რომის იმპერატორების სია

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რომის იმპერატორების სია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რომის იმპერატორების სია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ტიტული რომის იმპერატორი გარკვეული გაგებით თანამედროვე ცნებაა და ერთგვარ შეჯამებას უკეთებს პოსტს, რომელიც ეჭირათ იმ პიროვნებებს, რომელთაც რომის იმპერიის ძალაუფლების სადავეების ხელთ ჩაგდება მოახერხეს. რომის იმპერია განვითარდა რომის რესპუბლიკისგან, მას შემდეგ, რაც მან ევროპაში დომინანტური როლი დაიჭირა და მისთვის დამახასიათებელი გახდა ერთპიროვნული მმართველობა, „სენატისა და რომის მოქალაქეთა“ ნაცვლად. თუმცა ავგუსტუსი, საყოველთაოდ აღიარებული, როგორც პირველი იმპერატორი, ფრთხილობდა რესპუბლიკური მმართველობის ფასადის შენარჩუნებას, და რაიმე სპეციფიკური ტიტული მისთვის არ მიუღია.[1] ამის ნაცვლად მან ადრე არსებული რომის მაგისტრატის ძალაუფლება საკუთარ თავს დაუქვემდებარა და არსებული ტიტული „Princeps Senatus“ (სენატის პირველი პირი) მოირგო.[1] მმართველობის ეს სტილი, რომელიც დაახლოებით 300 წელს გაგრძელდა, შესაბამისად „პრინციპატად“ იწოდება. სიტყვის „იმპერატორი“ თანამედროვე მნიშვნელობა მომდინარეობს ამავე სახელწოდების ტიტულიდან, რომელსაც არმია წარმატებულ გენერალს ანიჭებდა; შესაბამისად, რომის იმპერიის საწყის ფაზაში, „პრინცეპს“ ის ჯერ უნდა მოეხვეჭა. შესაბამისად, ტერმინი „იმპერატორი“ ამჟამად გამოიყენება რომის იმპერიის მმართველების აღსანიშნავად, ვინაიდან ის (ა) ხაზს უსვამს ძლიერ კავშირს მმართველსა და არმიას შორის (რომლის მხადაჭერაზე იყო მეტწილად მმართველის ძალაუფლება დამოკიდებული), და (ბ) არ განასხვავებს მმართველობის სტილს იმპერიის სხვადასხვა ფაზებში.

ავგუსტუსი, რომის პირველი იმპერატორი

ახ. წ. III საუკუნეში მესამე საუკუნის კრიზისის შემდეგ, დიოკლეტიანემ იმპერიული მმართველობის ახალ მანერას ფორმალური და უფრო მიმზიდეველი იერი მიანიჭა, ჩამოაყალიბა რა რომის იმპერიის ე.წ. დომინატის პერიოდი. იმპერატორის პერსონას უფრო ხაზგასმული ავტორიტეტი მიენიჭა, ხოლო მისი მიმართვა გახდა 'Dominus Noster' ('ჩვენი მეუფე'). დიოკლეტიანედან მოყოლებული ხშირად რამდენიმე ერთდროული იმპერატორი არსებობდა, რის გამოც იმპერიის უკიდეგანო ტერიტორიები ქუცმაცდებოდა. 395 წლის შემდეგ და თეოდოსიუს I-ის გარდაცვალებით იმპერია უფრო გამოკვეთილად დაიყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად[2], თუმცა ეს დაყოფა ოფიციალური ჯერ არ ყოფილა და უფრო სტაბილური აღმოსავლეთის იმპერიის იმპერატორი ხშირად საკუთარ ძალაუფლებას ახვევდა თავს დასავლეთ ნახევარს. დასავლეთის იმპერიას განსაკუთრებით მძიმე პერიოდი დაუდგა 395 წლის შემდეგ და საბოლოოდ დაიშალა 455 წელს. ბოლო დასავლეთის იმპერატორი 476 წელს გადადგა ტახტიდან; რის შემდეგად დასავლეთის ტერიტორიებზე უფლებებს აღმოსავლეთის იმპერია იჩემებდა. აღმოსავლეთის იმპერიამ არსებობა 1453 წლამდე გააგრძელა ოსმალეთის თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამდე.[3] აღმოსავლეთის იმპერატორები, რომელთაც დღეს ბიზანტიის იმპერატორებს უწოდებენ, აგრძელებდენ რომის იმპერატორების მემკვიდრეობას.

პრინციპატი

იულიუს-კლავდიუსების დინასტია

სახელიდაბადებამმართველობამემკვიდრეობის უფლებაპორტრეტისიკვდილი
ოქტავიანე ავგუსტუსი
CAESAR DIVI FILIVS AVGVSTVS
23 სექტემბერი, ძვ. წ. 63 წელი, რომი, იტალია16 იანვარი, ძვ. წ. 27 წელი - 19 აგვისტო, 14 წელიგახდა პირველი „დე ფაქტო“ იმპერატორი სენატის დამარცხების შედეგად. 19 აგვისტო, 14 წელი
შესაძლებელია მოკვდა სიბერით, მოკლეს ან თავი მოიკლა.
ტიბერიუსი
TIBERIVS CAESAR AVGVSTVS
16 ნოემბერი, ძვ. წ. 42 წელი, რომი19 აგვისტო, 14 წელი - 16 მარტი, 37 წელიავგუსტუსის ცოლის, ლივიას შვილი პირველი ქორწინებიდან; ავგუსტუსის შვილობილი. 16 მარტი, 37 წელი
შესაძლებელია მოკვდა სიბერით ან მოკლეს.
კალიგულა
GAIVS CAESAR AVGVSTVS GERMANICVS
31 აგვისტო, 12 წელი, ანციო, იტალია18 მარტი, 37 წელი - 24 იანვარი, 41 წელიტიბერიუსის ძმისშვილის გერმანიკუსის შვილი. 24 იანვარი, 41 წელი
მოკლეს შეთქმულმა სენატორებმა და პრეტორიანელების გვარდიამ.
კლავდიუსი
TIBERIVS CLAVDIVS CAESAR AVGVSTVS GERMANICVS
1 აგვისტო, ძვ. წ. 10 წელი, ლუგდუნი, გალია24 იანვარი, 41 წელი - 13 ოქტომბერი, 54 წელიტიბერიუსის ძმისშვილი, გერმანიკუსის ძმა და კალიგულას ბიძა; იმპერატორად გამოაცხადა პრეტორიანელების გვარდიამ. 13 ოქტომბერი, 54 წელი
შესაძლებელია ის მოეკლა მის ცოლს, აგრიპინა უმცროსს ნერონის სასარგებლოდ.
ნერონი
NERO CLAVDIVS CAESAR AVGVSTVS GERMANICVS
15 დეკემბერი, 37 წელი, ანციო, იტალია13 ოქტომბერი, 54 წელი - 11 ივნისი, 68 წელიგერმანიკუსის შვილიშვილი და კლავდიუსის შვილობილი. 11 ივნისი, 68 წელი
თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც სენატმა სახალხო მტრად გამოაცხადა.

ოთხი იმპერატორის წელი & ფლავიუსების დინასტია

სახელიდაბადებამმართველობამემკვიდრეობის უფლებაპორტრეტისიკვდილი
გალბა
SERVIVS GALBA IMPERATOR CAESAR AVGVSTVS
24 დეკემბერი, ძვ. წ. 3 წელი, ტერაცინასთან ახლოს, იტალია8 ივნისი, 68 წელი - 15 იანვარი, 69 წელიძალაუფლებამოიპოვა ნერონის თვითმკვლელობის შემდეგ ესპანეთის ლეგიონების დახმარებით. 15 იანვარი, 69 წელი
მოკლა პრეტორიანელების გვარდიამ.
ოტონი
MARCVS OTHO CAESAR AVGVSTVS
25 აპრილი, 32 წელი, ფერენტინო, ეტრურია, იტალია15 იანვარი, 69 წელი - 16 აპრილი, 69 წელიიმპერატორად დანიშნა პრეტორიანელების გვარდიამ. 16 აპრილი, 69 წელი
თავი მოიკლა ბედრიაკუმის ბრძოლის წაგების შემდეგ.
ვიტელიუსი
AVLVS VITELLIVS GERMANICVS AVGVSTVS
24 სექტემბერი, 15 წელი, რომი17 აპრილი, 69 წელი - 20 დეკემბერი, 69 წელიძალაუფლება მოიპოვა გერმანიის ლეგიონების დახმარებით. 20 დეკემბერი, 69 წელი
მოკლეს ვესპასიანეს ჯარისკაცებმა.
ვესპასიანე
TITVS FLAVIVS CAESAR VESPASIANVS AVGVSTVS
17 ნოემბერი, 9 წელი, Falacrine, იტალია1 ივლისი, 69 წელი - 24 ივნისი, 79 წელიძალაუფლება მოიპოვა აღმოსავლეთის ლეგიონების დახმარებით. 24 ივნისი, 79 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
ტიტუსი
TITVS FLAVIVS CAESAR VESPASIANVS AVGVSTVS
30 დეკემბერი, 39 წელი, რომი24 ივნისი, 79 წელი - 13 სექტემბერი, 81 წელივესპასიანეს შვილი. 13 სექტემბერი, 81 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
დომიციანე
TITVS FLAVIVS CAESAR DOMITIANVS AVGVSTVS
24 ოქტომბერი, 51 წელი, რომი14 სექტემბერი, 81 წელი - 18 სექტემბერი, 96 წელივესპასიანეს შვილი 18 სექტემბერი, 96 წელი
მოკლეს სასამართლო მოხელეებმა.

ანტონინების დინასტია


სახელიდაბადებამმართველობამემკვიდრეობის უფლებაპორტრეტისიკვდილი
ნერვა
MARCVS COCCIEVS NERVA CAESAR AVGVSTVS,
8 ნოემბერი, 30 წელი, ნარნი, იტალია18 სექტემბერი, 96 წელი - 27 იანვარი 98 წელიიმპერატორად გამოაცხადა სენატმა. 27 იანვარი, 98 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
ტრაიანე
CAESAR MARCVS VLPIVS NERVA TRAIANVS AVGVSTVS
18 სექტემბერი, 53 წელი, იტალიკა, ბეტიკა28 იანვარი, 98 წელი - 7 აგვისტო, 117 წელინერვას შვილობილი. 7 აგვისტო, 117 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
ადრიანე
CAESAR PVBLIVS AELIVS TRAIANVS HADRIANVS AVGVSTVS
24 იანვარი, 76 წელი, იტალიკა, ბეტიკა ან რომი11 აგვისტო, 117 წელი - 10 ივლისი, 138 წელიტრაიანეს შვილობილი. 10 ივლისი, 138 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
ანტონინუს პიუსი
CAESAR TITVS AELIVS HADRIANVS ANTONINVS AVGVSTVS PIVS
19 სექტემბერი, 86 წელი, ლანუვიუმი, იტალია10 ივლისი, 138 წელი - 7 მარტი, 161 წელიჰადრიანუსის შვილობილი. 7 მარტი, 161 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
მარკუს ავრელიუსი
CAESAR MARCVS AVRELIVS ANTONINVS AVGVSTVS
26 აპრილი, 121 წელი, რომი7 მარტი, 161 წელი - 17 მარტი, 180 წელიანტონინუს პიუსის შვილობილი, მართავდა იმპერიას ლუციუს ვერუსთან ერთად 169 წლამდე. 17 მარტი, 180 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
ლუციუს ვერუსი
CAESAR LVCIVS AVRELIVS VERVS AVGVSTVS
15 დეკემბერი, 130 წელი, რომი7 მარტი, 161 წელი - ? მარტი, 169 წელიანტონინუს პიუსის შვილობილი, მართავდა იმპერიას სიკვდილამდე მარკუს ავრელიუსთან ერთად. მარტი, 169 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
კომოდუსი
CAESAR MARCVS AVRELIVS COMMODVS ANTONINVS AVGVSTVS
31 აგვისტო, 161 წელი, ლანუვიუმი, იტალია177 წელი - 31 დეკემბერი, 192 წელიმარკუს ავრელიუსის შვილი. 31 დეკემბერი, 192 წელი
მოკლეს სახელმწიფოს გადატრიალების დროს.

ხუთი იმპერატორის წელი & სევერუსების დინასტია

სახელიდაბადებამართველობამემკვიდრეობის უფლებაპორტრეტისიკვდილი
პერტინაქსი
CAESAR PVBLIVS HELVIVS PERTINAX AVGVSTVS
1 აგვისტო, 126 წელი, ალბა, იტალია1 იანვარი, 193 წელი - 28 მარტი, 193 წელიიმპერატორად გამოაცხადა პრეტორიანელების გვარდიამ. 28 მარტი, 193 წელი
მოკლა პრეტორიანელების გვარდიამ.
დიდიუს იულიანუსი
CAESAR MARCVS DIDIVS SEVERVS IVLIANVS AVGVSTVS
133 წელი ან 137 წელი, მილანი, იტალია28 მარტი, 193 წელი - 1 ივნისი, 193 წელიიმპერატორად გამოაცხადა პრეტორიანელების გვარდიამ. 1 ივნისი, 193 წელი
სიკვდილით დასაჯეს სენატის ბრძანებით.
ლუციუს სეპტიმიუს სევერუსი
CAESAR LVCIVS SEPTIMIVS SEVERVS PERTINAX AVGVSTVS
11 აპრილი, 145 წელი, ლეპტის მაგნა, აფრიკა9 აპრილი, 193 წელი - 4 თებერვალი, 211 წელიმოიპოვა ძალაუფლება პანონიის ლეგიონების დახმარებით. 4 თებერვალი, 211 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
კარაკალა
CAESAR MARCVS AVRELIVS SEVERVS ANTONINVS PIVS AVGVSTVS
4 აპრილი, 188 წელი, ლუგდუნი, ლუგდუნის გალია198 წელი - 8 აპრილი, 217 წელისეპტიმიუს სევერუსის შვილი. იმპერიას მამამისთან ერთად მართავდა 198 წლიდან, გეტასა და სეპტიმუს სევერუსთან ერთად 209 წლიდან 211 წლის თებერვლამდე, ხოლო შემდეგ 211 წლიდან მარტო გეტასთან ერთად.8 აპრილი, 217 წელი
მაკრინუსის შეთქმულების თანახმად მოკლა ჯარისკაცმა.
გეტა
CAESAR PVBLIVS SEPTIMIVS GETA AVGVSTUS
7 მარტი, 189 წელი, რომი209 წელი - 26 დეკემბერი, 211 წელისეპტიმიუს სევერუსის შვილი, იმპერიას მამამისთან და კარაკალასთან ერთად მართავდა 209 წლიდან 211 წლის თებერვლამდე, ხოლო მარტო კარაკალასთან ერთად 211 წლის დეკემბრამდე. 26 დეკემბერი, 211 წელი
მოკლეს კარაკალას ბრძანებით.
მაკრინუსი
MARCVS OPELLIVS SEVERVS MACRINVS AVGVSTVS PIVS FELIX


დიადუმენიანთან ერთად
MARCVS OPELLIVS ANTONINVS DIADUMENIANUVS
c. 165 წელი, შარშალი, მავრიტანია11 აპრილი, 217 წელი - 8 აპრილი, 218 წელიშესაძლებელია მოკლა კარაკალა და თავი გამოაცხადა იმპერატორად, ხოლო თავისი შვილი – დიადუმენიანი – ახალგაზრდა იმპერატორად 217 წლის მაისში. 8 ივნისი, 218 წელი
ორივე დასაჯეს სიკვდილით ჰელიოგაბალუსის სასარგებლოდ.
ჰელიოგაბალუსი
MARCVS AVRELIVS ANTONINVS AVGVSTVS
c. 203 წელი, ემესა, სირია8 ივნისი, 218 წელი - 11 მარტი, 222 წელისეპტიმიუს სევერუსის რძლის შვილიშვილი, კარაკალას უკანონო შვილი; იმპერატორად აღიარა სირიის ლეგიონებმა. 11 მარტი, 222 წელი
მოკლა პრეტორიანელების გვარდიამ.
ალექსანდრე სევერუსი
CAESAR MARCVS AVRELIVS SEVERVS ALEXANDER AVGVSTVS
1 ოქტომბერი, 208 წელი, არკა, იუდეა13 მარტი, 222 წელი - 18 მარტი, 235 წელისეპტიმიუს სევერუსის რძლის შვილიშვილი, ელაგაბალუსის ბიძაშვილი და მემკვიდრე. 18 მარტი, 235 წელი
მოკლა არმიამ.

მესამე საუკუნის კრიზისი

სახელიდაბადებამმართველობამემკვიდრეობის უფლებაპორტრეტისიკვდილი
მაქსიმინუს თრაკიელი
CAESAR GAIVS JVLIVS VERVS MAXIMINVS AVGVSTVS
c.173 წელი, თრაკია ან მოეზია20 მარტი, 235 წელი - აპრილი, 238 წელიიმპერატორად გამოაცხადა გერმანიის ლეგიონებმა ალექსანდრე სევერუსის სიკვდილის შემდეგ. აპრილი, 238 წელი
მოკლა პრეტორიანელების გვარდიამ.
გორდიანე I
CAESAR MARCVS ANTONIVS GORDIANVS SEMPRONIANVS AFRICANVS AVGVSTVS
c. 159 წელი, ფრიგია?22 მარტი, 238 წელი - 12 აპრილი, 238 წელითავი გამოაცხადა იმპერატორად გორდიანუს II-სთან ერთად. აპრილი, 238 წელი
თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც გორდიანუს II-ის სიკვდილის ამბავი გაიგო.
გორდიანე II
CAESAR MARCVS ANTONIVS GORDIANVS SEMPRONIANVS ROMANVS AFRICANVS AVGVSTVS
c. 192 წელი, ?22 მარტი, 238 წელი - 12 აპრილი, 238 წელითავი გამოაცხადა იმპერატორად გორდიანუს I-სთან ერთად. აპრილი, 238 წელი
მოკვდა მაქსიმინუსის წინააღმდეგ კართაგენის ბრძოლაში.
პუპიენუსი
CAESAR MARCVS CLODIVS PVPIENVS MAXIMVS AVGVSTVS
c. 178 წელი, ?22 აპრილი, 238 წელი - 29 ივლისი, 238 წელირომის სენატმა გამოაცხადა იმპერატორად ბალბინუსთან ერთად; მოგვიანებით მართავდა იმპერიას ბალბინუსთან და გორდიანუს III-თან ერთად. 29 ივლისი, 238 წელი
მოკლა პრეტორიანელების გვარდიამ.
ბალბინუსი
CAESAR DECIMVS CAELIVS CALVINVS BALBINVS PIVS AVGVSTVS
?22 აპრილი, 238 წელი - 29 ივლისი, 238 წელირომის სენატმა გამოაცხადა იმპერატორად პუპიენუსთან ერთად; მოგვიანებით მართავდა იმპერიას პუპიენუსთან და გორდიანუს III-თან ერთად.29 ივლისი, 238 წელი
მოკლა პრეტორიანელების გვარდიამ.
გორდიანე III
CAESAR MARCVS ANTONIVS GORDIANVS AVGVSTVS
20 იანვარი, 225 წელი, რომი22 აპრილი, 238 წელი - 11 თებერვალი, 244 წელიიმპერატორად გამოაცხადა გორდიანუს I-ისა და გორდიანუს II-ის მომხრეებმა, ხოლო შემდეგ სენატმა; იმეპრიას 238 წლიდან მართავდა პუპიენუსსა და ბალბინუსთან ერთად. 11 თებერვალი, 244 წელი
უცნობია; შესაძლებელია მოკლა ფილიპე არაბმა.
ფილიპე არაბი
CAESAR MARCVS IVLIVS PHILLIPVS AVGVSTVS
c. 204 წელი, შაჰბა, სირიათებერვალი, 244 წელი - სექტემბერი/ოქტომბერი, 249 წელიმოიპოვა ძალაუფლება გორდიანუს III-ის სიკვდილის შემდეგ. სექტემბერი/ოქტომბერი, 249 წელი
მოკვდა დეციუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, ვერონასთან ახლოს.
დეციუსი
CAESAR GAIVS MESSIVS QVINTVS TRAIANVS DECIVS AVGVSTVS

ჰერენიუს ეტრუსკუსი ერთად
c. 201 წელი, ბუდალია, პანონიასექტემბერი/ოქტომბერი, 249 წელი - ივნისი, 251 წელიიმპერატორად გამოაცხადეს დუნაის ლეგიონებმა და დაამარცხა ფილიპე არაბი ბრძოლაში. მისი შვილი ჰერენიუს ეტრუსკუსი მართვდა მამასთან ერთად. ივნისი, 251 წელი
ორივე მოკლელ აბრიტუსის ბრძოლაში.
ჰოსტილიანუსი
CAESAR CAIVS VALENS HOSTILIANVS MESSIVS QVINTVS AVGVSTVS
რომიივნისი, 251 წელი - 251 წელიდეციუსის შვილი და სენატის მიერ აღიარებული მემკვიდრე.სექტემბერი/ოქტომბერი 251 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
ტრებონიანე
CAESAR GAIVS VIBIVS TREBONIANVS GALLVS AVGVSTVS


ვოლუსიანუსთან ერთად
206 წელი, იტალიაივნისი, 251 წელი - აგვისტო, 253 წელიიმპერატორად გამოაცხადეს დუნაის ლეგიონებმა დეციუსის სიკვდილის შემდეგ. იმპერიას მართავდა შვილთან, ვოლუსიანუსთან ერთად. აგვისტო 253 წელი
მოკლეს მისივე ჯარისკაცებმა ემილიანუსის სასარგებლოდ.
ემილიანუსი
CAESAR MARCVS AEMILIVS AEMILIANVS AVGVSTVS
c. 207 წელი აფრიკააგვისტო, 253 წელი - ოქტომბერი, 253 წელიიმპერატორად გამოაცხადეს დუნაის ლეგიონებმა გოთბის დამარცხების შემდეგ. გახდა იმპერატორი ტრებონიანუს გალის სიკვდილის შემდეგ. სექტემბერი/ოქტომბერი, 253 წელი
მოკლეს მისივე ჯარისკაცებმა ვალერიანუსის სასარგებლოდ.
ვალერიანე
CAESAR PVBLIVS LICINIVS VALERIANVSAVGVSTVS
c. 200 წელიოქტომბერი, 253 წელი - 260 წელიიმპერატორად გამოაცხადეს რაინის ლეგიონებმა ტრებონიანუს გალის სიკვდილის შემდეგ; გახდა იმპერატორი ემილიანუსის შემდეგ. 260 წლის შემდეგ
ვალერიანუსი შეიპყრეს სპარსებმა და ტყვეობაში გარდაიცვალა.
გალიენუსი
CAESAR PVBLIVS LICINIVS EGNATIVS GALLIENVS AVGVSTVS
?ოქტომბერი, 253 წელი - სექტემბერი, 268 წელივალერიანუსის შვილი, მასთან ერთად მართავდა 253 წლიდან. სექტემბერი, 268 წელი
მოკლეს უცნობ ვითარებაში.
კლავდიუს II
CAESAR MARCVS AVRELIVS CLAVDIVS AVGVSTVS
10 მაისი, 213 წელი/214 წელი, სირმისექტემბერი, 268 წელი - იანვარი, 270 წელიმოიპოვა ძალაუფლება გალიენუსის სიკვდილის შემდეგ. იანვარი, 270 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
კვინტილუსი
CAESAR MARCVS AVRELIVS CLAVDIVS QVINTILLVS AVGVSTVS
? , სირმიიანვარი 270 წელი - 270 წელიკლავდიუს II-ის ძმა, მოიპოვა ძალაუფლება მისი სიკვდილის შემდეგ. 270 AD
უცნობია; შეიძლება მოკლეს ან თავი მოიკლა.
ავრელიანე
CAESAR LVCIVS DOMITIVS AVRELIANVS AVGVSTVS
9 სექტემბერი, 214 წელი/215 წელი , სირმისექტემბერი, 270 წელი - სექტემბერი 275 წელიგამოაცხადეს იმპერატორად დუნასი ლეგიონებმა კლავდიუს II-ის სიკვდილის შემდეგ. სექტემბერი, 275 წელი
მოკლა პრეტორიანელების გვარდიამ.
ტაციტუსი
CAESAR MARCVS CLAVDIVS TACITVS AVGVSTVS
?, ინტერამნა25 სექტემბერი, 275 წელი - ივნისი, 276 წელიიმპერატორად აირჩია რომის სენატმა, რომ ჩაენაცვლებინა ავრელიანუსი. ივნისი. 276 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
ფლორიანუსი
CAESAR MARCVS ANNIVS FLORIANVS AVGVSTVS
?ივნისი, 276 წელი - სექტემბერი? 276 წელიშესაძლებელია ტაციტუსისს ნახევარძმა, იმპერატორად აირჩია არმიამ. სექტემბერი? 276 AD
მოკლეს მისივე ჯარისკაცებმა პრობისის სასარგებლოდ.
პრობუსი
CAESAR MARCVS AVRELIVS PROBVS AVGVSTVS
232 წელი, სირმისექტემბერი? 276 წელი - სექტემბერი/ოქტომბერი 282 წელიაღმოსავლეთ პროვინციების მმართველი, იმპერატორად გამოაცხადა დუნაის ლეგიონებმა. სექტემბერი/ოქტომბერი 282 წელი
მოკლეს მისივე ჯარისკაცებმა კარუსის სასარგებლოდ.
კარუსი
CAESAR MARCVS AVRELIVS CARVS AVGVSTVS
c. 230 წელი, ნარბონასექტემბერი/ოქტომბერი 282 წელი - ივლისის ბოლო/აგვისტოს დასაწყისი 283 წელიმოიპოვა ძალაუფლება პრობუსის მკვლელობამდე ან მის შემდეგ. ივლისის ბოლო/აგვისტოს დასაწყისი 283 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით?
კარინუსი
CAESAR MARCVS AVRELIVS CARINVS AVGVSTVS
?ივლისის ბოლო/აგვისტოს დასაწყისი 283 წელი - 285 წელიკარუსის შვილი, იმპერატორი გახდა ნუმერიანუსთან ერთად. 285 წელი
მოკვდა დიოკლეტიანეს წინააღმდეგ ბრძოლაში.
ნუმერიანე
CAESAR MARCVS AVRELIVS NVMERIVS NVMERIANVS AVGVSTVS
?ივლისის ბოლო/აგვისტოს დასაწყისი 283 წელი - 284 წელი?კარუსის შვილი, იმპერატორი გახდა კარინუსთან ერთად. 284 წელი
უცნობია; შესაძლებელია მოკლეს.

დომინატი

ტეტრარქია & კონსტანტინიანების დინასტია


სახელიდაბადებამმართველობამემკვიდრეობის უფლებაპორტრეტისიკვდილი
დიოკლეტიანე
CAESAR GAIVS AVRELIVS VALERIVS DIOCLETIANVS AVGVSTVS
c. 22 დეკემბერი, 244 წელი, დუკლია, დალმაცია20 ნოემბერი, 284 წელი - 1 მაისი, 305 წელიიმპერატორად გამოაცხადა არმიამ ნუმერიანუსის სიკვდილის შემდეგ და მართავდა იმპერიას მაქსიმინუსთან ერთად. 3 დეკემბერი, 311 წელი
ტახტიდან გადადგა; გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
მაქსიმინუსი
CAESAR GAIVS AVRELIVS VALERIVS MAXIMIANVS AVGVSTVS
c. 250 წელი, სირმი, პანონია1 აპრილი, 286 წელი - 1 მაისი, 305 წელი„ავგუსტუსად“ გამოაცხადა დიოკლეტიანემ 286 წელს. 310 წელი
დიოკლეტიანესთან ერთად გადადგა ტახტიდან, მაგრამ შემდეგ ორჯერ სცადა ტახტის დაბრუნება. საბოლოოდ შეიპყრო კონსტანტინე დიდმა და აიძულა თავი მოეკლა.
კონსტანციუს I ქლორუსი
CAESAR GAIVS FLAVIVS VALERIVS CONSTANTIVS AVGVSTVS
31 მარტი, c. 250 წელი, დარდანია, მოეზია1 მაისი, 305 წელი - 25 ივლისი, 306 წელი„კეისრად“ გამოაცხადა მაქსიმიანუსმა 293 წელს. 310 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
გალერიუსი
CAESAR GALERIVS VALERIVS MAXIMIANVS AVGVSTVS
c. 260 წელი, გამზიგრადი, მოეზია1 მაისი, 305 წელი - მაისი 311 წელი„კეისრად“ გამოაცხადა დიოკლეტიანემ 293 წელს. 311 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
სევერუს II
FLAVIVS VALERIVS SEVERVS AVGVSTVS
?ზაფხული 306 წელი - მარტი/აპრილი 307 წელი„კეისრად“ გამოაცხადა კონსტანციუს ქლორისმა 305 წელს. გახდა „ავგუსტუსი“ 306 წელს. 16 სექტემბერი, 307 წელი
მაქსენციუსმა შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა.
კონსტანტინე I დიდი
CAESAR FLAVIVS CONSTANTINVS VALERIVS AVGVSTVS
27 თებერვალი c. 272 წელი, ნიში, მოეზია25 ივლისი, 306 - 22 მაისი, 337 წელიკონსტანციუს I ქლორუსის შვილი, გამოაცხადეს იმპერატორად მამამისის ჯარისკაცებმა. გალერიუსმა გამოაცხადა „კეისრად“ 306 წელს, ხოლო მაქსიმინუსმა 307 წელს „ავგუსტუსად“ სევერუსის სიკვდილის შემდეგ. 22 მაისი, 337 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
მაქსენციუსი
MARCVS AVRELIVS VALERIVS MAXENTIVS AVGVSTVS
c. 278, ?28 ოქტომბერი, 306 წელი - 28 ოქტომბერი, 312 წელიმაქსიმიანუსის შვილი,მოიპოვა ძალაუფლება 306 წელს კონსტანციუს ქლოროსის სიკვდილის შემდეგ. გახდა კეისარი 307 წელს სევერუსის სიკვდილის შემდეგ. 28 ოქტომბერი, 312 წელი
მოკვდა მილვიანის ხიდის ბრძოლაში, კონსტანტინე დიდის წინააღმდეგ.
მაქსიმინუს II
CAESAR GALERIVS VALERIVS MAXIMINVS AVGVSTVS
20 ნოემბერი c. 270 წელი, დაკია1 მაისი, 311 წელი - ივლისი/აგვისტო 313 წელიგალერიუსის ძმისწული; გახდა „კეისარი“ 305 წელს, ხოლო – „ავგუსტუსი“ ლიცინიუსთან ერთად 311 წელს. ივლისი/აგვსიტო 313 წელი
დამარცხდა სამოქალაქო ომში ლიცინიუსთან წინააღმდეგ; შესაძლებელია თავი მოიკლა.
ლიცინიუსი
CAESAR GAIVS VALERIVS LICINIVS AVGVSTVS

with
ვალერიუს ვალენსი
მარტინიანუსი
c. 250 წელი, გამზიგარდი, მოეზია11 ნოემბერი, 308 წელი - 18 სექტემბერი, 324 წელიდასავლეთში "ავგუსტუსად" დანიშნა გალერიუსმა 308 წელს, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ გახდა აღმოსაველთის მართველიც მაქსიმიუსთან ერთად. შემდეგ სამოქალაქო ომში დაამერცხა მაქსიმინუსი. დასავლეთში „ავგუსტუსად“ ჯერ ვალერიუს ვალენსი დანიშნა 317 წელს, ხოლო შემდეგ მარტინიანუსი 324 წელს. 325 წელი
კონსტანტინემ დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა სამოქალაქო ომში 324 წელს.
კონსტანტინე II
CAESAR FLAVIVS CLAVDIVS CONSTANTINVS AVGVSTVS
316 წელი, არლი22 მაისი, 337 წელი - 340 წელიკონსტანტინე დიდის შვილი. გახდა „კეისარი“ 317 წელს, ხოლო შემდეგ „ავგუსტუსი“ თავის ძმებთან, კონსტანციუს II-სა და კონსტანსთან ერთად. 340 წელი
მოკვდა კონსტანსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კონსტანციუს II
CAESAR FLAVIVS IVLIVS CONSTANTIVS AVGVSTVS
7 აგვისტო, 317 წელი, სირმი, პანონია22 მაისი, 337 წელი - 3 ნოემბერი, 361 წელიკონსტანტინე დიდის შვილი. გახდა ავგუსტუსი ძმებთან, კონსტანტინე II-სა და კონსტანსთან ერთად. 361 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
კონსტანტი
CAESAR FLAVIVS IVLIVS CONSTANS AVGVSTVS
320 წელი, ?22 მაისი, 337 წელი - 350 წელიკონსტანტინე დიდის შვილი. გახდა ავგუსტუსი ძმებთან, კონსტანტინე II-სა და კონსტანციუს II-სთან ერთად. 350 წელი
მოკლეს მაგნეციუსის ბრძანებით.
იულიანე განდგომილი
CAESAR FLAVIVS CLAVDIVS IVLIANVS AVGVSTVS
331 წელი/332 წელი, კონსტანტინეპოლი, თრაკიათებერვალი 360 წელი - 26 ივნისი, 363 წელიკონსტანციუს II-ის ბიძაშვილი. „ავგუსტუსად“ გამოაცხადეს მისივე ჯარისკაცებმა 360 წელს. 26 ივნისი, 363 წელი
სასიკვდილიდ დაიჭრა ბრძოლაში.
იოვიანე
CAESAR FLAVIVS IOVIANVS AVGVSTVS
331 წელი, სინგიდუნუმი, მოეზია26 ივნისი, 363 წელი - 17 თებერვალი, 364 წელიიულიან განდგომილის არმიის გენერალი. იმპერატორად გამოაცხადა მისივე ჯარისკაცებმა იულიანის სიკვდილის შემდეგ. 17 თებერვალი, 364 წელი
გარდაიცვალა ბუნბერივი სიკვდილით.

ვალენტინიანების დინასტია

სახელიდაბადებამმართველობამემკვიდრეობის უფლებაპორტრეტისიკვდილი
ვალენტინიანე I
FLAVIVS VALENTINIANVS AVGVSTVS
321 წელი, ვინკოვცი, პანონია26 თებერვალი, 364 წელი - 17 ნოემბერი, 375 წელიიმპერატორად აირჩია არმიამ. 17 ნოემბერი, 375 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
ვალენტი
FLAVIVS IVLIVS VALENS AVGVSTVS
328 წელი, ვინკოვცი, პანონია28 მარტი, 364 წელი - 9 აგვისტო, 378 წელივალენტინიანუს I-ის ძმა, თავი გამოაცხადა „ავგუსტუსად“. 9 აგვისტო, 378 წელი
მოკვდა გოთების წინააღმდეგ ადრიანოპოლის ბრძოლაში.
გრაციანე
FLAVIVS GRATIANVS AVGVSTVS
18 აპრილი/23 მაისი, 359 წელი, სირმი, პანონია4 აგვისტო, 367 წელი - 25 აგვისტო, 383 წელივალენტინიანუს I-ის ძმა, გახდა უმცროსი „ავგუსტუსი“ 367 წელს, ხოლო უფროსი ავგუსტუსი – ვალენტინიანუს I-ის სიკვდილის შემდეგ.25 აგვისტო, 383 წელი
მოკლეს აჯანყებულებმა.
ვალენტინიანე II
FLAVIVS VALENTINIANVS JVNIOR AVGVSTVS
371, მილანი, იტალია17 ნოემბერი, 375 წელი - 15 მაისი, 392 წელივალენტინიანუს I-ის ძმა, იმპერატორად გამოაცხადა Pannonian არმიამ ვალენტინიანუს I-ის სიკვდილის შემდეგ. 15 მაისი, 382 წელი
დაიღუპა ბრძოლის ველზე, ვესტგოთების წინააღმდეგ ბრძოლაში.

თეოდოსიანიდები

სახელიდაბადებამმართველობამემკვიდრეობის უფლებაპორტრეტისიკვდილი
თეოდოსიუს I
FLAVIVS THEODOSIVS AVGVSTVS
11 იანვარი, 347 წელი, კოკა, ესპანეთი1 იანვარი, 375 წელი - 17 იანვარი, 395 წელიავგუსტუსად გამოაცხადა გრაცინიანუსმა ვალენსის სიკვდილის შემდეგ. გახდა უფროსი ავგუსტუსი ვალენტინიანუს II-ის სიკვდილის შემდეგ. 17 იანვარი, 395 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
ჰონორიუსი
FLAVIVS HONORIVS AVGVSTVS

9 სექტემბერი, 384 წელი, ?23 იანვარი, 393 წელი - 15 აგვისტო, 423 წელითეოდოსიუს I შვილი; უმცროს ავგუსტუსად გამოაცხადა თეოდოსიუსმა 393 წელს, ხოლო უფროსი ავგუსტუსი გახდა მამის სიკვდილის შემდეგ. 15 აგვისტო, 423 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
კონსტანტინე III
FLAVIVS CONSTANTIVS AVGVSTVS

?, ნიში, მოეზია8 თებერვალი, 421 წელი - 2 სექტემბერი, 421 წელიდაქორწინდა თეოდოსიუს I-ის ქალიშვილზე და ავგუსტუსობამდე აამარლა ჰონორისმა. 2 სექტემბერი, 421 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
იოვინუსი


?27 აგვისტო, 423 წელი - მაისი, 425 წელიიმპერატორად გამოაცხადა კასტინუსმა. ივნისი ან ივლისი 425 წელი
დამარცხდა ვალენტინიანუს III წინააღმდეგ ბრძოლაში, შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.
ვალენტინიანე III
FLAVIVS PLACIDIVS VALENTINIANVS AVGVSTVS

2 ივლისი, 419 წელი, რავენა, იტალია23 ოქტომბერი, 424 წელი - 16 მარტი, 455 წელიკონსტანტინე III-ის შვილი, კეისრად გამოაცხდა თეოდოსიუს II ჰონორიუსის სიკვდილის შემდეგ, გახდა ავგუსტუსი იოვინუსის დამარცხების შემდეგ. 16 მარტი, 455 წელი
მოკლეს.

დასავლეთ რომის უკანასკნელი იმპერატორები

სახელიდაბადებამმართველობამემკვიდრეობის უფლებაპორტრეტისიკვდილი
პეტრონიუს მაქსიმე
FLAVIVS ANICIVS PETRONIVS MAXIMVS AVGVSTVS
c. 396 წელი, ?17 მარტი, 455 წელი - 31 მაისი, 455 წელითავი გამოაცხადა იმპერატორად არმიის დახმარებით, ვალენტინიანუს III-ის სიკვდილის შემდეგ. 31 მაისი, 455 წელი
მოკლეს, შესაძლებელია ბრბომ ჩაქოლა.
ავიტუსი
EPARCHIVS AVITVS AVGVSTVS
c. 385, ?9 ივლისი, 455 წელი - 17 ოქტომბერი, 456 წელიიმპერატორად გამოაცხადა ვესტგოთების მეფემ თეოდორიხმა პეტრონიუს მაქსიმუსის სიკვდილის შემდეგ. 17 ოქტომრის შემდეგ, 456 წელი
ტახტიდან ჩამოაგდო რიციმერმა.
მაიორიანი
IVLIVS VALERIVS MAIORIANVS AVGVSTVS
ნოემბერი, 420 წელი, ?აპრილი, 457 წელი - 2 აგვისტო, 461 წელიიმპერატორად დანიშნა რიციმერმა. 7 აგვისტო, 461 წელი
ტახტიდან ჩამოაგდეს მისივე ჯარისკაცებმა; გარდაიცვალა მალევე უცნობ ვითარებაში.
ლიბიუს სევერუსი
LIBIVS SEVERVS AVGVSTVS
?, ლუკანია, იტალიანოემბერი, 461 წელი - აგვისტო, 465 წელიიმპერატორად გამოაცხადა რიცემერმა. აგვისტო, 465 წელი
შესაძლებელია მოკლა რიციმერმა.
ანთიმოზი
PROCOPIVS ANTHEMIVS AVGVSTVS
c. 420 წელი12 აპრილი, 467 წელი - 11 ივლსი, 472 წელიიმპერატორად გამოაცხადა რიცემერმა. 11 ივლისი, 472 წელი
სიკვდილით დასაჯა რიციმერმა.
ოლიბრიუსი
FLAVIVS ANICIVS OLYBRIVS AVGVSTVS
c. 420 წელი11 ივლისი, 472 წელი] - 2 ნოემბერი, 472 წელივალენტინიანუს III-ის სიძე; იმპერატორად აღიარა რიციმერმა. 2 ნოემბერი, 472 წელი
გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
გლიცერიუსი?მარტი, 473 წელი - ივნისი, 474 წელიიმპერატორად აღიარა Gundobad (რიციმერის მემკვიდრე). 480 წლის შემდეგ
ტახტიდან ჩამოაგდო იულიუს ნეპოტმა და გახდა ეპისკოპოსი რომაულ კათოლიკურ ეკლესიაში. სიკვდილის დრო და ადგილი უცნობია.
იულიუს ნეპოტიc. 430 წელი, ?ივნისი, 474 წელი - 28 აგვისტო, 475 წელი (იტალიაში); - გაზაფხული 480 წელიაღმოსავლეთ იმპერიის იმპერატორის, ლეონ I-ის Nephew-in-law.| 480 წელი
ტახტიდან გადააგდო ფლავიუს ორესტემ.
რომულუს ავგუსტულუსი?31 ოქტომბერი, 475 წელი - 4 სექტემბერი, 476 წელი (იტალიაში)იმპერატორად დანიშნა მამამისმა, ფლავიუს ორესტემ. 480 წლის შემდეგ
ტახტიდან ჩამოაგდო ოდოაკრმა; უცნობია მისი ბედი.

ლიტერატურა

  • Chris Scarre,Brandon Shaw, Chronicle of the Roman Emperors, Thames & Hudson, 1995, Reprinted 2001, ISBN 0-500-05077-5
  • Tacitus, The Annals of Imperial Rome, Penguin Classics, Michael Grant Publications Ltd, 1971, Reprinted 1985, ISBN 0-14-044060-7
  • Martha Ross, Rulers and Governments of the World, Vol.1 Earliest Times to 1491, Bowker, 1978, ISBN 0-85935-021-5
  • Clive Carpenter, The Guinness Book of Kings Rulers & Statesmen, Guinness Superlatives Ltd, 1978, ISBN 0-900424-46-X
  • R.F.Tapsell, Monarchs Rulers Dynasties and Kingdoms of The World, Thames & Hudson, 1981, Reprinted 1987, ISBN 0-500-27337-5
  • Cornell, Tim and John Matthews. Atlas of the Roman World . New York: Facts On File, 1982.
  • Ferguson, John. Religions of the Roman Empire. Aspects of Greek and Roman Life. Ithaca, N.Y.: Cornell Univ. Press, 1970.
  • Grant, Michael. The Twelve Caesars. New York: Charles Scribner's Sons, 1975.
  • Jones, A. H. M. The Later Roman Empire 284—602. Norman, Okla.: Univ. of Oklahoma Press, 1964.
  • Miller, Fergus. The Emperor in the Roman World (31 B.C.—A.D. 337). Ithaca, N.Y.: Cornell Univ. Press, 1977.
  • Oxford Classical Dictionary. 3d ed. Oxford: Oxford Univ. Press, 1996.

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:


🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა