როდრიგო ელი

როდრიგო ელი (პორტ. Rodrigo Ely; დ. 3 ნოემბერი, 1993, ლაჟეადუ, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ ალავესის ცენტრალური მცველი.[1][2][3]

როდრიგო ელი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
3 ნოემბერი, 1993
დაბადების
ადგილი
ლაჟეადუ,
რიუ-გრანდი-დუ-სული,
ბრაზილია
სიმაღლე188 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
2005–2010გრემიო
2010–2014მილანი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2012–2013  რეჯინა27(1)
2013–2014  ვარეზე39(0)
2014–2015აველინო33(0)
2015–2017მილანი3(0)
2017–ალავესი41(2)
ეროვნული ნაკრები
2011–2012იტალია 19 წლ.7(0)
2012იტალია 20 წლ.3(0)
2015–2016ბრაზილია 23 წლ.1(0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 23 დეკემბერი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 23 დეკემბერი, 2018

კარიერა

საკლუბო კარიერა

2005–2010 წლებში ბრაზილიური „გრემიოს“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს. 2010 წლიდან „მილანის“ ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაშია. იმის გამო, რომ ორი წლის განმავლობაში „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვერ ახერხებს, საფეხბურთო პრაქტიკის მიღების მიზნით იჯარით „რეჯინაში“ გადადის.

„რეჯინას“ რიგებში პირველად იტალიის თასის გათამაშების ფარგლებში „ნოჩერინას“ წინააღმდეგ გამოდის და შეუცვლელად, მთელი 90 წუთის განმავლობაში თამაშობს. „რეჯინა“ ამ მატჩს მინიმალური სხვაობით (1–0) იგებს. პირველი გოლი „რეჯინას“ მაისურით 2012 წლის 6 ოქტომბერს „ნოვარას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გააქვს. მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრას ატარებს და ერთხელ იღებს მეტოქეთა კარს. იჯარის ვადის დასრულების შემდეგ „მილანში“ ბრუნდება, თუმცა ისევ ვერ მკვიდრდდება ძირითადში და კვლავ იჯარით, ამჯერად „ვარეზეს“ რიგებში აგრძელებს თამაშს.

ახალი კლუბის მაისურით პირველად კვლავ იტალიის თასის გათამაშების შეხვედრაში „ვიჩენცას“ წინააღმდეგ გამოდის. საერთო ჯამში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, კლუბში 41 შეხვედრას ატარებს.

2014 წელს „აველინოს“ უერთდება, სადაც ასევე, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 35 მატჩში იცავს მის ღირსებას.

2015 წლის 9 ივნისიდან ისევ „მილანშია“. ტრანსფერის თანხის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ხმაურდება, თუმცა ცნობილი ხდება, რომ კონტრაქტი 2019 წლამდე იმოქმედებს.[4][5][6]

„მილანის“ ძირითადში პირველად იმავე წლის 23 აგვისტოს „ფიორენტინას“ წინააღმდეგ სერია A-ს კალენდარულ მატჩში გამოდის მოედანზე. მატჩი მილანელთა მარცხით (0–2) მთავრდება, ხოლო შეხვედრის დებიუტანტი პირველივე შეხვედრის პირველივე ტაიმის მე-9 და 36-ე წუთებზე ორ ყვითელ ბარათს, შესაბამისად, წითელ ბარათს იღებს და მოედანს ტოვებს.[7][8]

„მილანში“ მხოლოდ სამ მატჩს თამაშობს, რის შემდეგაც, 2017 წლის 1 აგვისტოს „ალავესთან“ აფორმებს ოთხწლიან კონტრაქტს.[9]

სანაკრებო კარიერა

როდრიგო ელიმ, რომელსაც ბრაზილიის მოქალაქეობასთან ერთად, ასევე, იტალიის მოქალაქეობაც აქვს, იტალიის 19 წლამდე და 20 წლამდე ნაკრებების შემადგენლობაში შესაბამისად 7 და 3 შეხვედრა ჩაატარა. 2015 წელს კი ბრაზილიის 23 წლამდე ნაკრებიდან მიიღო მოწვევა.[10][11]

მიღწევები

საკლუბო

მილანი
იტალიის სუპერთასი
  • თასის მფლობელი: 2016
ალავესი
ესპანეთის თასი
  • ფინალისტი: 2016-17

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა