რურის რეგიონი

რურის რეგიონი (გერმ. Ruhrgebiet) — ურბანული არეალი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.[1] მოსახლეობა დაახლოებით 7,3 მილიონია, სიმჭიდროვე 2 800/კმ².[2] წარმოადგენს გერმანიის უდიდეს ურბანულ აგლომერაციას. შედგება რამდენიმე მსხვილი, წარსულში ინდუსტრიული ქალაქისგან, რომლებიც შემოსაზღვრულია სამხრეთიდან მდინარე რურით, დასავლეთიდან რაინით და ჩრდილოეთიდან ლიპეთი. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ბერგიშესის მიწა. მიიჩნევა უფრო ფართო რაინი-რურის მეტროპოლიური არეალის ნაწილად, რომლის მოსახლეობაც 12 მილიონს აღემატება.

აგლომერაცია
რურის მეტროპოლიური რეგიონი
Metropolregion Ruhr

რურის მდებარეობა
დროშა

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
კოორდინატები 51°30′00″ ჩ. გ. 7°30′00″ ა. გ. / 51.50000° ჩ. გ. 7.50000° ა. გ. / 51.50000; 7.50000
ფართობი 4 435 კმ²
მოსახლეობა 7 300 000 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 800 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 44701-44894
ოფიციალური საიტი metropoleruhr.de
რურის რეგიონი — გერმანია
რურის რეგიონი

დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, რეგიონი მოიცავს ქალაქებს: დუისბურგი, ობერჰაუზენი, ბოტროპი, მიულჰაიმი, ესენი, გელზენკირხენი, ბოხუმი, ჰერნე, ჰაგენი, დორტმუნდი და ჰამი, ისევე როგორც ვეზელის, რეკლინგჰაუზენის, უნნის და ენეპე-რურის საგარეუბნო დასახლებები. ისტორიულად, დასავლეთ რურის ქალაქები, მაგალითად დუისბურგი და ესენი ისტორიულ რაინის მხარეს მიეკუთვნებოდნენ; მაშინ, როდესაც რურის აღმოსავლეთი ნაწილის ქალაქები — გელზენკირხენი, ბოხუმი, დორტმუნდი და ჰამი ვესტფალიის რეგიონის ნაწილი იყო. XIX საუკუნიდან, ეს რაიონები მსხვილ კომპლექსად გადაიზარდა, ვრცელი ინდუსტრიული ლანდშაფტით,

რური ევროპაში მეხუთე უდიდესი ურბანული არეალია სტამბოლის, მოსკოვის, ლონდონისა და პარიზის შემდეგ. 2010 წელს, რურის რეგიონი ევროპის ერთ-ერთი კულტურული დედაქალაქი იყო.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა