რობერტ ჰაინლაინი
რობერტ ჰაინლაინი (/ˈhaɪnlaɪn/;[14][15][16][17]; დ. 7 ივლისი, 1907 — გ. 8 მაისი, 1988) — ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტი ავტორი, საჰაერო ინჟინერი და საზღვაო ოფიცერი.
აიზეკ აზიმოვთან და ართურ კლარკთან ერთად წარმოადგენს ინგლისურენოვანი სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორთა „დიდ სამეულს“.[18][19][20] 1974 წელს რობერტ ჰაინლაინი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალთა გრანდმასტერად დასახელდა. მისმა ოთმა რომანმა ჰიუგოს ჯილდო მიიღო, ხოლო შვიდმა ნაშრომმა - რეტრო ჰიუგო. მის მიერ ინგლისურ ლიტერატურაში დამკვიდრდა ნეოლოგიზმები: გროკი, ვალდო, სპეკულაციური ლიტერატურა (ფანტასტიკა).
დაიბადა მისურიში. იგი გერმანელ-ამერიკელთა მეექვსე თაობას წარმოადგენდა. მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ძალებში, რადიო კომუნიკაციებში. მისი მეთაური ერნესტ კინგი იყო. მისმა ძმამ სამხედრო-საზღვაო ძალებში მთავარი გენერლის ჩინამდე მიაღწია. საზღვაო ძალებს ჰაინლაინმა 1934 წელს ტუბერკულოზის გამო დაანება თავი.
სამჯერ იყო დაქროწინებული. მისი ჰობი ქვის დამუშავება იყო.
ჰაინლაინის მთავარი სერიებია:1. მომავლის ისტორიის სერია2. ლაზარეს გრძელი სერია3. The Heinlein juveniles
ჰაინლაინი თავის შემოქმედებაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრული ელემენტების საშუალებით პროვოკაციულ სოციალურ და პოლიტიკურ იდეებს იკვლევდა და ცდილობდა განესაზღვრა, თუ რა გავლენას მოახდენდა სამეცნიერო პროგრესი საზოგადოების ფორმირებაზე.[21] მწერლის შემოქმედებაში განმეროებადი სოციალური თემებია: პირადი თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის მნიშვნელობა, სექსუალური ურთიერთობების ბუნება, პიროვნების ვალდებულება საზოგადოების წინაშე, ორგანიზებული რელიგიის გავლენა კულტურასა და ხელისუფლებაზე და საზოგადოების მიდრეკილება ნონკონფორმიზმის ჩახშობისაკენ.
ჰაინლაინს ეკუთვნის 32 რომანი, 59 მოთხრობა და 16 კოლექცია. მისი ნაშრომების მიხედვით 4 ფილმი, 2 სატელევიზიო სერიალი, რადიო სერიალების ეპიზოდები და სამაგიდო თამაშები შეიქმნა. ჰაინლაინის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა რადიარდ კიპლინგის ნაშრომებმა. უცხო უცხოთა ქვეყანაში კიპლინგის „ჯუნგლის წიგნის“ მოდერნიზებული ვარიანტია. ცოლმა ჰაინლაინს ურჩია, რომ ბავშვი მგლების ნაცვლად, მარსელებს აღეზარდათ. ნაწარმოებში - „გალაქტიკის მოქალაქე“, ასევე კიპლინგის ნაშრომის - „კიმი“ - ელემენტები ვლინდება.
ჰაინლაინი აღნიშნავდა, რომ მასზე დიდი გავლენა იქონია ბერნარდ შოუს პიესებმა, რომელთა უმრავლესობაც წაკითხული ჰქონდა. ჰაინლაინმა უარყო რაიმე პირდაპირი გავლენა შოუს პიესისა - მათუსალას დაბრუნებასა და მის მათუსალას ბავშვებს შორის.
ჰაინლაინი ჩართული იყო პოლიტიკაშიც. თავდაპირველად ლიბერალი იყო. 1934 წელს დემოკრატებთან თანამშრომლობდა, სინკლერის დამარცხების შემდეგ იგი ანტი-კომუნისტი დემოკრატი აქტივისტი გახდა. შემდეგში იგი კონსერვატიულ შეხედულებებს მიემხრო.
ბიბლიოგრაფია
რომანები
- კარი ზაფხულში (1957)
- უცხო უცხოთა ქვეყანაში (1961)
მოთხრობათა კრებულები
- კაცი, რომელმაც მთვარე გაყიდა (1950)
რესურსები ინტერნეტში
- The Heinlein Society
- site:RAH
- Heinlein Archives
- Robert & Virginia Heinlein Prize
- Centennial Celebration in Kansas City, July 7, 2007.
- Heinlein Nexus დაარქივებული 2020-10-27 საიტზე Wayback Machine. , the community continuation of the Centennial effort.
- 1952 Popular Mechanics tour of Heinlein's Colorado house. accessed June 3, 2005
- Heinleinia.com, an interactive exploration of Heinlein's life and works
- Robert Anson Heinlein — Find a Grave-ზე
- Heinlein giving the Guest of Honor speech at the 34th World Science Fiction Convention, on YouTube