რუხი კარდინალი

რუხი კარდინალი, ან რუხი უწმინდესობა (ფრანგ. éminence grise) — გამორჩეული გავლენის მქონე გადაწყვეტილების მიმღები პირი ან მრჩეველი, რომელიც მოქმედებს „კულისებს მიღმა“, არასაჯარო ან არაოფიციალურ თანამდებობაზე, ან თანამდებობის გარეშე, და ინარჩუნებს განსაკუთრებულ გავლენას ფორმალური თანამდებობების მქონე პირებსა და მათ შერჩევაზე.

ფრანსუა ლეკლერკ დიუ ტრემბლე (ფიგურა შავებში) ჩამოდის კიბეებზე ჟან-ლეონ ჟერომის ნახატში (1873).

ფრაზის პირველი ადრესატი იყო ფრანსუა ლეკლერკ დიუ ტრემბლე, კარდინალ რიშელიეს მარჯვენა ხელი. [1] ლეკლერკი იყო კაპუცინელი ბერი, რომელიც ცნობილი იყო რუხი სამოსით, ხოლო მიმართვა „მისი უწმინდესობა“ გამოიყენება რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ლეკლერკი არასოდეს გამხდარა კარდინალი, მის გარშემო მყოფები მას ასე უწოდებდნენ კარდინალ რიშელიეზე გავლენის გამო.[2]

ლეკლერკი მოხსენიებულია რამდენიმე პოპულარულ ნაშრომში. ოლდოს ჰაქსლიმ დაწერა ლეკლერის ინგლისური ბიოგრაფია სახელწოდებით რუხი უწმინდესობა. ფართოდ ცნობილია ასევე ჟან-ლეონ ჟერომის 1873 წლის ნახატი L'Éminence Grise, რომელზეც ლეკლერკი კიბეზე ჩამოდის და კარგად ჩანს მისდამი სხვა ადამიანების პატივისცემა. ლეკლერკი ნახსენებია ალექსანდრე დიუმას რომანში „სამი მუშკეტერი“, როგორც პერსონაჟი მამა ჯოზეფი, რიშელიეს ძლევამოსილი თანამოაზრე.

იაროსლავ კაჩინსკი ხშირად მიიჩნევა პოლონეთის რეალურ მმართველად. კაჩინსკის არ უკავია სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა, მაგრამ არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ორჯერ აირჩია, თუ ვინ გახდებოდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. არსებული ტრადიციის საწინააღმდეგოდ - როდესაც პარტიის ლიდერი უნდა გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი - კაჩინსკიმ თანამდებობაზე სხვა ადამიანები დანიშნა.[3] [4][5] მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ოფიციალური თანამდებობა მთავრობაში, ის ხშირად ხვდება უცხოელ ლიდერებს და წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს, მათ შორის, როგორც წარმომადგენლობითი ფუნქციის მატარებელი, ის შეხვდა ანგელა მერკელს,[6]დონალდ ტრამპს[7], ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვებს.[8] საქართველოში რუხ კარდინალად სხვადასხვა მიმომხილველები მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილს.[9][10][11]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა