სან-ლორენსო დე ალმაგრო (საფეხბურთო კლუბი)

არგენტინული საფეხბურთო კლუბი

სან-ლორენსო დე ალმაგრო ან უბრალოდ სან-ლორენსო (ესპ. Club Atlético San Lorenzo de Almagro) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბუენოს-აირესიდან. ჩამოყალიბდა 1908 წლის პირველ აპრილს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში და ითვლება ერთ-ერთ ძლიერ და პოპულარულ გუნდად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. „ბოკა ხუნიორსთან“,[2] „ინდეპენდიენტესთან“,[3][4] „რივერ პლეიტთან“[5] და „რასინგ კლუბთან“[6] ერთად შედის არგენტინული საფეხბურთო კლუბების დიდ ხუთეულში. არგენტინის თხუთმეტგზის ჩემპიონი და თექვსმეტგზის ვიცე-ჩემპიონი, მერკოსურის თასის (2001),[7] სამხრეთ ამერიკის თასის (2002),[8] ლიბერტადორესის თასისა (2014) და არგენტინის სუპერთასის (2015) მფლობელი.

სან-ლორენსო დე ალმაგრო
სრული სახელი Club Atlético San Lorenzo de Almagro
კლუბ ატლეტიკო სან-ლორენსო დე ალმაგრო
მეტსახელი Los Santos (წმინდანები)
Los Cuervos (ყვავები)
დაარსდა 1 აპრილი, 1908; 116 წლის წინ (1908-04-01)
სტადიონი ესტადიო პედრო ბიდეგაინი
„ელ ნუევო გასომეტრო“ [1]
ბუენოს-აირესი, არგენტინა
(ტევადობა: 47 964 მაყურებელი)
პრეზიდენტი არგენტინის დროშა ორასიო არესეიგორი
მწვრთნელი არგენტინის დროშა რუბენ დარიო ინსუა
ლიგა არგენტინის პრიმერა დივიზიონი
2022 მე-6
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა
„ელ ნუევო გასომეტრო“ (ესპ. El Nuevo Gasómetro) „სან-ლორენსოს“ საშინაო არენა.
„სან-ლორენსო დე ალმაგრო“ 1933 წლის ჩემპიონი. ზედა რიგი: ლემა, ბაიგორია, ფოსა, პაჩეკო, ბრისუელა, უილსონი. ქვედა რიგი: მაგანი, გომესი, პეტრონილო, კანტელი, არიეტა. მწვრთნელი: ჯულიანო.

ისტორია

„სან-ლორენსო დე ალმაგროს“ ისტორია სათავეს 1908 წლის პირველი აპრილიდან იღებს. კლუბის სახელწოდება ერთი მხრივ წმ. ლავრენტის (ესპ. San Lorenzo Mártir)[9] სახელს, ხოლო მეორე მხრივ კათოლიკური ეკლესიის ღვთისმსახურის ლორენსო მასას (ესპ. Lorenzo Massa) სახელს უკავშირდება.[10] კლუბმა თამაში ბუენოს-აირესის რაიონ ალმაგროში (ესპ. Almagro) დაიწყო, რამაც ასევე ჰპოვა ასახვა კლუბის სახელწოდებაში. არგენტინის პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარების დაწყებიდან (1931) „სან-ლორენსო დე ალმაგრო“ დღემდე არგენტინის საფეხბურთო კლუბების საუკეთესო ხუთეულში შედის — „რივერ პლეიტთან“, „ბოკა ხუნიორსთან“, „რასინგ კლუბთან“ და „ინდეპენდიენტესთან“ ერთად.

1920-იან წლებში, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის შიგნით არსებული უთანხმოებების გამო პარალელურად ორი საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდება: ერთი — არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (A.A.F.), ხოლო მეორე — არგენტინის სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის (A.Am.F.) ეგიდით.[11] „სან-ლორენსო დე ალმაგრო“ ამ უკანასკნელის მიერ ორგანიზებული პირველობის ფარგლებში მონაწილეობს, რა დროსაც სამჯერ (1923, 1924, 1927) ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო ორჯერ (1925, 1926) ვიცე-ჩემპიონი ხდება. რაც შეეხება არგენტინის პროფესიონალურ საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებას — კლუბი მას პირველად 1933 წელს აღწევს.

1939–1943 წლებში მის შემადგენლობაში ცნობილი ბასკი თავდამსხმელი ისიდრო ლანგარა (ესპ. Isidro Lángara) გამოდიოდა.[12]

მიღწევები

არგენტინის პრიმერა დივიზიონი
რიო-დე-ლა-პლატას თასი
  • თასის მფლობელი: 1923
რიკარდო ალდაოს თასი
  • თასის მფლობელი: 1927
რესპუბლიკის თასი [27]
  • თასის მფლობელი: 1943
სამხრეთ ამერიკის თასი
  • თასის მფლობელი: 2002
მერკოსურის თასი
  • თასის მფლობელი: 2001
ლიბერტადორესის თასი
  • თასის მფლობელი: 2014
ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი
  • ფინალისტი: 2014
არგენტინის სუპერთასი
  • თასის მფლობელი: 2015

ცნობილი ფეხბურთელები

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა