სავაი

სავაი (ინგლ. Savai'i) — ორიდან ერთი დიდი კუნძული, რომელიც შედის სამოას შემადგენლობაში (წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილი).

სავაი
მშობ. სახელი: ინგლ. Savai'i

კუნძულ სავაის რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 13°35′ ს. გ. 172°25′ დ. გ. / 13.583° ს. გ. 172.417° დ. გ. / -13.583; -172.417
ფართობი 1708 კმ²
სიგრძე 70 კმ
სიგანე 40 კმ
უმაღლესი წერტილი 1858 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 43 103 (2006)
სიმჭიდროვე 25,236 /კმ²

გეოგრაფია

კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 70 კმ-ს, სიგანე — 40 კმ-ს. კუნძულის ფართობია — 1708 კმ². სამხრეთი სანაპირო კლდოვანია, ჩრდილოეთი — უფრო დაბლობია (აქ მდებარეობს ბუნებრივი უბე მატაატუ). კუნძულის ცენტრში მდებარეობს მოქმედი კონუსის მსგავსი ფორმის ვულკანი (უკანასკნელი ამოფრქვევა დარეგისტრირებული იყო 1911 წელს). ეს კუნძულის უმაღლესი წერტილია ზღვის დონიდან (ვულკანური კრატერი მუა სოფელ აოპოსთან), რომელიც აღწევს 1858 მეტრს. კუნძული დაფარულია ხშირი მცენარეულობით: ჭადრებით, ქოქოსის პალმებით, ციტრუსებით და პურის ხეებით.

ისტორია

სავაი აღმოაჩინა ფრანგმა მოგზაურმა ჟან-ფრანსუა ლაპერუზმა. XIX საუკუნის ბოლოში შევიდა დასავლეთ სამოას (გერმანიის) შემადგენლობაში.

ადმინისტრაციული მოწყობა

სამოას ოლქები

სამოას 11 ოლქიდან კუნძულ სავაიზე მდებარეობს 6:


რუკაზე
ოლქიადმინისტრაციული ცენტრიოლქის ფართობი,
კმ²
ოლქის მოსახლეობა,
ად. (2006)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
კუნძული სავაი
6ფაასალელეაგასაფოტულაფაი26613 40450,39
7გაგაემაუგა¹სალეაულა2237 48733,57
8გაგაიფომაუგააოპა3654 84213,27
9ვაისიგანოასაუ1786 47836,39
10სატუპაიტეაგაუტავაი1275 26041,42
11პალაულივაილოა და პალაული5239 08217,37
სულ170843 10325,24

¹ ოლქის ნაწილი მდებარეობს კუნძულ უპოლუზე (სოფლების სალამუმუ-უტუს და ლეაუვაას ჩათვლით)

მოსახლეობა

2006 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 43 103 ადამიანს[1]. ყველაზე დიდი პორტებია — სალელოლოგა და ასაუ.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა