სევაკ ხანაგიანი

სევაკ ხანაგიანი (სომხ. Սևակ Խանաղյան, რუს. Севак Тигранович Ханагян [Sevak Tigranovich Khanagyan]; დ. 28 ივლისი, 1987) — სომეხი-რუსი მომღერალი და სიმღერების ავტორი. ხანაგიანმა პოპულარობა მოიპოვა როდესაც მონაწილეობდა რუსეთის The Voice of Russia-ის მეოთხე სეზონში 2015 წელს. მომდევნო წელს მან გაიმარჯვა „X-Factor უკრაინა“-ის მეშვიდე სეზონში. ის არის მწვრთნელი კონკურს „სომხეთის ხმა“-ში, მეოთხე სეზონიდან, 2017 წლიდან. ხანაიგანმა 2018 წელს წარადგინა სომხეთი ევროვიზიის კონკურსზე, სიმღრით „Qami“. (ქარი).

სევაკ ხანაგიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1987(1987-07-28)[1] (36 წლის)
დაბ. ადგილი მეწავანი
სევაკ ხანაგიანი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

სევაკ ხანაგიანი დაიბადა 1987 წლის 28 ივლისს, ლორეს პროვინციის სოფელ მეწავანში. როდესაც ის მეშვიდე კლასში იყო, მისმა ოჯახმა დატოვა სომხეთი და გადავიდა რუსეთში, კურსკში. მან განაგრძო მუსიკალური განათლების მიღება მოსკოვში და დაამთავრა სწავლა 2014 წელს.[2][3]

კარიერა

2015–2017: დასაწყისი და X-Factor Ukraine

2015 წელს, ხანაგიანმა მიიღო მონაწილეობა Glavnaya Stsena– ს პირველ სეზონში, X ფაქტორის რუსული ვერსია. მას ხელმძღვანელობდა მაქსიმ ფადეევი, მაგრამ ხანაგიანი კონკურსს მეოთხეფინალში გამოეთიშა.[4] მოგვიანებით მონაწილეობას იღებდა „The Voice of Russia“-ს მეოთხე სეზონში. ის შეუერთდა პოლინა გაგარინას გუნდს, მაგრამ შეჯიბრს გამოეთიშა.[5] მომდევნო წელს, ხანაგიანმა დატოვა რუსეთი, რათა მონაწილეობა მიეღო X-Factor უკრაინის მეშვიდე სეზონში. მთელი შოუს განმავლობაში მისი მწვრთნელი იყო ანტონ სავლეპოვი. ხანაგიანმა მოახერხა კონკურსის მოგება. უკრაინაში X-Factor– ზე წარმატების შემდეგ, ხანაგიანი დაბრუნდა მშობლიურ ქვეყანაში, სომხეთში და გახდა მწვრთნელი „სომხეთის ხმის“ მესამე სეზონში.

2018–დღემდე: ევროვიზია

2017 წლის დეკემბერში ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხანიგიანი იქნებოდა „Depi Evratesil 2018“-ის მონაწილე, სიმღერით „Qami“.[6][7] 2018 წლის მარტში სომხეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა სევაკის სიმღერის „Qami“ ოფიციალური მუსიკალური ვიდეო. კლიპის რეჟისორი იყო არტურ მანუკიანი.[8] მეორე ნახევარფინალში გავიდა 2018 წლის 21 თებერვალს. 4 დღეში, 25 თებერვალს შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. ამ კონკურსის მოგების ხანიგიანმა შემდეგ წარადგინა სომხეთის 2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ნახევარფინალში მიიღო 79 ქულა და დაიკავა მე-15 ადგილი. ვერ მოახერხა ფინალში გასვლა.[9][10][11]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა