სანტიაგო კანისარესი

ხოსე სანტიაგო კანისარეს რუისი (ესპ. José Santiago Cañizares Ruiz; დ. 18 დეკემბერი 1969, მადრიდი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, თამაშობდა მეკარის პოზიციაზე. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 46 შეხვედრა, მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატებზე 1994, 1998 და 2006 წლებში.1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

სანტიაგო კანისარესი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხოსე სანტიაგო კანისარეს რუისი[1]
დაბადების
თარიღი
18 დეკემბერი, 1969 (1969-12-18) (54 წლის)
დაბადების
ადგილი
მადრიდი, ესპანეთი
სიმაღლე181 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
კალვო სოტელო
1985–1988რეალ მადრიდი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1988–1989რეალ მადრიდი C
1989–1990რეალ მადრიდი B35(0)
1988–1992რეალ მადრიდი0(0)
1990–1991  ელჩე7(0)
1991–1992  მერიდა38(0)
1992–1994სელტა74(0)
1994–1998რეალ მადრიდი41(0)
1998–2008ვალენსია305(0)
სულ500(0)
ეროვნული ნაკრები
1985–1986ესპანეთი 16-წლ.10(0)
1987ესპანეთი 17-წლ.1(0)
1986–1988ესპანეთი 18-წლ.8(0)
1988–1989ესპანეთი 19-წლ.5(0)
1989–1990ესპანეთი 20-წლ.6(0)
1990–1991ესპანეთი 21-წლ.3(0)
1991–1992ესპანეთი 23-წლ.6(0)
1993–2006ესპანეთი46(0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა

საკლუბო

კანისარესი არის მადრიდის „რეალის“ აღზრდილი. 1988-1998 წლებში თამაშობდა „რეალის“ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. ძირითად გუნდში მოხვედრამდე „რეალის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კანისარესი გაენათხოვრებინათ, ფეხბურთელი არენდის წესით თამაშობდა „ელჩეში“ და „მერიდაში“ 2 წლით კი სელტას რიგებშიც გამოდიოდა. 1994 წელს კლუბმა სანტიაგო დაიტოვა და 4 წლის განმავლობაში სამეფო გუნდის რიგებში ირიცხებოდა. ის მეორე მეკარედ რჩებოდა. ჯერ ფრანსისკო ბუიოს, შემდეგ კი ბოდო ილგნერის შემცვლელი იყო. ძირითადი მეკარე კანისარესი 1997-98 წლის სეზონში გახდა. მან სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, ილგნერმა კი 12.

1998 წელს კანისარესი გადავიდა „ვალენსიაში“, სადაც მან კარიერადამთავრებული ანდონი სუბისარეტა შეცვალა. სანტიაგო „ვალენსიას“ შეუცვლელი და საჭირო ფიგურა გახდა. კანისარესმა 2-ჯერ შეძლო ქვეყნის თასის მოპოვება, 2-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და დაეუფლა უეფას თასს. 2007 წლის 20 დეკემბერს კლუბმა უთანხმოების გამო სანტიაგო კანისარესს კონტრაქტი გაუწყვიტა, თუმცა „ვალენსიას“ მეკარეებმა ტიმო ჰილდებრანდმა და ხუან ლუის მორამ ტრავმები მიიღეს, ამის გამო კლუბმა კანისარესთან კონტრაქტი აღადგინა. 2008 წლის 18 მაისს სანტიაგო კანისარესმა ჩაატარა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, რომელშიც „ვალენსიამ“ „ატლეტიკოს“ სძლია.

ეროვნული

კანისარესი ნაკრებში ადრეული ასაკიდანვე გამოიძახეს. ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად მან ბარსელონაში 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ეროვნულ ნაკრებში კანისარესს დებიუტი 1993 წლის 17 ნოემბერს ჰქონდა, როდესაც ერთ-ერთ შეხვედრაში ანდონი სუბისარეტამ წითელი ბარათი მიიღო და ახალგაზრდა კანისარესს მოედანზე შესვლა მოუწია. კანისარესმა უდიდესი წვლილი შეიტანა ესპანეთის ნაკრების გამარჯვებაში (1:0)

უფრო ხშირად კანისარესს ნაკრებში მეორე მეკარედ თამაში უწევდა. თავისი ნაკრებში ჩატარებული 46 შეხვედრიდან მან მხოლოდ 5 შეხვედრა ითამაშა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე. ერთი შეხვედრა კანისარესმა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაატარა, 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე და ერთი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ასევე ის იყო განაცხადში 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე, 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო 2004-ზე, თუმცა მას ამ ტურნირებში მონაწილეობა არ მიუღია, 90-იან წლებში ის სუბისარეტას დუბლიორი იყო, 2004 წლიდან კი იკერ კასილიასის.

მიღწევები

გუნდური

ესპანეთის ოლიმპიური ნაკრები

  • ოლიმპიური ჩემპიონი: 1992

მადრიდის რეალი

ვალენსია

ინდივიდუალური

  • რიკარდო სამორას თასის მფლობელი: 1993, 2001, 2002, 2004

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა