სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება

სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება (ინგლ. Royal Geographical Society; RGS) — გეოგრაფიული სამეცნიერო საზოგადოება დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში. თავდაპირველად ეწოდებოდა „ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოება“. დააარსეს ჯონ ბაროუმ, ჯონ ფრანკლინმა და ფრენსის ბოფორტმა 1830 წელს. საზოგადოება შეიქმნა მეფე უილიამ IV-ის მფარველობით. ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოების შემადგენლობაში თავიდანვე შევიდა აფრიკის ასოციაცია, როლის კლუბი და პალესტინის ასოციაცია. საზოგადოებამ არაერთი გამოჩენილი მეცნიერისა თუ მოგზაურის საქმიანობას შეუწყო ხელი, მათ შორის იყვნენ ჩარლზ დარვინი, დეივიდ ლივინგსტონი, ჰენრი მორგან სტენლი, რობერტ ფალკონ სკოტი, ერნესტ ჰენრი შეკლტონი, ედმუნდ ჰილარი და სხვა. 1859 წელს საზოგადოებამ დედოფალ ვიქტორიისაგან მიიღო პრივილეგიები. საზოგადოების ძირითადი მიზანია „გეოგრაფიული მეცნიერების განვითარება“, თუმცა საზოგადოების თავდაპირველი ისტორია მჭიროდ იყო დაკავშირებული აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, პოლარულ მხარეებში და ცენტრალურ აზიაში განხორციელებულ კოლონიურ აღმოჩენებთან.

სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება
ინგლ. Royal Geographical Society
აბრევიატურა RGS-IBG
შეიქმნა 1830 წელი
ტიპი სამეცნიერო საზოგადოება
შტაბ-ბინა კენსინგტონი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
წევრები 16,000
პრეზიდენტი ნაიჯელ კლიფორდი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
კავშირები British and Irish Committee on Map Information and Cataloguing Systems[1] , Society Publishers' Coalition[2] და სამეცნიერო და პროფესიული საზოგადოების გამომცემელთა ასოციაცია[3]
http://www.rgs.org

XIX საუკუნის შუა წლებიდან 1916 წლამდე სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მიერ დაფინანსებული ექსპედიციები შუქდებოდა წამყვანი გაზეთების ფურცლებზე. სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება ტრადიციულად დიდ ყურადღებას უთმობდა გეოგრაფიის შესწავლის საქმეს.

სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება ამჟამად ევროპის უმსხვილესი გეოგრაფიული და სამეცნიერო საზოგადოებაა. მოქმედებს საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. გააჩნია მნიშვნელოვანი პროფესიული პოტენციალი. შეიცავს დაახლოებით 30-მდე სპეციალიზებულ სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს, სამასწავლებლო და საველე საკონსულტაციო ჯგუფებს. აქვს 9 რეგიონული განყოფილება დიდ ბრიტანეთში და 2 საზღვარგარეთ — ჰონგკონგსა და სინგაპურში.

გამოსცემს ჟურნალს — „The Geographical Journal“. 2009-2012 წლებში სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი იყო ცნობილი ინგლისელი მსახიობი და მწერალი მაიკლ პეილინი.

კვლევითი ჯგუფები

საზოგადოების კვლევით ჯგუფებში გაწევრიანებულები არიან აქტიური მკვლევრები და პროფესიონალი გეოგრაფები.

კვლევითი ჯგუფები
ბიოგეოგრაფიის კვლევითი ჯგუფიგეომორფოლოგიის ბრიტანეთის საზოგადოება
გლობალური დათბობის კვლევითი ჯგუფისაკონტრაქტო კვლევითი და სასწავლო ფორუმი
განვითარებადი ადგილების კვლევითი ჯგუფიეკონომიკური გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
გეოინფორმაციული სისტემის კვლევითი ჯგუფისამედიცინო გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
ტურიზმისა და რეკრეაციული გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფიუმაღლესი განათლების კვლევითი ჯგუფი
ისტორიული გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფიგეოგრაფიის ისტორიისა და ფილოსოფიის კვლევითი ჯგუფი
სამთო კვლევითი ჯგუფიმონაწილეობითი გეოგრაფიის სამუშაო კვლევითი ჯგუფი
დაგეგმარებისა და ბუნებრივი გარემოს კვლევითი ჯგუფიპოლიტიკური გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
მოსახლეობის გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფისაასპირანტო ფორუმი
პოსტ-სოციალისტური გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფირაოდენობრივი მეთოდების კვლევითი ჯგუფი
სოფლის მეურნეობის გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფისოციალური და კულტურული გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
სივრცის, სექსუალობისა და ქვიარის კვლევითი ჯგუფიტრანსპორტის გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
ურბანული გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფიქალთა და გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა