სევერნი (მდინარე)
სევერნი (ინგლ. Severn, უელს. Afon Hafren) — ყველაზე გრძელი მდინარე გაერთიანებულ სამეფოში. მისი სიგრძეა 354 კმ., აუზის ფართობი 21 ათასი კმ2 მისი სათავე მდებარეობს კემბრიის მთების აღმოსავლეთ კალთებზე, პლინლიმონში, ზღვის დონიდან 610 მეტრზე. მიედინება ვაკეზე. ბოლოვდება სევერნის ესტუარით, რომელიც ჩაედინება ბრისტოლის ყურეში. უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. წყალუხვია შემოდგომა-ზამთარში, ზაფხულში ძალზე წყალმცირეა. სევერნი სანაოსნო მდინარეა. მის ნაპირებზეა ქალაქები შრუზბერი, ვუსტერი, გლოსტერი.
სევერნი Severn/Afon Hafren | |
---|---|
მდ. სევერნი შრუსბერის სასახლიდან | |
ქვეყანა | |
ქალაქები | შრუსბერგი, ვუსტერი, გლოსტერი, ბრისტოლი |
სათავე | პლინლიმონი, კერედიგიონი, უელსი |
სიგრძე | 354 კმ |
აუზის ფართობი | 11 420 კმ² |
![]() Severn/Afon Hafren ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 267.
რესურსები ინტერნეტში
- Portishead and Bristol Lifeboat დაარქივებული 2018-04-19 საიტზე Wayback Machine.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა