საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (სსდს) — საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ კანონით მინიჭებული უფლებებით და ამავე კანონით დაკისრებული მოვალეობებით.[1]

სამსახურის ლოგო

ისტორია

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 23 ივნისის № 124 განკარგულებით საქართველოს უშიშროების სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახური, რომლის უფროსად დაინიშნა ვახტანგ ქუთათელაძე. 1994 წლის 4 აგვისტოს № 45 ბრძანებულებით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის ფუნქციები გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო სამსახურს. 1994 წლის 13 ნოემბრის № 231 განკარგულებით საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურს ნება დაერთო ყოველწლიურად 100 წვევამდელი გაეწვია. 1996 წლის 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“, რის შედეგადაც სამთავრობო დაცვის სამსახურს ეწოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.[2]

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 დეკემბრის № 709 ბრძანებულებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიქმნა საქართველოს მილსადენის კომპანიისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველო. 2013 წლის 28 მარტის საქართველოს მთავრობის № 71 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებით, განისაზღვრა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფები:[2]

  1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის დეპარტამენტი;
  2. სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
  3. პირადი დაცვის დეპარტამენტი;
  4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;;
  5. ოპერატიული დეპარტამენტი;
  6. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;
  7. გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
  8. ეკონომიკური დეპარტამენტი;
  9. სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი;
  10. კადრების მთავარი სამმართველო;
  11. ესკორტირების მთავარი სამმართველო;
  12. სამედიცინო მთავარი სამმართველო;
  13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
  14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
  15. სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო).

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსები

სდსს ვეტერანთა კავშირი

2019 წელს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ყოფილ სამხედრო მოსამსახურეების (ვეტერანები) საინიციატივო ჯგუფის მიერ დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი „სდსს ვეტერანთა კავშირი“.[3]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა