სალიანი
- სტატია
- განხილვა
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
სხვა პროექტებში
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სალიანი აზერ. Salyan | |||
![]() ცენტრალური სადგური სალიანში | |||
| |||
ქვეყანა | ![]() | ||
რაიონი | სალიანისალიანის რაიონი|სალიანი | ||
კოორდინატები | 39°35′48″ ჩ. გ. 48°59′01″ ა. გ. / 39.596806° ჩ. გ. 48.983694° ა. გ. / 39.596806; 48.983694 | ||
ცენტრის სიმაღლე | −19 მეტრი | ||
მოსახლეობა | 30 396 (1989)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||
სალიანი (აზერ. Salyan) — ქალაქი აზერბაიჯანში, სალიანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ბაქოდან სამხრეთ-დასავლეთით 130 კილომეტრში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე.
სალიანელები დამოკიდებულნი იყვნენ ყუბის სახანოზე, ნადირ შაჰმა კი ისინი ჩამოაშორა მას. XVIII საუკუნის შუა ხანებში სალიანი იბრაჰიმ რუდბარიმ დაიპყრო. მისი მმართველობით უკმაყოფილო სალიანელებმა დახმარებისთვის ყუბის ხანს მიმართეს. 1757 წელს ფათალი-ხანის მეთაურობით ჯარებმა სალიანი აიღეს, იბრაჰიმ რუდბარი განდევნეს და ქალაქი ყუბის სახანოს შეუერთეს.[2]
1729-1782 წლებში სალიანი იყო სალიანის სასულთნოს დედაქალაქი.
1799 წელს შირვანის ხანმა მუსტაფა-ხანმა სალიანელები დაიპყრო და იქ თავისი ნაიბი დანიშნა.[3]
1868 წლიდან სალიანი იყო ბაქოს პროვინციის ჯავადის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1916 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი.
1930 წლიდან სალიანის რაიონი ადმინისტრაციული ცენტრია.
„კავკასიის ადგილთა და ტომების აღწერის მასალათა კრებულის“ მეთერთმეტე რედაქციის მიხედვით, (1891 წ.) ქალაქში 12 117 ადამიანი ცხოვრობდა.
1897 წლის მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერის მიხედვით, სალიანში ცხოვრობდა 11 787 ადამიანი, მათ შორის[4][5]:
ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის მონაცემებით, მოსახლეობა 1900 წელს შეადგენდა 12 120 ადამიანს.
1959 წლის აღწერის მონაცემებით[6], ქალაქში ცხოვრობდა 17 197 მოსახლე, ხოლო 1975 წელს - 25 700. ქალაქის 1979 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 26 196 კაცს შეადგენდა[7], 1989 წელს კი - 30 396 კაცს.[8]
საბჭოთა პერიოდიდან ქალაქში მოქმედებდა ბამბის საწმენდი, ელექტროშედუღების მოწყობილობების, პლასტმასის ნაწარმის და გამაგრილებელი სასმელების ქარხნები.
|