სამხრეთი ტაილანდი

სამხრეთი ტაილანდი (ტაი. ประเทศไทยภาคใต้) — რეგიონი ტაილანდში.[1] დაკავშირებულია ცენტრალურ ტაილანდს ვიწრო კრას ყელით.

ჩრდილოეთი ტაილანდის რუკა შესაბამისად ექვსი რეგიონის დაჯგუფების სისტემით

გეოგრაფია

კაოსოკის ეროვნული პარკი
დასავლეთი სანაპირო

სამხრეთი ტაილანდი მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულზე და მოიცავს 70713 კმ² ფართობს. ყველაზე ვიწრო ნაწილი ნახევარკუნძულის არის კრას ყელი, რომელზეც გადის სამხრეთ ტაილანდის საზღვარი ჩრდილოეთიდან. დასავლეთ სანაპიროზე დომინირებს ციცაბო ბანკები, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში ვაკეები და მდინარის ხეობები. უდიდესი მდინარეა - ტაპი სურატ-ტჰანის პროვინციაში, სადაც აუზი 8000 კმ²-ია, ასე, რომ აუზს უკავია სამხრეთ ტაილანდის დაახლოებით 10%-იანი ფართობი. რეგიონში ასევე მიედინება მდინარეები: პატანი, საბური, კრაბი და ტრანგი. ყველაზე დიდი ტბაა - თალელუანგი, რომლის ფართობია 1040 კმ². გარდა ამისა, არსებობს ჯიაო ლანის წყალსაცავი, ფართობით 165 კმ². არსებობს ასევე ეროვნული პარკი ხაოსოკი, რომელიც მდებარეობს პროვინცია სურატ-ტჰანიში.

უმაღლესი წერტილია — მთა ხაო-ლანგი, რომლის სიმაღლეა 1815 მეტრი ზღვის დონიდან. მდებარეობს ნაკჰონსიტჰამარატის პროვინციაში. ფხუკეტის კუნძულიდან გადაჭიმულია მთათა სისტემა ფხუკეტი ფხუკეტის პროვინციის ცენტრამდე. მალაიზიასთან საზღვარზე იწყება ტიტივანგსას მთიანი ქედი.

ბოლო გამყინვარების პერიოდის შემდეგ, აქ წარმოიქმნა ისეთი კუნძულები, როგორიცაა: ფხი-ფხი და ფხანგნგაბეი.

ადმინისტრაციული დაყოფა

პროვინციები

სამხრეთი ტაილანდის პროვინციები

სამხრეთი ტაილანდი შედგება 14 პროვინციისგან.[2]

პროვინციატაი. ფართობიმოსახლეობასიმჭიდროვემშპ(2007)ერთ სულ მოსახლეზე (2007)
1.ჩუმფხონიชุมพร6,009.00485,71380.8345,58092,192
2.კრაბიกระบี่4,708.00417,73588.7341,383108,629
3.ნაკჰონსიტჰამარატიนครศรีธรรมราช9,942.501,512,249152.10123,61473,960
4.ნარატჰივატიนราธิวาส4,475.00718,724160.6146,46862,625
5.პატანიปัตตานี1,940.40641,187330.4439,53459,618
6.ფხანგნგაพังงา4,170.00250,07959.9729,828114,988
7.ფხატჰალუნგიพัทลุง3,423.50504,470147.3633,25960,677
8.ფხუკეტიภูเก็ต543.00325,586599.6162,055214,621
9.რანონგიระนอง3,298.00191,74458.1417,30994,640
10.სატუნიสตูล2,479.00287,866116.1227,21797,614
11.სონგკჰალაสงขลา7,393.901,329,635179.69168,611119,620
12.სურატ-ტჰანიสุราษฎร์ธานี12,891.50981,59576.14122,398125,651
13.ტრანგიตรัง4,917.50614,222124.9162,91294,863
14.იალაยะลา4,521.10474,559104.9739,19884,614

დიდი ქალაქები

ქალაქიტაი. მოსახლეობამეტროპოლია
1.ჰათ-იაიหาดใหญ157,359801,747
2.სურატ-ტჰანიสุราษฎร์ธานี126,280358,000
3.ნაკჰონსიტჰამარატიนครศรีธรรมราช108,139280,000
4.ფუკეტიภูเก็ต75,971325,600
5.სონგკჰალაสงขลา73,835801,747
6.იალაยะลา63,640
7.ტრანგიตรัง61,067
8.კოსამუიเกาะสมุย51,044
9.კოჰონგი43,989801,747
10.პატანიปัตตานี43,255

ტრანსპორტი

სამხრეთი ტაილანდი უკავშირდება ბანგკოკს სარკინიგზო და საავტომობილო გზებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა აქ მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის წინ.

აეროპორტები

კოსამუის აეროპორტი
კოსამუის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი

რეგიონში 5 საერთაშორისო და 6 ადგილობრივი აეროპორტია.

  • ფუკეტის აეროპორტი (საერთაშორისო)
  • ჰათ-იაის აეროპორტი (საერთაშორისო)
  • კრაბის აეროპორტი (საერთაშორისო)
  • სურატ-ტჰანის აეროპორტი (საერთაშორისო)
  • სამუის აეროპორტი (საერთაშორისო)
  • ნაკჰონსიტჰამარატის აეროპორტი
  • ტრანგის აეროპორტი
  • ნარატჰივატის აეროპორტი
  • ჩუმფხონის აეროპორტი
  • რანონგის აეროპორტი
  • პატანის აეროპორტი

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა