საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016

(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (2016))

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2016) — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 8 ოქტომბერს.[1]

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016
საქართველოს დროშა
2012 ←
8 ოქტომბერი, 2016 (2016-10-08)
→ 2020

საქართველოს პარლამენტის 150 ადგილი
უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა 76 ადგილი
 პირველი პარტიამეორე პარტიამესამე პარტია
 
ლიდერიგიორგი კვირიკაშვილიდავით ბაქრაძეირმა ინაშვილი
პარტიაქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაპატრიოტთა ალიანსი
ადგილები მანამდე8565
ადგილები შემდეგ115276
ადგილების ცვლილება 30 38 6
მოსახლეობის ხმები856 638477 05388 097
პროცენტულობა48,7%27,11%5%

მმართველი პარტია არჩევნებამდე


ქართული ოცნება

არჩეული პარტია


ქართული ოცნება

წინაასაარჩევნო გარემო

2016 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის 3 ივნისის განკარგულება რომლითაც საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2016 წლის 8 ოქტომბერი განისაზღვრა. შესაბამისად, ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი 2016 წლის 8 ივნისიდან დაიწყო და 4 თვე გაგრძელდა.[2]

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) შეფასებით, მიუხედავად არაერთი ინიციატივისა, კვლავაც ვერ მოხერხდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილებები და ბარიერის ზრდა არ არის საკმარისი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ასევე წინასაარჩევნო გარემოს საფრთხის ქვეშ აყენებს პოლიტიკოსებზე ძალადობისა და პირადი ცხოვრების კადრების შანტაჟის მცდელობები და მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება. მედია გარემოს კუთხით კითხვებს აჩენს ტელეკომპანიების მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავები და რამდენიმე თოქ-შოუს დახურვა. წინასაარჩევნო პერიოდში პრინციპულად მნიშვნელოვანია, მმართველი პოლიტიკური ჯგუფების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის არსებობა.[3]

2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცვლილებები შეიტანა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში, კერძოდ, საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა 15%-იანი ცდომილების ფარგლებში მოაქცია. აღსანიშნავია, ასევე, რომ მაჟორიტარული კანდიდატებისთვის დაწესებული 30%-იანი ბარიერი გაიზარდა 50%+1-მდე.

2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სრული ოპოზიციური პარტიების სპექტრმა, საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობით კონსენსუსს მიაღწია, არსებული საარჩევნო სისტემის სრულად პროპოციული სისტემით ჩანაცვლების თაობაზე, მაგრამ პარლამენტის მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელებულა.[4][5]

კორცხელის ინციდენტი

22 მაისს საქართველოს 9 საარჩევნო ოლქში (45 უბანზე) გამართულ შუალედურ არჩევნებს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, 53-ე საარჩევნო უბნის შესასვლელთან ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

ინციდენტის დროს დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი, მათ შორის, ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, ინციდენტში მონაწილეობდნენ თბილისიდან ჩაყვანილი მოჭიდავეები და მორაგბეები, რაც შემდგომში დადასტურდა.[6] თავის მხრივ კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა კი პროვოკაციის მოწყობაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულეს.[7]

საქართველოს პრეზიდენტმა თავის განცხადებაში განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერსა და ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს შორის სავარაუდო კავშირებს ხედავს.[8]

აფეთქება

არჩევნებამდე 3 დღით ადრე, 4 ოქტომბერს პარლამენტარ გივი თარგამაძის, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია, მანქანა აფეთქდა კოლმეურნეობის მოედანზე. 7 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების კადრები გაავრცელა. უწყებამ ბრიფინგზე დეტალურად აღწერა ბრალდებულ დარჩო ხეჩუაშვილის გადაადგილების სქემა და სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალა წარმოადგინა.[9]

ექსპერტების შეფასება

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ქართველმა ექსპერტებმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს, სადაც ექსპერტთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით, წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია. კერძოდ, ექსპერტების აზრით, გარემო ახლა უფრო თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანია და რაც მთავარია, ორი დომინანტი პარტიის გარდა, პარლამენტში მოხვედრის შანსი სხვებსაც აქვთ. თუმცა, ამავდროულად ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატის მანქანის აფეთქება საარჩევნო გარემოზე და ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება.[10]

შედეგები

ეგზიტპოლები

ეგზიტპოლი ჩაატარა სულ 4 არხმა, საიდანაც ერთ-ერთი იყო რუსთავი 2, ხოლო დანარჩენმა სამმა არხმა (საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი და მაესტრო) ერთობლივად შეუკვეთეს.

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაპატრიოტთა ალიანსისხვა
GFK [11]39,9%32%4,3%23,8%
TNS [12]53,8%19,5%5%

ოფიციალური შედეგები

საარჩევნო სუბიექტებიხმების რაოდენობა%პროპორციული წესით მიღებული მანდატების რაოდენობამაჟორიტარული წესით მიღებული მანდატების რაოდენობასულ მიღებული მანდატების რაოდენობა
1 - სახელმწიფო ხალხისთვის607143,45
2 - პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა („თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!“)10600,06
3 - ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა621823,53
4 - ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი21820,12
5 - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა47716527,112727
6 - უსუფაშვილი - რესპუბლიკელები272741,55
7 - თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის28050,16
8 - დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია881095,0166
10 - შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია552093,14
11 - სახალხო ხელისუფლება8100,05
12 - საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები17730,10
14 - დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის38230,22
15 - მშრომელთა სოციალისტური პარტია6800,04
16 - საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია14690,08
17 - საქართველო15450,09
18 - ქართული იდეა29380,17
19 - თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო137970,7811
22 - მერაბ კოსტავას საზოგადოება9960,06
23 - ჩვენები-სახალხო პარტია15950,09
25 - კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი7370,04
26 - ეროვნული ფორუმი127860,73
27 - ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები814254,63
28 - ზვიადის გზა - უფლის სახელით14680,08
30 - „ჩვენი საქართველო“ (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)8010,05
41 - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო85656348,674470114
სულ100.0%7773150

ცესკო-ს 20 საათის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 814 276-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა 51,63%-ია.[13][14] პარლამენტში მანდატების მოპოვებისათვის აუცილებელი 5% ბარიერი სამმა ძალამ გადალახა, ესენია: ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი.[15] რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს, აქ სურათი განსხვავებულია და ჩატარდება არჩევნების მეორე ტური, ამავე დროს ქართული ოცნების 23-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველ ტურში მოიგო არჩევნები.[16]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა