სატევარი (სნაიპერული შაშხანა)

„სატევარი“სსსტც „დელტას“ დიზაინით მოდულური სქემით შექმნილი ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი სნაიპერული შაშხანა სხვადასხვა მანძილებზე სამუშაოდ. შაშხანის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო დანიშნულებით, ასევე სპორტული სნაიპინგისთვის. იარაღი არსებობს შვიდი მოდიფიკაციით, განსხვავებული კალიბრით, დანიშნულებით და ტექნიკური მონაცემებით.[1]

სატევარი

სნაიპერული შაშხანა „სატევარი“
ტიპი მოდულური სქემით დამზადებულ ზუსტი სროლისთვის განკუთვნილ სნაიპერულ შაშხანა.
წარმომავლობის ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი „დელტა“
მახასიათებლები
წონა 5.50 კგ ყველაზე მსუბუქ ვარიანტზე (.308 Win)
12 კგ უმძიმეს ვარიანტზე (.50 BMG)
სიგრძე 1160 მმ ყველაზე მოკლე ვარიანტზე (.308 Win)
1300 მმ ყველაზე გრძელ ვარიანტზე (.50 BMG)
ლულის სიგრძე 525 მმ ყველაზე მოკლე ვარიანტზე (.308 Win)
730 მმ ყველაზე გრძელ ვარიანტზე (.50 BMG)

ვაზნა .300 Winchester Magnum
.300 Norma Magnum
.308 Winchester
.338 Lapua Magnum
.338 GBM
.375 GBM
.50 BMG
კალიბრი მულტიკალიბრული
მუშაობის პრინციპი მოძრავი დამტენი
დამიზნების მანძილი
  • .308 Winchester – სტანდარტული ვაზნით 800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .300 WM – სტანდარტული ვაზნით 1000 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .300 Norma Magnum – სტანდარტული ვაზნით 1400 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .338 LM – სტანდარტული ვაზნით 1200 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .338 GBM – სპეციალური სნაიპერული ვაზნით, 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .375 GBM – სპეციალური სნაიპერული ვაზნით, 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .50 BMG – ანტიმატერიული შაშხანა 2500 მეტრ მანძილზე სამუშაოდ.
სამიზნეები ოპტიკური
სატევარის ტიპის შაშხანების პროტოტიპები
სატევარი-2

მოდიფიკაციები და აღწერა

მოდიფიკაციები

„სატევარის“ მოდიფიკაციებია:

  • .308 Winchester – სტანდარტული ვაზნით 800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .300 WM – სტანდარტული ვაზნით 1000 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .300 Norma Magnum – სტანდარტული ვაზნით 1400 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .338 LM – სტანდარტული ვაზნით 1200 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .338 GBM – სპეციალური სნაიპერული ვაზნით, 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .375 GBM – სპეციალური სნაიპერული ვაზნით, 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
  • .50 BMG – ანტიმატერიული შაშხანა 2500 მეტრ მანძილზე სამუშაოდ.[1]

აღწერა

თითოეული მოდიფიკაცია აღჭურვილია გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტით და აქვს რეგულირებადი სასხლეტი, რომლის ძალვის რეგულირება შესაძლებელია 0,2 დან 1,2 კგ-მდე. შაშხანა აღჭურვილია უკანა რეგულირებადი საყრდენი ფეხით (მონოპოდი) და წინა ორფეხათი (ბიპოდი). შაშხანაზე შესაძლებელია როგორც Harris Bipods-ის ასევე Versa-Pod Bipod-ის სტილის ორფეხას დაყენება. სპეციალური სნაიპერული კონდახი აღჭურვილია ვერტიკალურ სიბრტყეში რეგულირებადი სალოყით და ორ სიბრტყეში რეგულირებადი მხრის საბჯენით. შაშხანას აქვს სპეციალური სნაიპერული ერგონომიკული, ორთოპედიული სახელური რომელიც აიოლებს იარაღის მართვას და ნაკლებად ძაბავს ხელის მტევნის კუნთებს, რაც ზუსტი სროლის წინაპირობაა. ლულა ბოლოვდება აქტიურ-რეაქტიული 5 კამერიანი ლულის მუხრუჭით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს. ვაზნების მიწოდების სისტემა ორი ტიპისაა, კლასიკური სქემის მჭიდით და ერთეულოვანი დატენვით.[1]

მონაცემები

მონაცემები აღებულია „დელტას“ ოფიციალური საიტიდან
მონაცემის ტიპი-კალიბრის მიხედვითმოდიფიკაცია-კალიბრის მიხედვითმონაცემი-კალიბრის მიხედვით
საერთო სიგრძე.308 Win1160 მმ
.300 WM1220 მმ
.300 NM1220 მმ
.338 LM1220 მმ
.338 GBM1250 მმ
.375 GBM1250 მმ
.50 BMG1300 მმ
მასა.308 Win5,5 კგ
.300 WM5,5 კგ
.300 NM6 კგ
.338 LM6 კგ
.338 GBM8,5 კგ
.375 GBM8,5 კგ
.50 BMG12 კგ
ლულის სიგრძე.308 Win600 მმ
.300 WM660 მმ
.300 NM660 მმ
.338 LM660 მმ
.338 GBM690 მმ
.375 GBM690 მმ
.50 BMG730 მმ
ზუსტი სროლის მანძილი.308 Win800 მეტრი
.300 WM1000 მეტრი
.300 NM1400 მეტრი
.338 LM1200 მეტრი
.338 GBM1600 მეტრი
.375 GBM1600 მეტრი
.50 BMG2500 მეტრი
მჭიდის ტევადობა.308 Win5+1 ვაზნა
.300 WM5+1 ვაზნა
.300 NM5+1 ვაზნა
.338 LM5+1 ვაზნა
.338 GBM4+1 ვაზნა
.375 GBM4+1 ვაზნა
.50 BMG4+1 ვაზნა
სროლის სიზუსტე 100 მეტრზეყველასთვის .50 BMG-ს გარდა0,3 MOA (დელტას სპეცვაზნებით)
ლულის ხრახნის ბიჯი.308 Win10 დუიმი (254 მმ)
.300 WM10 დუიმი (254 მმ)
.300 NM9 დუიმი 228 მმ
.338 LM9 დუიმი 228 მმ
.338 GBM8 დუიმი (203 მმ)
.375 GBM10 დუიმი (254 მმ)
.50 BMG14-15 დუიმი (355-381 მმ)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა