იბერია 1999 (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან საბურთალო (საფეხბურთო კლუბი))

„იბერია 1999“ (ყოფილი „საბურთალო“) — საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. ასპარეზობს ეროვნულ ლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონზე (ბენდელა).

ს.კ იბერია 1999
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი იბერია 1999
დაარსდა 1999
სტადიონი ბენდელა, თბილისი
(ტევადობა: 1000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ტარიელ ხეჩიკაშვილი
მწვრთნელი ომარ თეთრაძე
კაპიტანი ლევან კაკუბავა
ლიგა ეროვნული ლიგა
2023 მე-6
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორია

„საბურთალოს“ ძველი ლოგოები
1999-2014
2015-2021

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ 1999 წლის 20 აგვისტოს იოსებიძის ქუჩაზე მდებარე №161-ე საჯარო სკოლაში გიგა არევაძემ, ქართლოს ჭუმბურიძემ და მამუკა კვარაცხელიამ დააფუძნეს, პირველი დირექტორი კახა ჭუმბურიძე იყო.

2005 წელს კლუბის მეპატრონე შეიცვალა: შპს საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ცნობილმა ჰოლდინგმა, "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" შეიძინა. პრეზიდენტი არის ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც მიზნად დასახა საფეხბურთო კლუბის ეტაპობრივი განვითარების გეგმა და წარმოადგინა აღნიშნული გეგმის პროექტი, რომლის ხორცშესხმაც ფაქტობრივად მეორე დღიდანვე დაიწყო, ხოლო კლუბის გენერალური დირექტორი ბატონი კახა ჭუმბურიძეა.

დაარსების დღიდან კლუბში თავმოყრილია გამოცდილი სპეციალისტების (ადმინისტრაცია, მწვრთნელები) ჯგუფი, რომლებიც თავის გამოცდილებას უზიარებს მოზარდ თაობას. ამას ნათლად ასახავს ის ფაქტი რომ 1999 წლიდან დღემდე, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა.

„საბურთალოს“ აღსაზრდელები საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიან და მონაწილეობას იღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მატჩებში. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია, რომელიც ირიცხებოდა ჩვიდმეტ წლამდელთა ნაკრებში, 1,5 წლით იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“ მათივე მიწვევით, იჯარით. შემდეგ კი გააფორმა კონტრაქტი ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ „ვიტესთან“, რომელშიც ასევე ირიცხება ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი. ისინი დიდი წარმატებით აგრძელებენ თავიანთ საფეხბურთო კარიერას. ასევე საზღვარგარეთ სტაჟირებაზე იყვნენ ბაჩანა არაბული („მანჩესტერ იუნაიტედი“), დავით ხოჭოლავა („ემპოლი“), არჩილ ტვილდიანი (მოსკოვის „სპარტაკი“). უნდა აღინიშნოს, რომ ლევან ყენია ადრეულ ასაკში, „საბურთალოში“ ვარჯიშობდა. 1993-1994 წლებში დაბადებული 9 ფეხბურთელი ჩაირიცხა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოში“, ხოლო 1992 წელს დაბადებული 2 ბავშვი საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“. მსგავსი წარმატებები საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ არაერთი აქვს, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის კლუბის სწორ მენეჯმენტს, კვალიფიციურ მწვრთნელებსა და სკოლის ინფრასტრუქტურას.

შპს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ერთ-ერთი უპირატესი საკითხია ინფრასტრუქტურის განვითარება. კლუბს აქვს 4 მცირე ზომის მოედანი იოსებიძის ქუჩაზე, 2 ისევ მცირე ზომისა და ერთიც სტანდარტული ზომის სტადიონი „ბენდელა“ ასათიანის ქუჩა №7ა–ში (სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც განთავსებულია კლუბის ადმინისტრაცია, vip-ლოჟა, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი გასახდელები, საშხაპეები და ყველანაირი პირობებია შექმნილი მოთმაშეებისათვის.2011 წლიდან ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონ ბენდელაზე ტარდება ყოველწლიური, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი:2011 წლის დეკემბერში – „ვოლკსვაგენის თასი“, სადაც მონაწილეობდა საფეხბურთო კლუბი „ვიტესი“ (ჰოლანდია), ხოლო 2012 წლის დეკემბრიში „სალერის თასი“, სადაც მონაწილეობდნენ „ვიტესი“, „მალაგა“, „საბურთალო“ და თბილისის „ლოკომოტივი“. ორივე წელს პირველი ადგილი საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ დაიკავა.

2024 წლის 27 თებერვალ გუნმა სახელი „იბერია 1999“-ად შეიცვალა[1].

შემადგენლობა 2021

მონაცემები აღებულია „Crystalbet ეროვნული ლიგის“ ოფიციალური საიტიდან 2021 წლის 5 ნოემრის მონაცემებით[2]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
1მეკარე  საქართველოთორნიკე მეგრელიშვილი
2მცველი  საქართველონიკოლოზ მალი
3მცველი  საქართველოგიორგი ლაცაბიძე
4მცველი  საქართველოგიორგი ჯგერენაია
5მცველი  საქართველოსაბა მამაცაშვილი
6ნახევარმცველი  საქართველოშოთა ნონიკაშვილი
7ნახევარმცველი  საქართველოიური ტაბატაძე
8ნახევარმცველი  საქართველოთორნიკე ძებნიაური
9თავდამსხმელი  საქართველოგიორგი გულიაშვილი
11ნახევარმცველი  საქართველოლევან ნონიკაშვილი
12მცველი  საქართველოლევან კაკუბავა
13მეკარე  საქართველოოთო გოშაძე
15ნახევარმცველი  საქართველოდაჩი ცნობილაძე
პოზიცია ქვეყანამოთამაშე
16თავდამსხმელი  საქართველოლაშა კოხრეიძე
17მცველი  საქართველორომან ჩაჩუა
19თავდამსხმელი  საქართველოგიორგი ერისთავი
20ნახევარმცველი  გერმანიასიმონ ზეფერინგსი
25თავდამსხმელი  საქართველოგიორგი კვერნაძე
26ნახევარმცველი  საქართველოგიზო მამაგეიშვილი
27ნახევარმცველი  საქართველოგიორგი გოჩოლეიშვილი
30მეკარე  საქართველოლუკა ლეჟავა
31ნახევარმცველი  საქართველოთორნიკე ასკურავა
32ნახევარმცველი  საქართველოაკაკი შულაია
34ნახევარმცველი  მოლდოვადმიტრი მანდრიჩენკო
35მცველი  ნიგერიაოგაგა ოდუკო
38მეკარე  საქართველორევაზ კურტანიძე
40მცველი  მოლდოვავიქტორ მუდრაკი

2017 წლის ტრანსფერები

მოვიდნენ

პოზ.ფეხბურთელიყოფილი კლუბი
მეკარე ლაზარე კუპატაძე ლოკომოტივი თბილისი
მეკარე ლუკა სანიკიძე საბურთალო 19 წლ.
მცველი ლუკა ლაკვეხელიანი საბურთალო 19 წლ.
მცველი დაჩი ცნობილაძე სამტრედია
ნახევარმცველი ზურაბ არზიანი შუქურა ქობულეთი
თავდამსხმელი გოგი ფიფია ნორჩი დინამოელი
თავდამსხმელი თემურ ჩოგაძე საბურთალო 19 წლ.
თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე ცხინვალი
თავდამსხმელი ლუკა იმნაძე გურია ლანჩხუთი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ

პოზ.ფეხბურთელიახალი კლუბი
მეკარე ბექა ქურდაძე ლოკომოტივი თბილისი
მცველი ხოსე მანუელ კარასკო პალენსია
ნახევარმცველი ირაკლი რუხაძე მერანი მარტვილი
თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე კოლხეთი-1913 ფოთი
თავდამსხმელი სანტი ხარა რასინგი
თავდამსხმელი ხუანფრი ანტეკერა

* — იჯარით
** — იჯარიდან

ევროთასებზე

სეზონიშეჯიბრებარაუნდიკლუბიშინგასვლითიჯამი
2019-20უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა1-ლი შრ შერიფ ტირასპოლი1−33−04−3
მე-2 შრ დინამო ზაგრები0−20−30−5
უეფა-ს ევროპა ლიგამე-3 შრ არარატ-არმენია0−22−12−3
2020-21უეფა-ს ევროპა ლიგა1-ლი შრ აპოლონიX1−51-5
2022-23უეფა-ს კონფერენს ლიგა1-ლი შრ პარტიზანი0−11−0 დ.დ1−1 (5−4 პენ.)
მე-2 შრ სტიაუა1−02−43−4
2020-21უეფა-ს კონფერენს ლიგა1-ლი შრ

ტიტულები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა