საქსენ-გოთა-ალტენბურგი

საქსენ-გოთა-ალტენბურგი — ერნესტინული საჰერცოგო თანამედროვე თიურინგიის მიწაზე. 1806 წელს საქსენ-გოთა-ალტენბურგი შევიდა რაინის კავშირში, ხოლო 1815 წელს — გერმანიის კავშირში.

საქსენ-გოთა-ალტენბურგის გერბი
საქსენ-გოთა-ალტენბურგის ჰერცოგების რეზიდენცია — ფრიდენშტაინის ციხე-სიმაგრე გოთაში

1825 წელს საჰერცოგოში მმართველი დინასტიის ჩამოშორებამ გამოიწვია საჰერცოგოს ტერიტორიების გაყოფა საქსენ-კობურგსა, რომელსაც წილად ხვდა საქსენ-გოთა, და საქსენ-ჰილდბურგჰაუზენს შორის, რომელსაც საქსენ-ალტენბურგი შეუერთდა. საქსენ-ჰილდბურგჰაუზენის ჰერცოგმა მცირე საჰერცოგო ჰილდბურგჰაუზენი გადასცა საქსენ-მაინინგენს.

საქსენ-გოთა-ალტენბურგის ჰერცოგები

სახელი, ცხოვრების წლები, მმართველობის წლები, მეუღლე

  • ერნსტ I საქსენ-გოთელი, 1601—1675, 1640—1675, ელისაბედ სოფია საქსენ-ალტენბურგელი
  • ფრიდრიხ I საქსენ-გოთა-ალტენბურგელი, 1646—1689, 1675—1689, პირველ ქორწინებაში მაგდალენა სიბილა საქსენ-ვაისენფელელი, მეორე ქორწინებაში კრისტინა ბადენ-დურლახელი
  • ფრიდრიხ II საქსენ-გოთა-ალტენბურგელი, 1676—1732, 1689—1732, მაგდალენა ავგუსტა ანჰალტ-ცერბსტელი
  • ფრიდრიხ III საქსენ-გოთა-ალტენბურგელი, 1699—1772, 1732—1772, ლუიზა დოროთი საქსენ-მაინინგენელი
  • ერნსტ II საქსენ-გოთა-ალტენბურგელი, 1745—1804, 1772—1804, შარლოტ საქსენ-მაინინგენელი
  • ავგუსტ საქსენ-გოთა-ალტენბურგელი, 1772—1822, 1804—1822, პირველ ქორწინებაში ლუიზა შარლოტ მეკლენბურგ-შვერინელი, მეორე ქორწინებაში კაროლინა ამალია ჰესენ-კასელელი
  • ფრიდრიხ IV საქსენ-გოთა-ალტენბურგელი, 1774—1825, 1822—1825, მისი გარდაცვალებით დასრულდა საქსენ-გოთა-ალტენბურგის დინასტია

იხილეთ აგრეთვე

  • საქსენ-გოთა
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა