რუტილი
რუტილი (<ლათ. rutilus — მოყვითალო-წითელი, ხასხასა წითელი) — ჟანგეულების კლასის მინერალი; -ის ერთ-ერთი პოლიმორფული მოდიფიკაცია. მინარევებია , , , , და სხვ. კრისტალდება ტეტრაგონურ სინგონიაში. კრისტალები პრიზმისებრი ან ნემსისებრი აქვს. რუტილი უფეროა, მინარევებისაგან ხშირად შეფერილია წითლად. ნახევრად გამტარია, ახასიათებს ანტიფერომაგნეტიზმი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6–6,5; სიმკვრივე 4200–5600 კგ/მ³.
რუტილი | |
---|---|
![]() | |
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | TiO2 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | უფერო, მინარევებთა ერთად — სხვადასხვა |
კრისტალის სინგონია | ტეტრაგონური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 6–6,5 |
სიმკვრივე | 4200–5600 კგ/მ³ |
რუტილი გავრცელებული აქცესორული მინერალია. პეგმატიტებსა და ჰიდროთერმულ ძარღვებში გვხვდება რუტილის დიდი ზომის კრისტალები. რუტილის შემცველი მეტამორფული ქანები ხშირად ტიტანის მადანს წარმოადგენს. განსაკუთრებული სამრეწველო მნიშვნელობა აქვს რუტილის შემცველ ქვიშრობებს. სინთეზურ რუტილს იყენებენ საიუველირო საქმეში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 518.
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: რუტილი
- რუტილი GeoWiki-ზე (რუსული)
- რუტილი საიტზე webmineral.com (ინგლისური)
- რუტილი საიტზე catalogmineralov.ru (რუსული)
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა