხი ველურ დასავლეთში“ (2014)
  • „ტედი 2“ (2015)
  • „ზოოსტარი“ (2016)
  • „ლოგანის იღბალი“ (2017)

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები

სტუდიური ალბომების სია, პოზიციები ჩარტებში
სათაურიდეტალებიპოზიციები ჩარტებში
US
[6]
US azz
[7]
US Heatseekers
[8]
Top Holiday Albums
[9]
Music Is Better Than Words
  • გამოსვლის თარიღი: 27 სექტემბერი, 2011
  • ლეიბლი: Universal Republic Records
  • ფორმატები: CD, vinyl, ციფრული გადმოტვირთვა
11122
Holiday for Swing
  • გამოსვლის თარიღი: 30 სექტემბერი, 2014
  • ლეიბლი: Republic Records
  • ფორმატები: CD, vinyl, ციფრული გადმოტვირთვა
51218
No One Ever Tells You
  • გამოსვლის თარიღი: 30 ოქტომბერი, 2015
  • ლეიბლი: Republic Records
  • ფორმატები: CD, vinyl, ციფრული გადმოტვირთვა
1

საუნდტრეკების ალბომები

საუნდტრეკების ალბომების სია, პოზიციები ჩარტებში
სათაურიდეტალებიპოზიციები ჩარტებში
US
[10]
US Com
[10]
Family Guy: Live in Vegas
  • გამოსვლის თარიღი: 26 აპრილი, 2005
  • ლეიბლი: Geffen Records
  • ფორმატები: CD, vinyl, ციფრული გადმოტვირთვა
1052

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა