რობერტ ლუის სტივენსონი
რობერტ ლუის ბალფორ სტივენსონი (ინგლ. Robert Louis Balfour Stevenson; დ. 13 ნოემბერი, 1850, ედინბურგი — გ. 3 დეკემბერი, 1894) — შოტლანდიელი მწერალი.
ბიოგრაფია
რობერტ ლუის სტივენსონი დაიბადა დინბურგში 1850 წელს. მამა და პაპა ინჟინრები ჰყავდა. ამის გამო რობერტის მომავალიც ინჟინრობასთან იყო დაკავშირებული. ახალგაზრდა სტივენსონმა სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო, მაგრამ ის მალევე მიხვდა, რომ ინჟინერობა არ ხიბლავდა. 1871 წელს მან სასწავლებელი შეიცვალა. რობერტი ტუბერკულოზით იყო დაავადებული და ამის გამო თავისი ცხოვრების დიდი ნაწილის ქალაქგარეთ — ბეიტანეტში გატარება მოუხდა. სტივენსონმა დაიწყო მოგზაურობა, თავიდან საფრანგეთსა და ბელგიაში. მოგზაურობასთან ერთად ის წერდა კიდეც. შემდეგ გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში. კალიფორნიაში მას შეუყვარდა ამერიკელი ქალი — ფენი ვანდეგრიფტ ოსბორნი, რომელიც ცოლად შეირთო. ფენის ჰყავდა ვაჟი. სტივენსონს თავისი გერი მეტად შეუყვარდა. მწერალს წერამ დიდი წარმატება მოუტანა და ის თავის ოჯახთან ერთად აგრძელებდა მოგზაურობას ჯანმრთელობის ძიებაში. ოჯახმა გადაწყვიტა დასახლებულიყო სამოაში. მათ იყიდეს სახლი და იქ 1894 წლამდე ცხოვრობდნენ, სტივენსონის გარდაცვალებამდე.
ბიბლიოგრაფია
რომანები
- განძის კუნძული (1883)
- დოქტორი ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი (1886)
- შავი ისარი (1888)
- ბატონი ბალანტრე (18889)
რესურსები ინტერნეტში
- რობერტ ლუის სტივენსონი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- რობერტ ლუის სტივენსონი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- რობერტ ლუის სტივენსონი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“ (plain text and HTML)
- Works by Robert Louis Stevenson, at the Online Books Page (plain text and HTML)
- Essays by Stevenson at Quotidiana.org
- There are over 200 published biographies of RLS
- Robert Louis Stevenson: a record, an estimate, and a memorial დაარქივებული 2008-09-07 საიტზე Wayback Machine. , by Alexander H. Japp
- Robert Louis Stevenson დაარქივებული 2004-10-14 საიტზე Wayback Machine. , a biography by Sir Walter Alexander Raleigh
- Robert Louis Stevenson: a memoir (1895), by Edmund Gosse who knew Stevenson personally