როსტომ აბაშიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

როსტომ ომერის ძე აბაშიძე (დ. 23 თებერვალი, 1935, ბათუმი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1962).[1][2] საპატიო ნიშნის ორდენისა (1966) და ღირსების ორდენის კავალერი.[1]

როსტომ აბაშიძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი როსტომ ომერის ძე აბაშიძე
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 23 თებერვალი, 1935 (1935-02-23) (89 წლის)
დაბ. ადგილი ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
სიმაღლე 188 სმ
წონა 97 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
კლუბი „ბურევესტნიკი“ (თბილისი)
მწვრთნელი აკაკი მიმინოშვილი
გიორგი როსტიაშვილი
პეტრე იორდანიშვილი
ჯილდოები
საპატიო ნიშნის ორდენი  — 02.04.1966საქართველოს ღირსების ორდენი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1962
მედლები
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრობუდაპეშტი 1958-87 კგ
ოქროტოლიდო 1962-97 კგ
ოქროჰელსინგბორგი 1963-97 კგ

ბიოგრაფია

დაიბადა 1935 წლის 23 თებერვალს ბათუმში. ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა კარგი სპორტული მონაცემებით ცურვასა და ფეხბურთში, თუმცა 1950 წლიდან მწვრთნელების აკაკი მიმინოშვილისა და გიორგი როსტიაშვილის ხელმძღვანელობით კლასიკურ ჭიდაობაში დაიწყო ვარჯიში. მოგვიანებით პეტრე იორდანიშვილის ხელმღვანელობით განაგრძო ოსტატობის ამაღლება.[3][4]

მსოფლიოს სამგზის (1958, 1962, 1963),[5][2] საბჭოთა კავშირის სამგზის (1957, 1960, 1962)[2] და ახალგაზრდობის მესამე საერთაშორისო მეგობრულ სპორტულ თამაშობათა (1957) ჩემპიონი.[5] საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1956). ივან პოდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული (1964), XVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, V ადგილი).[6]

საერთაშორისო სარბიელზე ჩატარებული 90 ორთაბრძოლიდან არც ერთი არ წაუგია — მხოლოდ ხუთი შეხვედრა დაასრულა ფრედ.[3]

წარჩინებით დაამთავრა ჯერ სამშენებლო ფაკულტეტი, (1959) შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა.

ოლიმპიადის შემდეგ სპორტული კარიერა დაასრულა და სამწვრთნელო სამუშაოზე გადაერთო. იყო საქართველოს სსრ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. იყო ქარხნის დირექტორი, ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების მთავარ სამმართველოს. ოთხი წელიწადი აჭარის ჭიდაობის ფედერაციას ხელმძღვანელობდა. აქაურმა ფალავნებმა სწორედ მის დროს მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას.[3]

2001 წელს ჭიდაობის მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის მიერ დასახელდა მსოფლიოს ყველა დროის 5 საუკეთესო ფალავანს შორის.[4] დაჯილდოებულია ჭიდაობის მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის ოქროს ორდენითა და საპატიო დიპლომით.[7]

2015 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[1][7]

2015 წლის 20 თებერვალს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფალავანთა კლუბთან როსტომ აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა (ზარბეგ ბერიაშვილის ვარსკვლავთან ერთად).[1][7]

მიღწევები

მსოფლიოს ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი

ლიტერატურა

  • გუგუშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 24.
  • Всё о спорте: Справочник Т. 1, 2-е издание / Сост. А. А. Добров. — М.: Физкультура и спорт, 1978.
  • Спортивный ежегодник 1951-1959 / Сост. Г. М. Михайлова — М.: Физкультура и спорт, 1961.
  • Классическая и вольная борьба. Справочник / Сост. Н. И. Мягченков — М.: Физкультура и спорт, 1984.

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა