საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი (რუს. Чемпионат СССР по футболу) — ყოველწლიური ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი საბჭოთა კავშირში, რომელიც ტარდებოდა 1936–91 წლებში.

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
კონფედერაცია უეფა
დაარსდა 1936
გაუქმდა 1991
დივიზიონები 1
კლუბ. რაოდენობა იცვლებოდა
ქვეითდება პირველი ლიგა
საშინაო თასები საბჭოთა კავშირის თასი
საბჭოთა კავშირის ფედერაციის თასი
საბჭოთა კავშირის სუპერთასი
საერთაშ. თას(ებ)ი უეფა-ს ჩემპიონთა თასი
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
უეფა-ს თასი
მოქ. ჩემპიონი „ცსკა მოსკოვი“ (7-ჯერ)
ყველაზე ტიტულოვანი „დინამო კიევი“ (13-ჯერ)

სულ ჩატარდა პირველობის 54 სეზონი. ჩვეულებრივ, ჩემპიონატი გაზაფხულზე იწყებოდა და იმავე წლის ზამთარში სრულდებოდა. გამონაკლისები იყო 1936 და 1976 წლები, როდესაც გათამაშება ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე გაიმართა.

ჩემპიონის ტიტულის პირველი მფლობელი გახდა მოსკოვის „დინამო“ (1936), უკანასკნელი კი მოსკოვის „ცსკა“ (1991). ყველაზე ტიტულოვანი კლუბია კიევის „დინამო“, რომელმაც 13-ჯერ მოიპოვა ჩემპიონობა.

ისტორია

1930-იანები

1936 წლის 22 მაისს დაიწყო საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. პირველი შეხვედრა გაიმართა ლენინგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), ადგილობრივ „დინამოსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივს“ შორის. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3–1. პირველი გოლი გაიტანა მოსკოველმა ვიქტორ ლავროვმა მატჩის მე-5 წუთზე.

პირველი ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის გუნდები მონაწილეობდნენ. მომდევნო, 1936 წლის შემოდგომის გათამაშებაში, უმაღლეს ლიგას თბილისის „დინამო“ დაემატა.

აღსანიშნავია, რომ პირველ სამ გათამაშებაში, მოგებისათვის, გუნდს სამი ქულა ერიცხებოდა, ფრესათვის – 2 ქულა, წაგებისათვის – 1 ქულა. 1938 წლიდან შეიცვალა ქულათა სისტემა: მოგებისათვის – 2, ფრესათვის – 1, ხოლო წაგებისათვის – 0 ქულა.

1940-იანები

ახალი ათწლეულის პირველი გათამაშება მოსკოვის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 2 ქულით გაუსწრო თბილისის „დინამოს“. 1941 წლის ჩემპიონატი კი სულ ორ თვეს გაგრძელდა – საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ შეჯიბრი შეწყდა, ხოლო შედეგები გაუქმდა[1].

ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ოთხი დღის შემდეგ – 1945 წლის 13 მაისს – საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი კვლავ განახლდა. გათამაშებაში თორმეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და იგი მეოთხედ მოიგო მოსკოვის „დინამომ“[2].

მომდევნო წლიდან მოყოლებული კი ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონატი მოსკოვის „ცდკა“-მ (1946, 1947, 1948). 1949 წელს კი კვლავ მოსკოვურმა „დინამომ“ იმარჯვა.

1950-იანები

1950-იანი წლები მოსკოვური გუნდების, „სპარტაკისა“ და „დინამოს“, დომინირებით აღინიშნა. ამ ორმა გუნდმა ათწლეულის ათი სეზონიდან რვა მოიგო.

განსაკუთრებული იყო 1952 წლის სეზონი, რომელიც უჩვეულო ვადებში და პირობებში ჩატარდა. საბჭოთა კავშირში შეიქმნა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრები ოლიმპიადისათვის სამზადისს შეუდგა. ამან განაპირობა ჩემპიონატის გვიან დაწყება (8 ივლისს, ხოლო იმ გუნდებისთვის, რომელთა მოთამაშენი ნაკრებში იყვნენ, კიდევ უფრო გვიან – აგვისტოში), მისი ერთ წრედ და ერთ ქალაქში – მოსკოვში ჩატარება. მესამე ტურის შემდეგ გათამაშებიდან მოხსნეს და დაშალეს მოსკოვის „ცდსა“, რომელიც ნაკრების ბირთვს შეადგენდა[3]. „ცდსა“ მხოლოდ იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას გარდაცვალების შემდეგ აღდგა.

1960-იანები

1961 წელს კიევის „დინამო“ პირველი არარუსული გუნდი გახდა, რომელმაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 1964 წელს თბილისის „დინამო“ – მეორე. 1960-იან წლებში დაიწყო საბჭოთა კლუბების გამოსვლები ევროტურნირებზე. 1967–68 წლებში ევროპის ჩემპიონთა თასზე გამოვიდა კიევის „დინამო“, ხოლო თასების მფლობელთა თასზემოსკოვის „ტორპედო“.

1970-იანები

1972 წელს მოსკოვის „დინამო“ გახდა პირველი საბჭოური გუნდი, რომელიც ევროპული ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც შოტლანდიის „რეინჯერსთან“ დამარცხდა. 1975 წელს კი კიევის „დინამო“ გახდა პირველი საბჭოთა გუნდი, რომელმაც მოიპოვა ევროპული ტიტული. ვალერი ლობანოვსკის გაწვრთნილმა გუნდმა თასების მფლობელთა თასის გათამაშება მოიგო, შემდეგ კი უეფა-ს სუპერთასის მატჩში მიუნხენის „ბაიერნიც“ დაამარცხა.

1977 წელს საუბარი დაიწყო ჩაწყობილ თამაშებზე, ვინაიდან ამ სეზონში ფრეთა არნახული რაოდენობა დაფიქსირდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ისტორიაში[4]. 1978 წლიდან ამოქმედდა ფრესათვის ქულათა დარიცხვის ლიმიტი. გუნდს მხოლოდ რვა ფრესათვის ერიცხებოდა ქულები.

1980-იანები

1981 წელს თბილისის „დინამო“ გახდა მეორე საბჭოური გუნდი, რომელმაც ევროტურნირი მოიგო. ნოდარ ახალკაცის თავკაცობით, გუნდი თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. 1986 წელს კიევის „დინამომ“ ეს ტურნირი მეორედ მოიგო. 1990 წელს ჩემპიონატი საქართველოს და ლიტვის კლუბებმა დატოვეს, 1991 წელს კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უკანასკნელად ჩატარდა, რომლის გამარჯვებული მოსკოვის „ცსკა“ გახდა.

ჩემპიონები

სეზონიგამარჯვებული[5]მეორე ადგილოსანიმესამე ადგილოსანი
1936 (გ)დინამო მოსკოვი (1)დინამო კიევისპარტაკი მოსკოვი
1936 (შ)სპარტაკი მოსკოვი (1)დინამო მოსკოვიდინამო თბილისი
1937დინამო მოსკოვი (2)სპარტაკი მოსკოვიდინამო კიევი
1938სპარტაკი მოსკოვი (2)ცსკა მოსკოვიმეტალურგი მოსკოვი
1939სპარტაკი მოსკოვი (3)დინამო თბილისიცსკა მოსკოვი
1940დინამო მოსკოვი (3)დინამო თბილისისპარტაკი მოსკოვი
1941ჩემპიონატი შეწყდა 1941 წლის 24 ივნისს მეორე მსოფლიო ომის გამო
1942–44არ ჩატარდა მეორე მსოფლიო ომის გამო
1945დინამო მოსკოვი (4)ცსკა მოსკოვიტორპედო მოსკოვი
1946ცსკა მოსკოვი (1)დინამო მოსკოვიდინამო თბილისი
1947ცსკა მოსკოვი (2)დინამო მოსკოვიდინამო თბილისი
1948ცსკა მოსკოვი (3)დინამო მოსკოვისპარტაკი მოსკოვი
1949დინამო მოსკოვი (5)ცსკა მოსკოვისპარტაკი მოსკოვი
1950ცსკა მოსკოვი (4)დინამო მოსკოვიდინამო თბილისი
1951ცსკა მოსკოვი (5)დინამო თბილისიშახტარი დონეცკი
1952სპარტაკი მოსკოვი (4)დინამო კიევიდინამო მოსკოვი
1953სპარტაკი მოსკოვი (5)დინამო თბილისიტორპედო მოსკოვი
1954დინამო მოსკოვი (6)სპარტაკი მოსკოვიდინამო მინსკი
1955დინამო მოსკოვი (7)სპარტაკი მოსკოვიცსკა მოსკოვი
1956სპარტაკი მოსკოვი (6)დინამო მოსკოვიცსკა მოსკოვი
1957დინამო მოსკოვი (8)ტორპედო მოსკოვისპარტაკი მოსკოვი
1958სპარტაკი მოსკოვი (7)დინამო მოსკოვიცსკა მოსკოვი
1959დინამო მოსკოვი (9)ლოკომოტივი მოსკოვიდინამო თბილისი
1960ტორპედო მოსკოვი (1)დინამო კიევიდინამო მოსკოვი
1961დინამო კიევი (1)ტორპედო მოსკოვისპარტაკი მოსკოვი
1962სპარტაკი მოსკოვი (8)დინამო მოსკოვიდინამო თბილისი
1963დინამო მოსკოვი (10)სპარტაკი მოსკოვიდინამო მინსკი
1964დინამო თბილისი (1)ტორპედო მოსკოვიცსკა მოსკოვი
1965ტორპედო მოსკოვი (2)დინამო კიევიცსკა მოსკოვი
1966დინამო კიევი (2)სკა დონის როსტოვინეფთჩი ბაქო
1967დინამო კიევი (3)დინამო მოსკოვიდინამო თბილისი
1968დინამო კიევი (4)სპარტაკი მოსკოვიტორპედო მოსკოვი
1969სპარტაკი მოსკოვი (9)დინამო კიევიდინამო თბილისი
1970ცსკა მოსკოვი (6)დინამო მოსკოვისპარტაკი მოსკოვი
1971დინამო კიევი (5)არარატი ერევანიდინამო თბილისი
1972ზარია ვოროშილოვგრადი (1)დინამო კიევიდინამო თბილისი
1973არარატი ერევანი (1)დინამო კიევიდინამო მოსკოვი
1974დინამო კიევი (6)სპარტაკი მოსკოვიჩერნომორეცი ოდესა
1975დინამო კიევი (7)შახტარი დონეცკიდინამო მოსკოვი
1976 (გ)დინამო მოსკოვი (11)არარატი ერევანიდინამო თბილისი
1976 (შ)ტორპედო მოსკოვი (3)დინამო კიევიდინამო თბილისი
1977დინამო კიევი (8)დინამო თბილისიტორპედო მოსკოვი
1978დინამო თბილისი (2)დინამო კიევიშახტარი დონეცკი
1979სპარტაკი მოსკოვი (10)შახტარი დონეცკიდინამო კიევი
1980დინამო კიევი (9)სპარტაკი მოსკოვიზენიტი ლენინგრადი
1981დინამო კიევი (10)სპარტაკი მოსკოვიდინამო თბილისი
1982დინამო მინსკი (1)დინამო კიევისპარტაკი მოსკოვი
1983დნიპრო დნეპრი (1)სპარტაკი მოსკოვიდინამო მინსკი
1984ზენიტი ლენინგრადი (1)სპარტაკი მოსკოვიდნიპრო დნეპრი
1985დინამო კიევი (11)სპარტაკი მოსკოვიდნიპრო დნეპრი
1986დინამო კიევი (12)დინამო მოსკოვისპარტაკი მოსკოვი
1987სპარტაკი მოსკოვი (11)დნიპრო დნეპრიჟალგირისი ვილნიუსი
1988დნიპრო დნეპრი (2)დინამო კიევიტორპედო მოსკოვი
1989სპარტაკი მოსკოვი (12)დნიპრო დნეპრიდინამო კიევი
1990დინამო კიევი (13)ცსკა მოსკოვიდინამო მოსკოვი
1991ცსკა მოსკოვი (7)სპარტაკი მოსკოვიტორპედო მოსკოვი

სტატისტიკა

კლუბების მიხედვით

კლუბიგამარჯვებულიმე-2 ადგილიმე-3 ადგილიგამარჯვების წლები
დინამო კიევი131131961, 1966, 1967, 1968, 1971, 1974, 1975, 1977, 1980, 1981, 1985, 1986, 1990
სპარტაკი მოსკოვი121291936 (შ), 1938, 1939, 1952, 1953, 1956, 1958, 1962, 1969, 1979, 1987, 1989
დინამო მოსკოვი111151936 (გ), 1937, 1940, 1945, 1949, 1954, 1955, 1957, 1959, 1963, 1976 (გ)
ცსკა მოსკოვი7461946, 1947, 1948, 1950, 1951, 1970, 1991
ტორპედო მოსკოვი3361960, 1965, 1976 (შ)
დინამო თბილისი25131964, 1978
დნიპრო დნეპრი2221983, 1988
არარატი ერევანი121973
დინამო მინსკი131982
ზენიტი ლენინგრადი111984
ზარია ვოროშილოვგრადი11972
შახტარი დონეცკი22
ლოკომოტივი მოსკოვი1
სკა დონის როსტოვი1
მეტალურგი მოსკოვი1
ნეფთჩი ბაქო1
ჩერნომორეცი ოდესა1
ჟალგირისი ვილნიუსი1

რესპუბლიკების მიხედვით

რესპუბლიკა1-ლი ადგილიმე-2 ადგილიმე-3 ადგილიმონაწილეობაგამარჯვებული კლუბები
 რსფსრ343228416სპარტაკი მოსკოვი (12)
დინამო მოსკოვი (11)
ცსკა მოსკოვი (7)
ტორპედო მოსკოვი (3)
ზენიტი ლენინგრადი (1)
 უკრაინის სსრ16158191დინამო კიევი (13)
დნიპრო დნეპრი (2)
ზარია ვოროშილოვგრადი (1)
 საქართველოს სსრ251368დინამო თბილისი (2)
 სომხეთის სსრ1233არარატი ერევანი (1)
 ბელორუსიის სსრ1339დინამო მინსკი (1)
 აზერბაიჯანის სსრ129
 ლიტვის სსრ111
 ყაზახეთის სსრ24
 უზბეკეთის სსრ22
 მოლდავეთის სსრ7
 ლატვიის სსრ7
 ტაჯიკეთის სსრ3
 ესტონეთის სსრ2
შენიშვნა: თურქმენეთისა და ყირგიზეთის გუნდებს არასოდეს უთამაშიათ უმაღლეს ლიგაში.

ყველა დროის ცხრილი

კლუბირესპუბლიკაპსბსგგმბIIIIII
სპარტაკი მოსკოვირუსეთი5319361991145372238534624831467182112129
დინამო კიევიუკრაინა5419361991148368145634623061566181013113
დინამო მოსკოვირუსეთი5419361991148570740437424351457180511115
დინამო თბილისისაქართველო511936198917246214063972176167716422513
ტორპედო მოსკოვირუსეთი51193819911455601433421205916561613336
ცსკა მოსკოვირუსეთი48193619911326585363378203014511524746
ზენიტი ლენინგრადირუსეთი491938198914024644115271725191413281-1
შახტარი დონეცკიუკრაინა44193819911288434379475152216411241-22
დინამო მინსკიბელარუსი33194519911053342319392116212979891-3
არარატი ერევანისომხეთი331949199110263522803941150130697212-
ლოკომოტივი მოსკოვირუსეთი3819361991100130328940912181431888-1-
ნეფთჩი ბაქოაზერბაიჯანი27194919888842532703619071141771--1
ჩერნომორეცი ოდესაუკრაინა2419651991738244217277777884699--1
კაირათი ალმათიყაზახეთი2419601988780226234320742983678---
ფახთაქორი ტაშკენტიუზბეკეთი22196019917222122112998051035629---
სკა დონის როსტოვირუსეთი2119591985680218194268843911620-1-
დნიპრო დნეპრიუკრაინა1919721991554227154173729634604222
კრილია სოვეტოვი კუიბიშევირუსეთი2619461979715185209321675996579---
„მეტალისტი“ ხარკივიუკრაინა1419601991438133124181413530390---
ზარია ვოროშილოვგრადიუკრაინა14196719794121251351524164693771--
დინამო ლენინგრადირუსეთი1719361963397135102160589649372---
ტორპედო ქუთაისისაქართველო1319621986439104129206395655335---
ჟალგირისი ვილნიუსილიტვა111953198933010793130349463305--1
როტორი ვოლგოგრადირუსეთი11193819902939166136352488248---
ნისტრუ კიშინიოვიმოლდოვა11195619833126984159312534222---
კარპატი ლვოვიუკრაინა919711980244688591250301218---
ვვს მოსკოვირუსეთი619471952161583271235270148---
დაუგავა რიგალატვია7194919622035148104198311150---
კრილია სოვეტოვი მოსკოვირუსეთი619381948143323972145259103---
მეტალურგი მოსკოვირუსეთი4193719409140173417317097--1
„მეტალისტი“ ხარკივიუკრაინა4194919543423574711217691---
ყუბანი კრასნოდარირუსეთი31980198210229264711114584---
ადმირალტეეცი ლენინგრადირუსეთი3195819618426174112214969---
პამირ დუშანბეტაჯიკეთი319891991842127367410469---
ელექტროსილა ლენინგრადირუსეთი5193619398022184011216362---
ფაკელი ვორონეჟირუსეთი21961198566201729638357---
ტრუდოვიე რეზერვი ლენინგრადირუსეთი319541956681623298211355---
ვოლგა გორკირუსეთი319511964851427445814355---
სპარტაკი თბილისისაქართველო219501951642111328210953---
სპარტაკი ვლადიკავკაზირუსეთი21970199162161630648948---
დინამო ოდესაუკრაინა219381939511613226410245---
სკ ოდესაუკრაინა21965196668419453812127---
მეტალურგი ზაპოროჟიეუკრაინა119911991309714273825---
ვმს მოსკოვირუსეთი119511951287912305023---
ტავრია სიმფეროპოლიუკრაინა119811981348719275423---
სელმაში ხარკივიუკრაინა119381938258611344522---
ურალმაშ სვერდლოვსკირუსეთი119691969347819193922---
სტალინეცი მოსკოვირუსეთი119381938258512364421---
ლოკომოტივი კიევიუკრაინა119381938258512436421---
შინიკ იაროსლავლირუსეთი119641964326917204821---
დინამო დონის როსტოვირუსეთი119381938257612394320---
ტემპი ბაქოაზერბაიჯანი119381938256811334020---
სპარტაკი ლენინგრადირუსეთი119381938256811303920---
კალევი ტალინიესტონეთი21960196158314414614620---
დინამო კიროვაბადიაზერბაიჯანი119681968385924255919---
გურია ლანჩხუთისაქართველო119871987305817183818---
სპარტაკი ხარკივიუკრაინა119381938255713436317---
ბოლშევიკი ლენინგრადირუსეთი119381938257315355717---
ოდო სვერდლოვსკირუსეთი119561956226412314516---
პიშჩევიკ მოსკოვირუსეთი119381938255614255316---
ლოკომოტივი თბილისისაქართველო119381938255515446215---
ქ. კალინინის საფეხბურთო გუნდირუსეთი11952195213544191914---
ბურევესნიკ მოსკოვირუსეთი119381938254417288712---

ბომბარდირები სეზონების მიხედვით

სეზონიეროვნებამოთამაშე[6]კლუბიგოლების რაოდენობა
1936 (გ) მიხეილ სემიჩასნიდინამო მოსკოვი6
1936 (შ) გიორგი გლაზკოვისპარტაკი მოსკოვი7
1937 ვასილი სმირნოვიდინამო მოსკოვი8
ბორის პაიჭაძედინამო თბილისი
ლეონიდ რუმიანცევისპარტაკი მოსკოვი
1938 მაკარ გონჩარენკოდინამო კიევი20
1939 გრიგორი ფედოტოვიცსკა მოსკოვი21
1940 გრიგორი ფედოტოვი (2)ცსკა მოსკოვი21
სერგეი სოლოვიოვიდინამო მოსკოვი
1945 ვსევოლოდ ბობროვიცსკა მოსკოვი24
1946 ალექსანდრე პონომარიოვიტორპედო მოსკოვი18
1947 ვსევოლოდ ბობროვი (2)ცსკა მოსკოვი14
ვალენტინ ნიკოლაევიცსკა მოსკოვი
სერგეი სოლოვიოვი (2)დინამო მოსკოვი
1948 სერგეი სოლოვიოვი (3)დინამო მოსკოვი25
1949 ნიკიტა სიმონიანისპარტაკი მოსკოვი26
1950 ნიკიტა სიმონიანი (2)სპარტაკი მოსკოვი34
1951 ავთანდილ ღოღობერიძედინამო თბილისი16
1952 ანდრეი ზაზროევიდინამო კიევი11
1953 ავთანდილ ღოღობერიძე (2)დინამო თბილისი14
ნიკიტა სიმონიანი (3)სპარტაკი მოსკოვი
1954 ანატოლი ილინისპარტაკი მოსკოვი14
ვლადიმერ ილინიდინამო მოსკოვი
ანტონინ სოჩნევიტრუდოვიე რეზერვი ლენინგრადი
1955 ედუარდ სტრელცოვიტორპედო მოსკოვი15
1956 ვასილი ბუზუნოვიოდო სვერდლოვსკი17
1957 ვასილი ბუზუნოვი (2)ცსკა მოსკოვი16
1958 ანატოლი ილინისპარტაკი მოსკოვი19
1959 ზაურ კალოევიდინამო თბილისი16
1960 ზაურ კალოევი (2)დინამო თბილისი20
1961 გენადი გუსაროვიტორპედო მოსკოვი22
1962 მიხეილ მუსტიგინიდინამო მინსკი17
1963 ოლეგ კოპაევისკა დონის როსტოვი27
1964 ვლადიმერ ფედოტოვიცსკა მოსკოვი16
1965 ოლეგ კოპაევი (2)სკა დონის როსტოვი18
1966 ილია დათუნაშვილიდინამო თბილისი20
1967 მიხეილ მუსტიგინიდინამო მინსკი19
1968 გიორგი გავაშელიდინამო თბილისი22
ბერადორ აბდურაიმოვიფახთაქორი ტაშკენტი
1969 ვლადიმერ პროსკურინისკა დონის როსტოვი16
ნიკოლაი ოსიანინისპარტაკი მოსკოვი
ჯემალ ხერხაძეტორპედო ქუთაისი
1970 გივი ნოდიადინამო თბილისი17
1971 ედუარდ მალოფეევიდინამო მინსკი17
1972 ოლეგ ბლოხინიდინამო კიევი14
1973 ოლეგ ბლოხინი (2)დინამო კიევი18
1974 ოლეგ ბლოხინი (3)დინამო კიევი20
1975 ოლეგ ბლოხინი (4)დინამო კიევი18
1976 (გ) არკადი ანდრეასიანიარარატი ერევანი8
1976 (შ) ალექსანდრ მარკინიზენიტი ლენინგრადი13
1977 ოლეგ ბლოხინი (5)დინამო კიევი17
1978 გიორგი იარცევისპარტაკი მოსკოვი19
1979 ვიტალი სტარუხინიშახტარი დონეცკი26
1980 სერგეი ანდრეევისკა დონის როსტოვი20
1981 რამაზ შენგელიადინამო თბილისი23
1982 ანდრეი იაკუბიკიფახთაქორი ტაშკენტი23
1983 იური გავრილოვისპარტაკი მოსკოვი18
1984 სერგეი ანდრეევი (2)სკა დონის როსტოვი19
1985 ოლეგ პროტასოვიდნიპრო დნეპრი35
1986 ალექსანდრე ბოროდიუკიდინამო მოსკოვი21
1987 ოლეგ პროტასოვი (2)დნიპრო დნეპრი18
1988 ალექსანდრე ბოროდიუკი (2)დინამო მოსკოვი16
ევგენი შახოვიდნიპრო დნეპრი
1989 სერგეი როდიონოვისპარტაკი მოსკოვი16
1990 ოლეგ პროტასოვი (3)დინამო კიევი12
ვალერი შმაროვისპარტაკი მოსკოვი
1991 იგორ კოლივანოვიდინამო მოსკოვი18

მოთამაშეები ბომბარდირობის რაოდენობით

მოთამაშებომბარდირისეზონები
ოლეგ ბლოხინი51972, 1973, 1974, 1975, 1977
სერგეი სოლოვიოვი31940, 1947, 1948
ნიკიტა სიმონიანი1949, 1950, 1953
ოლეგ პროტასოვი1985, 1987, 1990
გრიგორი ფედოტოვი21939, 1940
ვსევოლოდ ბობროვი1945, 1947
ავთანდილ ღოღობერიძე1951, 1953
ვასილი ბუზუნოვი1956, 1957
ზაურ კალოევი1959, 1960
ოლეგ კოპაევი1963, 1965
სერგეი ანდრეევი1980, 1984
ალექსანდრე ბოროდიუკი1986, 1988

კლუბები ბომბარდირების რაოდენობით

კლუბირაოდენობა
სპარტაკი მოსკოვი12
დინამო მოსკოვი9
დინამო თბილისი
დინამო კიევი8
ცსკა მოსკოვი7
სკა დონის როსტოვი5
ტორპედო მოსკოვი3
დინამო მინსკი
დნიპრო დნეპრი
ფახთაქორი ტაშკენტი2
ტრუდოვიე რეზერვი ლენინგრადი1
ოდო სვერდლოვსკი
ტორპედო ქუთაისი
არარატი ერევანი
ზენიტი ლენინგრადი
შახტარი დონეცკი

რეკორდები

ყველაზე მეტი გოლი

ოლეგ ბლოხინი
ადგილიფეხბურთელი[7]წლებიგოლი
1 ოლეგ ბლოხინი1969–1987211
2 ალექსანდრე პონომარიოვი1938–1952152
3 ნიკიტა სიმონიანი1946–1959144
4 სერგეი სოლოვიოვი1939–1952143
5 გრიგორი ფედოტოვი1937–1949132
6 ედუარდ მარქაროვი1961–1975129
7 ავთანდილ ღოღობერიძე1945–1961128
8 ოლეგ პროტასოვი1982–1990125
9 ვალენტინ ივანოვი1953–1966124
10 რამაზ შენგელია1977–1988120

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი

ადგილიფეხბურთელიწლებიმატჩი
1 ოლეგ ბლოხინი1969–1987432
2 ვიქტორ შუსტიკოვი1957–1973427
3 ჰუსაინოვ გალიმზიანი1957–1973410
4 ნიკოლაი ოსიანინი1959–1976402
5 ლევ ბურჩალკინი1957–1972400
მიხეილ სოკოლოვსკი1970–1988
7 სერგეი ბონდარენკო1966–1981392
8 ვლადიმერ ფედოტოვი1960–1975382
9 მიკელ სოლერი1971–1988377
10 ალექსანდრე ბუბნოვი1973–1989375
სლავა მეტრეველი1953–1971

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

ვალერი ლობანოვსკი
მწვრთნელიჩემპიონიჩემპიონი კლუბი
ვალერი ლობანოვსკი8დინამო კიევი (8)
მიხეილ იაკუშინი6დინამო მოსკოვი (6)
ბორის არკადიევიცსკა მოსკოვი (5), დინამო მოსკოვი (1)
ვიქტორ მასლოვი4დინამო კიევი (3), ტორპედო მოსკოვი (1)
ნიკიტა სიმონიანი3სპარტაკი მოსკოვი (2), არარატი ერევანი (1)
კონსტანტინე ბესკოვი2სპარტაკი მოსკოვი (2)
ალექსანდრე სევიდოვიდინამო კიევი (1), დინამო მოსკოვი (1)
ნიკოლაი გულიაევისპარტაკი მოსკოვი (2)
კონსტანტინე კვაშნინისპარტაკი მოსკოვი (1), დინამო მოსკოვი (1)
ვასილი სოკოლოვისპარტაკი მოსკოვი (2)
პავლე სადირინიზენიტი ლენინგრადი (1), ცსკა მოსკოვი (1)

პრიზები

პრიზიგამცემიწლები
სსრკ საუკეთესო ფეხბურთელიჟურნალ „Футбол“-ის რედაქცია1964–91
სსრკ წლის საუკეთესო მეკარეჟურნალ „Огонёк“-ის რედაქცია1960–91
საუკეთესო ბომბარდირიგაზეთ „Труд“-ის რედაქცია1958–91
შეტევის რაინდიჟურნალ „Советский воин“-ის რედაქცია1984–91
კლუბის ერთგულებაგაზეთ „Прапор коммунизма“-ის რედაქცია1986–89
საუკეთესო დებიუტანტებიჟურნალ „Смена“-ის რედაქცია1964–75
საუკეთესო ახალბედაჟურნალ „Спортивные игры“-ის რედაქცია1986–91
შეტევის ორგანიზატორიგაზეთ „Строительной газеты“-ის რედაქცია1988–89
საუკეთესო დუბლ-შემადგენლობასაბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია1958–91
გრიგორი ფედოტოვის პრიზიცსკა1958–91
სამართლიანი თამაშისათვისგაზეთ „Советский спорт“-ის რედაქცია1958–69
პატიოსანი თამაშიჟურნალ „Человек и закон“-ის რედაქცია1974–91
დიდი ანგარიშიჟურნალ „Футбол“-ის რედაქცია1961–91
გამარჯვებისაკენ სწრაფვისათვისგაზეთ „Советская Россия“-ის რედაქცია1962–91
ბურთების საუკეთესო სხვაობაჟურნალ „Старт“-ის რედაქცია1966–91
აგრესიული სტუმარიგაზეთ „Комсомольское знамя“-ის რედაქცია1966–91
ავტორიტეტთა რისხვაგაზეთ „Спортивная Москва“-ის რედაქცია1976–91
დროშის ღირსებაგაზეთ „Ленинская смена“-ის რედაქცია1969–78
პროგრესის თასიგაზეთ „Рабочей газеты“-ის რედაქცია1971–91
გუნდთან ერთადპროფკავშირების სპორტული საზოგადოების ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმი1978–90
პირველი სიმაღლეგაზეთ „Социалистическая индустрия“-ის რედაქცია1983–91
კეთილშობილება და სიმამაცეჟურნალ „Аврора“-ის რედაქცია1987–89
სეზონის ყველაზე ლამაზი გოლიგაზეთ „Московский комсомолец“-ის რედაქცია1964–91

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა